ირმა ჭკადუა ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

ირმა მესხია

საპროკურორო საბჭოს წევრი, ადვოკატი ირმა ჭკადუა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას სისხლის სამართლებრვი დევნის დაწყების თხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ "აიპრესთან" ირმა ჭკადუამ განაცხადა. 

"რამდენიმე საათის წინ დამიკავშირდა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელმაც დახურული სასამართლო სხდომიდან, კონკრეტულად სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან გარკვეული ნაწყვეტები მითხრა. პრაქტიკულად მან თქვა, რომ თურმე სოსო ოხანაშვილი "ციანიდის საქმეზე" დაკითხვისას ბრალს მდებდა, რომ რაღაც კორუფციულ სქემებში ვიყავი გარეული საპატრიარქოში. ისინი ამასთან დაკავშირებით ამზადებენ სიუჟეტს.

მე მივმართავ პროკურატურას და ის საჯარო განცხადება, საფუძველი უნდა გახდეს გამოძიების დაწყების.

და გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით, რაც ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. იცოდა რა ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა, რომ ის მე მესაუბრებოდა დახურული სასამართლოს სხდომის ოქმიდან და მისი გავრცელება არის კანონით აკრძალული.

მედიას ან ჟურნალისტს ეკრძალება დახურული სასმართლოს სხდომის ოქმების გამოქვეყნება, თუ წყარო მიაწვდის?

აი, ამაშია საქმე, არანაირი წყარო, მან ხომ იცოდა რომ სასამართლო სხდომა დახურული იყო და ამაზე სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს?! კონკრეტულად 381-ე მუხლი ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს ეკრძალება სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა. 

მთელი მსოფლიოსთვის, მითუმეტეს საქართველოს მოქალაქისთვის ცნობილი იყო, რომ "ციანიდის საქმე" იყო დახურული. ხოლო, დახურული სასამართლო სხდომის ოქმების გასაჯაროება ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, რომელსაც არ ჰყავს სუბიეტი.

ჟურნალისტი იქნება, ადვოკატი, კაპიტანი თუ მოსამართლე, ვინც საჯაროდ გამოიტანს ამ ინფორმაციას, პასუხი უნდა აგოს სისხლის სამრთლის კოდექსისი 381-ე მუხლით.გამოძიება უნდა დაიწყოს და ყველა იმ ადამიანმა უნდა აგოს პასუხი, რომელმაც იცოდა და ავრცელებდა დახურული სასამართლოს სხდომის ოქმს.

ჩვენ ჟურნალისტებს არ ვთხოვთ თუ ვისგან მოიპოვეს ინფორმაცია, ჩვენ ვითხოვთ და ასე ვსვამთ საკითხს, თვითონ იცოდნენ რომ სხდომა დახურული  იყო  და მიზანმიმართულად, მათ სასამართლოს საწინააღმდეგოდ გაავრცელეს ეს ინფორმაცია. 

რას ითვალისწინებს სასჯელი?

3 წლამდე პატიმრობას.

"აიპრესი" ირმა ჭკადუას ბრალდებებზე ტელეკომანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს თამარ ბაღაშვილს დაუკავშირდა.

"მიმართოს პროკურატურას, თუმცა ვერ ვხდები რა შუაშია სასამართლოს აღუსრულებლობა. ვამზადებ სიუჟეტს და დავრეკე მასთან საპასუხო კომენტარისთვის", - განაცხადა ჟურნალისტმა

მსგავსი სიახლეები
ლილოში მდებარე მიუსაფართა თავშესაფარი ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა მომსახურებისთვის მზად არის

17 ოქტომბერი, 2017

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიუსაფართა თავშესაფარი, ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა...

მეტი

სიღნაღში ელენე ახვლედიანისა და ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

18 ოქტომბერი, 2017

სიღნაღის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დაარსებიდან 70, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებიდან 10 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სიღნაღში ელენე ახვლედიანის რეტროსპექტული გამოფენისა და ნიკო...

მეტი

ირმა ჭკადუა ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

ირმა ჭკადუა ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
20:41 | 12 ოქტომბერი, 2017

"რამდენიმე საათის წინ დამიკავშირდა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელმაც დახურული სასამართლო სხდომიდან, კონკრეტულად სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან გარკვეული ნაწყვეტები მითხრა. პრაქტიკულად მან თქვა, რომ თურმე სოსო ოხანაშვილი "ციანიდის საქმეზე" დაკითხვისას ბრალს მდებდა, რომ რაღაც კორუფციულ სქემებში ვიყავი გარეული საპატრიარქოში. ისინი ამასთან დაკავშირებით ამზადებენ სიუჟეტს.

მე მივმართავ პროკურატურას და ის საჯარო განცხადება, საფუძველი უნდა გახდეს გამოძიების დაწყების.

და გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით, რაც ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. იცოდა რა ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა, რომ ის მე მესაუბრებოდა დახურული სასამართლოს სხდომის ოქმიდან და მისი გავრცელება არის კანონით აკრძალული.

მედიას ან ჟურნალისტს ეკრძალება დახურული სასმართლოს სხდომის ოქმების გამოქვეყნება, თუ წყარო მიაწვდის?

აი, ამაშია საქმე, არანაირი წყარო, მან ხომ იცოდა რომ სასამართლო სხდომა დახურული იყო და ამაზე სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს?! კონკრეტულად 381-ე მუხლი ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს ეკრძალება სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა. 

მთელი მსოფლიოსთვის, მითუმეტეს საქართველოს მოქალაქისთვის ცნობილი იყო, რომ "ციანიდის საქმე" იყო დახურული. ხოლო, დახურული სასამართლო სხდომის ოქმების გასაჯაროება ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, რომელსაც არ ჰყავს სუბიეტი.

ჟურნალისტი იქნება, ადვოკატი, კაპიტანი თუ მოსამართლე, ვინც საჯაროდ გამოიტანს ამ ინფორმაციას, პასუხი უნდა აგოს სისხლის სამრთლის კოდექსისი 381-ე მუხლით.გამოძიება უნდა დაიწყოს და ყველა იმ ადამიანმა უნდა აგოს პასუხი, რომელმაც იცოდა და ავრცელებდა დახურული სასამართლოს სხდომის ოქმს.

ჩვენ ჟურნალისტებს არ ვთხოვთ თუ ვისგან მოიპოვეს ინფორმაცია, ჩვენ ვითხოვთ და ასე ვსვამთ საკითხს, თვითონ იცოდნენ რომ სხდომა დახურული  იყო  და მიზანმიმართულად, მათ სასამართლოს საწინააღმდეგოდ გაავრცელეს ეს ინფორმაცია. 

რას ითვალისწინებს სასჯელი?

3 წლამდე პატიმრობას.

"აიპრესი" ირმა ჭკადუას ბრალდებებზე ტელეკომანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს თამარ ბაღაშვილს დაუკავშირდა.

"მიმართოს პროკურატურას, თუმცა ვერ ვხდები რა შუაშია სასამართლოს აღუსრულებლობა. ვამზადებ სიუჟეტს და დავრეკე მასთან საპასუხო კომენტარისთვის", - განაცხადა ჟურნალისტმა

ავტორი: ირმა მესხია