ირმა ჭკადუა: სოსო ოხანაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ჩანერგილია საპატრიარქოში

ირმა მესხია

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ "ციანიდის საქმეზე" ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა, დღემდე საზოგადოებაში ამ საქმეზე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვებია. 

ე.წ. საუკუნის საქმის მოწმე, საპროკურორო საბჭოს წევრი, ადვოკატი ირმა ჭკადუა "აიპრესთან" ამბობს, რომ აღნიშნული საქმის ასევე მოწმე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს პირადი დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი სოსო ოხანაშვილი დაკავებულია მისი დისკრედიტაციით. 

როგორც ირმა ჭკადუა განმარტავს, "რამდენიმე საათის წინ დამიკავშირდა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელმაც დახურული სასამართლო სხდომიდან, კონკრეტულად სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან გარკვეული ნაწყვეტები მითხრა.

პრაქტიკულად მან თქვა, თურმე სოსო ოხანაშვილი "ციანიდის საქმეზე" დაკითხვისას ბრალს მდებდა, რომ საპატრიარქოში რაღაც კორუფციულ სქემებში ვიყავი გარეული. ისინი ამასთან დაკავშირებით ამზადებენ სიუჟეტს. 

ვინაიდან სოსო ოხანშვილს ჩაბარებული ჰქონდა პატრიარქის უსაფრთხოება, პრაქტიკულად დღეს დაკავებულია პატრიარქისა და საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციით. როცა ის აკეთებს განცხადებებს, თურმე პატრიარქი ინახავდა ტერორისტებს, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, რომ თურმე ჩვენ, საქართველოში და პატრიარქი ტერორისტებს ვინახავთ, ეს ნიშნავს, რომ ის არის პატრირქის მტერი. ის მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად.

ბატონი სოსო ოხანაშვილი დაკავებულია ჩემი დისკრედიტაციით, პრაქტიკულად ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ იმისთვის და ლომის წვლილი მიგვიძღვის გვემხილა მისი საქმიანობები საპატრიარქოში. მას დაავიწყდა, რომ მისი უფლებამოსილება იყო დაეცვა პატრიარქი, თუმცა ამის ნაცვლად დაკავებული იყო მეუფეებზე კომპრომატების შეგროვებით, ცდილობდა ემართა ყველა მეუფე იმისთვის, რომ მისთვის სასურველი გეგმები განხორციელებულიყო.

ყველამ კარგად იცის, რომ ბატონი ოხანაშილი გახლათ "ნაციონალური მოძრაობის" ჩანერგილი საპატრიარქოში და "რუსთავი 2" ყველანაირად ცდილობს ბატონი ოხანაშვილის რეაბილტაცია მოახდინოს, რაც არ გამოუვა.

თუ საქართველოს პროკურატურამ ეს ვერ გააკეთა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბოლომდე ავხადო ფარდა ამ ადამიანის მზაკვრულ გეგმას, რასაც ემსახურებოდა საპატრიარქოში.

სოსო ოხანაშვილი თავის ჩვენებებით ირიბად თანამონაწილეა ბატონი გიორგი მამალაძის, ვინაიდან მან ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში არ გამორიცხა მისი პასუხისგებაში მიცემა სხვა ჩანაწერების არსებობის შემთხვევაში", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, "აიპრესთან" საპროკურორო საბჭოს წევრმა, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის თამარ ბაგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას სისხლის სამართლებრვი დევნის დაწყების თხოვნით მიმართავს, რადგან სიუჟეტში რომელსაც ამზადებს აპირებს დახურული სასამართლო სხდომის ოქმების გამოქვეყენებას. "მე მივმართავ პროკურატურას და ის საჯარო განცხადება, საფუძველი უნდა გახდეს გამოძიები დაწყების".

მსგავსი სიახლეები
ლილოში მდებარე მიუსაფართა თავშესაფარი ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა მომსახურებისთვის მზად არის

17 ოქტომბერი, 2017

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიუსაფართა თავშესაფარი, ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა...

მეტი

სიღნაღში ელენე ახვლედიანისა და ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

18 ოქტომბერი, 2017

სიღნაღის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დაარსებიდან 70, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებიდან 10 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სიღნაღში ელენე ახვლედიანის რეტროსპექტული გამოფენისა და ნიკო...

მეტი

ირმა ჭკადუა: სოსო ოხანაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ჩანერგილია საპატრიარქოში

ირმა ჭკადუა: სოსო ოხანაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ჩანერგილია საპატრიარქოში
22:10 | 12 ოქტომბერი, 2017

ე.წ. საუკუნის საქმის მოწმე, საპროკურორო საბჭოს წევრი, ადვოკატი ირმა ჭკადუა "აიპრესთან" ამბობს, რომ აღნიშნული საქმის ასევე მოწმე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს პირადი დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი სოსო ოხანაშვილი დაკავებულია მისი დისკრედიტაციით. 

როგორც ირმა ჭკადუა განმარტავს, "რამდენიმე საათის წინ დამიკავშირდა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელმაც დახურული სასამართლო სხდომიდან, კონკრეტულად სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან გარკვეული ნაწყვეტები მითხრა.

პრაქტიკულად მან თქვა, თურმე სოსო ოხანაშვილი "ციანიდის საქმეზე" დაკითხვისას ბრალს მდებდა, რომ საპატრიარქოში რაღაც კორუფციულ სქემებში ვიყავი გარეული. ისინი ამასთან დაკავშირებით ამზადებენ სიუჟეტს. 

ვინაიდან სოსო ოხანშვილს ჩაბარებული ჰქონდა პატრიარქის უსაფრთხოება, პრაქტიკულად დღეს დაკავებულია პატრიარქისა და საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციით. როცა ის აკეთებს განცხადებებს, თურმე პატრიარქი ინახავდა ტერორისტებს, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, რომ თურმე ჩვენ, საქართველოში და პატრიარქი ტერორისტებს ვინახავთ, ეს ნიშნავს, რომ ის არის პატრირქის მტერი. ის მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად.

ბატონი სოსო ოხანაშვილი დაკავებულია ჩემი დისკრედიტაციით, პრაქტიკულად ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ იმისთვის და ლომის წვლილი მიგვიძღვის გვემხილა მისი საქმიანობები საპატრიარქოში. მას დაავიწყდა, რომ მისი უფლებამოსილება იყო დაეცვა პატრიარქი, თუმცა ამის ნაცვლად დაკავებული იყო მეუფეებზე კომპრომატების შეგროვებით, ცდილობდა ემართა ყველა მეუფე იმისთვის, რომ მისთვის სასურველი გეგმები განხორციელებულიყო.

ყველამ კარგად იცის, რომ ბატონი ოხანაშილი გახლათ "ნაციონალური მოძრაობის" ჩანერგილი საპატრიარქოში და "რუსთავი 2" ყველანაირად ცდილობს ბატონი ოხანაშვილის რეაბილტაცია მოახდინოს, რაც არ გამოუვა.

თუ საქართველოს პროკურატურამ ეს ვერ გააკეთა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბოლომდე ავხადო ფარდა ამ ადამიანის მზაკვრულ გეგმას, რასაც ემსახურებოდა საპატრიარქოში.

სოსო ოხანაშვილი თავის ჩვენებებით ირიბად თანამონაწილეა ბატონი გიორგი მამალაძის, ვინაიდან მან ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში არ გამორიცხა მისი პასუხისგებაში მიცემა სხვა ჩანაწერების არსებობის შემთხვევაში", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, "აიპრესთან" საპროკურორო საბჭოს წევრმა, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის თამარ ბაგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას სისხლის სამართლებრვი დევნის დაწყების თხოვნით მიმართავს, რადგან სიუჟეტში რომელსაც ამზადებს აპირებს დახურული სასამართლო სხდომის ოქმების გამოქვეყენებას. "მე მივმართავ პროკურატურას და ის საჯარო განცხადება, საფუძველი უნდა გახდეს გამოძიები დაწყების".

ავტორი: ირმა მესხია