კალაძე: ყურადღება უნდა მიექცეს მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებების დაცვას და უსაფრთხოებას

ადმინისტრატორი

კახა კალაძე განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო. 

''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ურბანული განვითარების, ტრანსპორტის განახლების, ძველი უბნების რეაბილიტაციისა და ეკოლოგიური გაუმჯობესების საკითხებს. 

„ქაოტური განაშენიანება გუშინ და დღეს არ დაწყებულა, ეს 20-25 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია. თუ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და არ მივიღეთ მკაცრი გადაწყვეტილებები, ასე გაგრძელება შეუძლებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება გადაჭრის, რომლითაც ქაოტური განაშენიანება დასრულდება. 

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ასევე, უნდა დაიხვეწოს მშენებლობის სტანდარტები და ყურადღება უნდა მიექცეს მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებების დაცვას და მათ უსაფრთხოებას. 

კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებული იქნება ტურისტული მარშუტების კონცეფცია. 

მისი თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაცია და ტურისტული პოტენციალის სათანადად წარმოჩენა, არამარტო მოსახლეობის ჯიბეზე, არამედ ქალაქის ბიუჯეტზეც აისახება, რაც აუცილებელია ახალი პროექტების განხორციელებისათვის. 

კახა კალაძის თქმით, ასევე, დაგეგმილია მუნიციპალური მუზეუმების რეაბილიტაცია, რომელიც ტურისტულ მარშუტებში გათვალისწინებული იქნება. 

„მუნიციპალიტეტს 9 მუზეუმი აქვს საკუთრებაში, რომლის რეაბილიტაცია გვინდა განვახორციელოთ. მუზეუმები ყველა ქვეყანაში შემოსავლის წყაროა და არ არის დოტაციაზე. ჩვენც გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა - არამარტო მუზეუმები, რომელიც შეიძლება გავაძლიეროთ და გავითვალისწინოთ ტურისტულ მიმართულებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერობის კანდიდატმა განათლებისა და კულტურის მოღვაწეებთან შეხვედრისას, მწუხარება გამოთქვა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო.
''არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ქალბატონ ლიკა ქავჯარაძის გარდაცვალებას. მართლაც ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. დავკარგეთ ულამაზესი ქალბატონი და ნიჭიერი მსახიობი'' - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები
ლილოში მდებარე მიუსაფართა თავშესაფარი ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა მომსახურებისთვის მზად არის

17 ოქტომბერი, 2017

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიუსაფართა თავშესაფარი, ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა...

მეტი

სიღნაღში ელენე ახვლედიანისა და ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

18 ოქტომბერი, 2017

სიღნაღის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დაარსებიდან 70, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებიდან 10 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სიღნაღში ელენე ახვლედიანის რეტროსპექტული გამოფენისა და ნიკო...

მეტი

კალაძე: ყურადღება უნდა მიექცეს მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებების დაცვას და უსაფრთხოებას

კალაძე: ყურადღება უნდა მიექცეს მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებების დაცვას და უსაფრთხოებას
19:06 | 12 ოქტომბერი, 2017

''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ურბანული განვითარების, ტრანსპორტის განახლების, ძველი უბნების რეაბილიტაციისა და ეკოლოგიური გაუმჯობესების საკითხებს. 

„ქაოტური განაშენიანება გუშინ და დღეს არ დაწყებულა, ეს 20-25 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია. თუ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და არ მივიღეთ მკაცრი გადაწყვეტილებები, ასე გაგრძელება შეუძლებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება გადაჭრის, რომლითაც ქაოტური განაშენიანება დასრულდება. 

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ასევე, უნდა დაიხვეწოს მშენებლობის სტანდარტები და ყურადღება უნდა მიექცეს მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებების დაცვას და მათ უსაფრთხოებას. 

კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებული იქნება ტურისტული მარშუტების კონცეფცია. 

მისი თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაცია და ტურისტული პოტენციალის სათანადად წარმოჩენა, არამარტო მოსახლეობის ჯიბეზე, არამედ ქალაქის ბიუჯეტზეც აისახება, რაც აუცილებელია ახალი პროექტების განხორციელებისათვის. 

კახა კალაძის თქმით, ასევე, დაგეგმილია მუნიციპალური მუზეუმების რეაბილიტაცია, რომელიც ტურისტულ მარშუტებში გათვალისწინებული იქნება. 

„მუნიციპალიტეტს 9 მუზეუმი აქვს საკუთრებაში, რომლის რეაბილიტაცია გვინდა განვახორციელოთ. მუზეუმები ყველა ქვეყანაში შემოსავლის წყაროა და არ არის დოტაციაზე. ჩვენც გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა - არამარტო მუზეუმები, რომელიც შეიძლება გავაძლიეროთ და გავითვალისწინოთ ტურისტულ მიმართულებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერობის კანდიდატმა განათლებისა და კულტურის მოღვაწეებთან შეხვედრისას, მწუხარება გამოთქვა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო.
''არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ქალბატონ ლიკა ქავჯარაძის გარდაცვალებას. მართლაც ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. დავკარგეთ ულამაზესი ქალბატონი და ნიჭიერი მსახიობი'' - აღნიშნა კახა კალაძემ. 

ავტორი: ადმინისტრატორი