გიორგი ვაშაძე:თუ II ტურში ვერ გავალ, მხარს დავუჭერ მას, ვინც ჩემს პროგრამას გაიზიარებს(ინტერვიუ)

იაგო ნაცვლიშვილი

"ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მერობის შემთხვევაში თბილისში ინოვაციურ მეთოდებს დანერგავს და ისეთი მეთოდებით იმუშავებს, როგორც ამას იუსტიციის მინისტრის მოადგილეობის პერიოდში იუსტიციის სახლების შექმნისა და სერვისების განვითარების მიმართულებით აკეთებდა.

ვაშაძე "აიპრესთან" ინტერვიუში იმასაც აცხადებს, რომ მერობის შემთხვევაში ის წარმატების ქართულ მოდელს შექმნის. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მეორე ტური დაინიშნა და ის მეორე ტურში ვერ გავა მხარს ისეთ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს, ვინც მის პროგრამას გაიზიარებს და ამას ხელმოწერით დაადასტურებს. 

პოლიტიკოსი იმაზეც საუბრობს, რატომაც ვერ მოხდა მსხვილი პოლიტიკური ერთობის შექმნა. ამბობს, რომ ამბიციების გამო მოხდა ეს. მისი თქმით, პროდასავლურ ფლანგზე ამ ერთობისთვის მზად არავინ აღმოჩნდა. ვაშაძე პოლიტიკური არენის განახლების აუცილებლობაზეც საუბრობს. მისი თქმით, განახლება ხელისუფლებასა და ოპოზიციაში აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი იყოს დაძლეული.

რა გეგმები აქვს მერობის კანდიდატს თუ მერი გახდება? რა მეთოდებით შეიძლება არჩევნების მოგება და რას ფიქრობს არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით? - ამ და სხვა საკითხებზე "აიპრესი" თბილისის მერობის კანდიდატს გიორგი ვაშაძეს ესაუბრა:

თუ იცნობთ თბილისის გენერალური გეგმის პროექტს? იწონებთ თუ იწუნებთ და როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანად შეირჩა „სითი ინსტიტუტის“ პროექტი?

სამწუხაროდ ამ პროექტის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მისი საჯარო განხილვა არ ყოფილა, სადაც გვექნებოდა შესაძლებლობა რომ ჩართულები ვყოფილიყავით ამ პროცესში. წლების მანძილზე რაღაც თანხა დაიხარჯა, რომ ეს დოკუმენტი შემდგარიყო. მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ არცერთი კომპონენტის რეალიზება არ მომხდარა. მსგავსი დოკუმენტები ყველა პოლიტიკური ჯგუფის, დაინტერესებული მხარისა და საზოგადოების ჩართულობით უნდა იქმნებოდეს და არა დახურულ კარს მიღმა.

ჩემთვის ამ დოკუმენტის გარკვეული ნაწილი ცნობილია, თუმცა რას ეფუძნება ის დასკვნები რაც გამოიტანეს მისი შემუშავების დროს ნაკლებადაა ცნობილი.

დეტალებში არ ხართ ჩახედული?

დეტალებში არ ვარ ჩახედული, რადგან არ ყოფილა შეხვედრა, სადაც მიგვიწვევდნენ, გვეტყოდნენ და აგვიხსნიდნენ. ერთია ტექსტი და მეორეა ის თუ რატომ გამოიტანა ეს თუ ის დასკვნა, ან ესა თუ ის გადაწყვეტილება გენჯგუფმა.

პრეზენტაციაზეც არ მიგიწვიეს?

არა, არც ვიცი იყო თუ არა პრეზენტაცია. სამწუხაროდ ჩვენ დოკუმენტთან დაკავშირებით ინფორმაციაც კი არ გვქონია. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ერთი რამე ვიცი, დღეს ქალაქს არაფერი ეტყობა არც გენერალური გეგმის და არც რაიმე შემუშავების.

თანამედროვე ქალაქები ვითარდება ძალიან სწრაფად. ჩვენ წლებს ვანდომებთ რაღაც დოკუმენტის შემუშავებას, რომლის შემუშავების პროცესიც არ არის მთლად გამჭვირვალე და არ არის ღია დისკუსიაზე გამოტანილი ეს ყოველივე, შესაბამისად ასეთი დოკუმენტებიდან მე დიდი მოლოდინი არ მაქვს.

რატომ?

იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ ვერანაირ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს თბილისის მერიის მხრიდან.

მერიის მიმართ უნდობლობის გამო?

პროცესის მიმართ უნდობლობის გამო. ღია ჩართულობა არ არის უზრუნველყოფილი. „ქართული ოცნების“ სტანდარტია მუდმივად რაღაც დოკუმენტზე ვმუშაობთ, მეორე მხრივ ძალიან ხშირია ქაოტური გადაწყვეტილებები. მაგალითად, პეკინის გამზირი ცალმხრივი უნდა იყოს თუ ორმხრივი ამ გენგეგმის დასკვნაზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ანუ თუ რაღაცა დოკუმენტითა და სტრატეგიით მიდის, თვითონ არ იცავს მას. თვითონაც უნდა დაიცვას. მაგალითად, სანაპიროზე რაღაცა შუქნიშანი დაამონტაჟეს. აი რატომ? ვინ გადაწყვიტა ასე? თბილისი რეალურად არის გამონაკლისების ქალაქი და არა წესების ქალაქი. კოეფიციენტების მომატება და ა.შ. ანუ სტანდარტს კი არ მივდევთ, არამედ რაღაცა გამონაკლისებში ვცხოვრობთ. ქაოტური მენეჯმენტი, ეს არის ამ ქალაქის მთავარი პრობლემა.

ე.წ. ელიავას საკითხზე რას ფიქრობთ. ერთი ნაწილი რეკრეაციული ზონის განთავსების იდეას ემხრობა, ხოლო მეორე სავაჭრო ცენტრის. როგორ მოწესრიგდება აღნიშნული პრობლემა თქვენი მერობის შემთხვევაში?

ჩემი მერობის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება საზოგადოებასთან დიალოგის წესით. მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია მოვძებნოთ ოქროს შუალედი, როდესაც ელიავა იქნება ძალიან კარგი მწვანე ზოლი, მეორე მხრივ სავაჭრო ფუნქციას შეინარჩუნებს. ამას სჭირდება კარგი მუშაობა, კარგი დაგეგმვა და კარგი განვითარება. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრება მოვისმინეთ, რომ აქ გრუნტი დაზიანებული და ხე ვერ გაიხარებსო. მგონი ასეთი განცხადებები პროფესიონალიზმისგან ძალიან შორსაა.

ვინ თქვა?

არ ვიცი, რაღაც საექსპერტო ჯგუფი იყო და იქ თქვეს, რომ ელიავაზე ნიადაგი მაზუთით არის გაჟღენთილი და ხე ვერ გაიხარებსო. კედლებზე და ბეტონებზე აკეთებენ გამწვანებას და რანაირად შეიძლება ვერ გაიხაროს.

ვიმეორებ, ყველაფერს კომპლექსური მიდგომა სჭირდება. იმ მოდელს ვემხრობი, რომელიც ერთი მხრივ იქნება მწვანე ზოლი და მეორე მხრივ სავაჭრო ზონა. საერთოდ, თანამედროვე ქალაქებში ყველაფერს აქვს მულტიფუნქცია, რაც გარემოს სტაბილური განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

თუ მერი გახდით, იქნება თუ არა სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა ამ პროცესში?

მე გამოვიყენებ იგივე პრაქტიკას, რაც მქონდა იუსტიციის მინისტრის მოადგილეობის პერიოდში. იუსტიციის სახლი, როგორც კომპლექსური გადაწყვეტა, მე გავაკეთე წამყვან და ძლიერ სპეციალისტებთან ერთად. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად. ზუსტად ეს - კომპლექსური სამენეჯმენტო გადაწყვეტა სჭირდება, რომლის ცოდნაც ვერანაირად ვერ იქნება ერთი ადამიანის გონებაში. ყველა პროფესიონალი უნდა იყოს ჩართული და სწრაფად მიიღებოდეს გადაწყვეტილებები. თუ არ გაქვს დედლაინი როდის აპირებ სამენეჯმენტო გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე იმპლემენტაციას, მუდმივად გექნება დისკუსია.

მაგალითად, ქალაქში არის სერიოზული პრობლემა საცობების, პარკინგის, ეს არის კომპლექსური მიდგომები. მე მაგალითად, მოვიწვევდი რომელიმე წამყვან კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ ევროპის დედაქლაქებთან. მაგალითად, ლონდონის სატრანსპორტო დაგეგმვაზე ვინც მუშაობენ.

ეს დედაქალაქის ბიუჯეტით შესაძლებელია?

უპრობლემოდ შესაძლებელია. 800 მილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც აქვს ქალაქს საკმარისზე მეტია მსგავსი პროექტების რეალიზებისთვის. პროგრამული უზრუნველყოფები არსებობს, სადაც შეგყავს გზები, საფეხმავლო ბილიკები, პარკები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს პროგრამული უზრუნველყოფა შემდეგ უკვე გაძლევს კომპლექსური გადაწყვეტის შესაძლებლობას, რომლის რეალიზებასაც აკეთებ ქალაქში. სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებ.

ჩემი კონკურენტების სპეციალობა მენეჯმენტი არ არის. შესაბამისად, მათთვის ეს არის რაღაცა რთული საკითხი. ქალაქში ყველაფერი არის ნაკადების მართვა. იუსტიციის სახლშიც არის ნაკადების მართვის სამენეჯმენტო სისტემა. ეს ჩვენ რომ იუსტიციის სახლში არ დაგვენერგა, 10-დან 15 000 ადამიანამდე მიდის ყოველდღე, ეს რომ არ იყოს იქ იქნებოდა საშინელი ქაოსი.

იმისათვის, რომ  ამ ქალაქში ქაოსი დასრულდეს ამაზე ვიმუშავებთ მძლავრ საერთაშორისო კომპანიებთან, მაგრამ ამავე დროს ვიმუშავებთ ადგილობრივ კომპანიებთან. ერთხელ რომ ჩამოვაყალიბებთ სისტემას, მერე ყოველდღიურად მოვახდენთ ამ სისტემის განვითარებას. როგორც კორუმპირებული საპასპორტო სისტემიდან მივედით იუსტიციის სახლებამდე, და სისტემის დანერგვიდან 6 თვეში ყოველდღე გრძნობდნენ მოქალაქეები როგორ უმჯობესდებოდა მომსახურება. ზუსტად ასევე იქნება თბილისის მართვის შემთხვევაშიც, 6 თვე გვჭირდება დანერგვისთვის, შემდეგ ყოველდღე იგრძნობს თითოეული მოქალაქე - როგორ უმჯობესდება და სად უმჯობესდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, პარკინგის პრობლემაც და ა.შ.

„სითი პარკთან“ დაკავშირებით რას აპირებთ? მერობის კანდიდატების უმეტესობა მისი გაშვებით იმუქრება. თქვენ რას გეგმავთ ამ მიმართულებით?

მერობის კანდიდატებმა მარათონი გამართეს, ვინ უფრო ადრე გაუშვებს „სითი პარკს“. ასე შეიძლება დავარქვათ იმას, რა მარათონიც მათ აქვთ გამართული. ეს უბრალოდ სასაცილოა. ჩემი მიდგომა სხვანაირი იქნება. პარკინგი საცობებისგან, საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან და საფეხმავლო ბილიკებისგან ცალკე არ განიხილება. ეს არის კომპლექსურ საკითხთა ერთობლიობა. მე მაგალითად, სპეციალისტებთან ერთად მერობიდან ერთ კვირაში კონკრეტულ ამოცანებს დავუსახავ „სითი პარკს“ და ამ ამოცანების შესრულებას მოვთხოვ.

დღეს, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ მერიამ არცერთხელ არ დაუსახა ამოცანები, რაც მას უნდა გადაეწყვიტა. შესაბამისად, ისინი მოქმედებენ ისე, როგორც უნდათ. ჩვენ გვექნება სამოქმედო გეგმა, შევთანხმდებით საზოგადოებასთან ერთად და თითოეულ თბილისელს შეეძლება მონიტორინგი გააკეთოს ასრულებს თუ არა ამ ვალდებულებებს „სითი პარკი“. თუ არ იქნება თანახმა მაშინ, სხვა კომპანია იქნება, რომელიც ამას შეასრულებს.

აღნიშნეთ, რომ „სითი პარკს“ სხვადასხვა მიზნებს დაუსახავთ და თუ ის არ შეასრულებს, მაშინ სხვა გააკეთებს ამას. ეს შესაძლებელია? ხომ არ იქნება კონტრაქტის გაწყვეტის ხელისშემშლელი ფაქტორები? მაგალითად, არის საუბარი, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში ქალაქის მთავრობას „სითი პარკისთვის“ რამდენიმე მილიონიანი კომპენსაციის გადახდა მოუწევს, სხვა შემთხვევაში მისი გაშვება ასე მარტივად არ არის შესაძლებელი...

„სითი პარკის“ გაშვება შეიძლება მაშინ, თუკი ის საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებს.

მაგრამ, თავის დროზე კონტრაქტში ეს ვალდებულებები თუ არ იდო, მაშინ რა ბერკეტი რჩება?

„სითი პარკს“ ხელშეკრულებით ჰქონდა ვალდებულება, რომ მოეწყო საპარკინგე ადგილები. ნებისმიერი ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ საპარკინგე ადგილები მანქანების ადეკვატური რაოდენობა უნდა იყოს. მოსახლეობის სტანდარტების მიხედვით უნდა ხდებოდეს მონიტორინგი. ჩვენ გვექნება მონიტორინგი, როცა თითოეულ მომხმარებელს შეუძლია პრობლემები ატვირთოს ვებ-გვერდზე. მოვაგროვებთ ამას და ამის მიხედვით იქნება საუბარი. პირდაპირ კი არ ვაპირებთ ნაჯახით მისვლას და ხელშეკრულების გაწყვეტას. სწორედ ხელშეკრულების მუხლებიდან გამომდინარე გვექნება მსჯელობა. თუ გამოასწორებს, არ გავუწყვეტავთ კონტრაქტს.„ქართულ ოცნებას“ ახასიათებს ზედაპირულობა და ამ საკითხსაც არავინ ჩაღრმავებია.

რატომ? რა მიზანი ჰქონდათ ამით? მერიას ყველა ლანძღავს და აკრიტიკებს ამ საკითხის გამო...

მარტივია. ამის მიზეზია არაპროფესიონალიზმი და უფუნქციობა. მთავარი რა არის იცით? რა არის მიზანი. დღეს მერიის ჩინოვნიკების მიზანი, ნარმანიათი დაწყებული არის ის, რომ ბევრი ფული გააკეთონ. კომფორტული ქალაქი ნარმანიას მიზანი არ არის. რამხელა კორუფციული სქემებია აგებული მერიაში.

ნარმანია კორუფციაშია გახვეული?

რა თქმა უნდა. რამდენი კორუფციის ფაქტი ჩვენ თვითონ გვაქვს მიტანილი. უფასო სასადილოებიდან დაწყებული. მე არ მჯერა, რომ ნარმანიამ არ იცის და მის გარეშე აკეთებენ ფულს. ეს წარმოუდგენელია.

სატრანსპორტო პრობლემების თვალსაზრისით რა გეგმები გაქვთ?

ჩვენ პროგრამაში ყველა მიმართულება ვადებით გაწერილი გვაქვს. მთავარ აქცენტს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გავაკეთებთ. იქნება ელექტრო ავტობუსებისა და ზოგადად ელექტრო საზოგადოებრივი ტრანსპოპორტის განვითარება. რაც შეეხება ტრამვაის, მისი პლუსი იყო მაშინ, როცა ელექტრო ტრანსპორტი მხოლოდ ტრამვაი იყო. ის იყო ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. დღეს უკვე გვაქვს ელექტრო ავტუბუსების შესაძლებლობა, საითაც მიდის თანამედროვე სამყარო. კრაკოვი პირველი იყო, ვინც ეს სისტემა დააინტეგრირა. მილიონების ხარჯვას ტრამვაიში ჩვენ არ ვაპირებთ.

ელექტრო ავტუბუსები რა ჯდება?

იგივე, რაც ჩვეულებრივი ავტობუსი. ფასში სხვაობა არ არის. პრობლემა ის არის, რომ თბილისის მერიამ გაზის ავტობუსები რომ შემოიყვანა, რაღა დროს გაზის ავტობუსები იყო?! ფასში სხვაობა არ არის, უბრალოდ ქალაქი უნდა უზრუნველჰყო დამტენებით. ყველა ტრანსპორტი ელექტროთი უნდა ჩანაცვლდეს. განსაკუთრებით ეს ეხება სამარშრუტო ტაქსებს. რა თქმა უნდა, მძღოლებთან ჩანაცვლებით მოხდება ეს. მარშრუტკები ვიწრო ქუჩებში დარჩება მხოლოდ.

ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა: გვეყოლება ელექტრო ავტობუსები, ასევე პროექტში გვაქვს ელექტროტაქსები და ა.შ. ყველა ტრანსპორტი იქნება ელექტრო. მეორე რომ ქალაქში აუცილებლად იქნება საავტობუსო ხაზები, ე.წ. bus line-ები. სწრაფად იმუშავებს ქალაქში. მთელი ქალაქის სატრანსპორტო სისტემა თავიდან ბოლომდე გადაინერგება. ერთადერთი, რაზეც ფულს დავხარჯავთ, ეს იქნება მეტროს განვითარება.

მეტროს განვითარებაში რა იგულისხმება?

მიწისზედა მეტროს მიმართულებით. მაგალითად, შესაძლოა მეტრო ვარკეთილში ამოვიდეს მიწის ზემოთ, პლატოებს შემოუაროს, შემდეგ უკვე აფრიკის დასახლებაში წავიდეს მოსკოვის გამზირით.

ხაზების გაგრძელებას გეგმავთ?

კი, ოღონდ მიწისზედა. ეს იმიტომ რომ იაფი ჯდება. ერთიან სისტემაში რომ ჩართავ გაცილებით მეტი ნაკადის გადაადგილება შეუძლია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით რას გეგმავთ?

ჩვენი პროგრამის მიხედვით, თბილისი უნდა იყოს თანაბრად განვითარებული ქალაქი. რაც ნიშნავს, რომ ყველა უბანს უნდა ჰქონდეს თავისი ფუნქცია. ძველი ქალაქი ასევე უნდა იყოს ზონებად დაყოფილი. მაგალითად, სოლოლაკი, ვერცხლის ქუჩა, კრწანისის მიმართულება და ა.შ. გვინდა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მეტი საფეხმავლო ქუჩა გვქონდეს. გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი, ძალიან ბევრ ძველ ქალაქში უძველესი არქიტექტურა განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს. შესაბამისად, აი ამ ზონას ექნება თავისი მიკროგანვითარების გეგმა.

როგორც წესი ყველა დიდ ქალაქში ასეთ ადგილებში მანქანებით გადაადგილება შეზღუდულია ხოლმე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადადის. საფეხმავლო სივრცეები უნდა განვითარდეს და რაც მთავარია არქიტექტურას, რაც გვაქვს მას უნდა მიექცეს ძალიან დიდი ყურადღება. მარტო შარდენის გარშემო კი არა, მას გარდა ძალიან საინტერესო ქუჩებია თავისი არქიტექტურით.

ავარიულ სახლებთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

ავარიული სახლების გამაგრება სავსებით შესაძლებელია. სადაც არ არის შესაძლებელი ფასადი უნდა შენარჩუნდეს და იქ ფუნდამენტი შეიცვალოს. მთავარი არის კომპლექსური მიდგომა. ძალიან ბევრი მოსახლე ცხოვრობს აქ. მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის აუცილებელია მერია აქტიური იყოს. მათ შესთავაზონ ალტერნატიული ფართები ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში. თუ იქ არ მოხდა კომპლექსური მიდგომა და ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში მთელი ეზოს გამოყვანა არ მოხდა, მაშინ ერთ კონკრეტულ სახლს ინვესტორი ვერ გამოისყიდის.

ქალაქში ხეების ჩეხვა და გაუთავებელი მშენებლობა ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად იქცა. მერობის ზოგიერთმა კანდიდატმა განაცხადა, რომ მერობის შემთხვევაში გააჩერებენ მშენებლობებს. თქვენ რას გეგმავთ ამ მიმართულებით, რომ არც სამშენებლო ბიზნესი დაზარალდეს და ეს პრობლემაც მოგვარდეს?

მიმდინარე მშენებლობების შეჩერება სიბეცეა. უბრალოდ მშენებლობები თავის სტანდარტებში უნდა იყოს. ერთია რომ მშენებლობები არ შეაჩერო, მაგრამ მეორეა რომ მშენებლობებისთვის ხეები არ გაიჩეხოს. ვიმუშავებთ, რომ მშენებლობები მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს, გვაქვს ე.წ. ხრუშოვკების მიმართულება, ასევე გვაქვს მშენებლობის ახალი ზონა. მაგრამ არის ხეების ხარისხი. რას ნიშნავს ეს? უბრალოდ ის, რომ ხეების მოჭრა იმის გამო რომ მის ადგილზე რაღაც ააშენო, აკრძალული იქნება, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ იმას, რომ სადაც მშენებლობებია დაწყებული მივარდეთ იქ და მშენებლობა გავაჩეროთ. აქ არის ბევრი ინტერესი, როგორც ბიზნეს, ასევე იმ ადამიანების ინტერესი, ვინც სახლი უნდა მიიღოს.

რაც შეეხება გამწვანებას, ჩვენ გვაქვს ინოვაციური პროექტები. გერმანიაში არის გამწვანების ინსტალაცია, რომელიც 25 000 დოლარი ღირს და 285 ხის ფუნქციას ასრულებს. ეს არის იმისთვის, რომ ჰაერი სწრაფად გაიწმინდოს და ნორმალურ ჟანგბადს ვსუნთქავდეთ. ასეთი სტანდარტი უნდა დავნერგოთ მაქსიმალურად.

გეგმაში ხომ არ გაქვთ კონკრეტული ადგილები, სადაც შეიძლება განთავსდეს რეკრეაციული ზონები?

რეკრეაციული ზონები უნდა იყოს ყველა საცხოვრებელ უბანში. არის პარკები, რომლებიც მოუვლელია და განვითარება სჭირდება. მაგალითად, აგერ ვერის ბაღში რომ ავიდეთ ნათლად დავინახავთ ამას.

მეორეა, რომ სადაც ცხოვრობს ადამიანი, იქ ჟანგაბადის სერიოზული ნაკლებობაა. ამიტომ გვინდა ჩვენ ვერტიკალური და სახურავის გამწვანებების დანერგვა.

ინოვაციური მიდგომებით იხელმძღვანელებთ?

რა თქმა უნდა. ეს უნდა იყოს ყველა მიმართულებით. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ წარმატების ქართული მოდელი უნდა შევქმნათ. ყველა ინოვაციური მეთოდი, რაც არის თანამედროვე მსოფლიოში უნდა დავნერგოთ და კიდევ უფრო განვავითაროთ.

ერთია რომ ხეები უნდა დავრგოთ, მაგრამ გვესმის, რომ მის გაზრდას წლები სჭირდება, შესაბამისად ეს ახალი მიდგომები საჭიროა იმისთვის რომ სწრაფად გავასუფთავოთ ჰაერი.

გვაქვს პროექტში, რომ მოხდეს ხრუშოვკების ჩანაცვლება, სადაც მწვანე საფარი მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს. იმისათვის, რათა ქალაქმა ჟანგბადი მიიღოს.

ხომ არ არის პოპულისტური ე.წ. ხრუშოვკების ჩანაცვლების თემა?

ეს თემა ძალიან კომპლექსურად გვაქვს დამუშავებული. ციფრებიც კი გვაქვს დათვლილი. მაგალითად მესამე მასივის მეცხრე კვარტალი, სადაც მთლიანად როგორ უნდა ჩანაცვლდეს და გვერდზე ტერიტორიაზე რა უნდა განთავედეს. რა ინტერესი ექნება ინვესტორს. ესეც კი გვაქვს დათვლილი.

თბილისის მოქმედ მერს დავით ნარმანიას უმთავრდება მერობის ვადა. როგორ შეაფასებთ მის მოღვაწეობას? არაფერი ღირებული არ შეუქმნია დედაქალაქისთვის?

ალბათ გუშინდელი და გუშინწინდელი დღე იყო მისი მოღვაწეობის კარგი შეფასება. (ინტერვიუ ჩაწერილია ორშაბათს 9 ოქტომბერს ავტ:). ყველაზე ბანძი თბილისობა გვქონდა მე მგონი, თუ რამე ჰქონია ქალაქს. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანმა არაფერი ღირებული არ შექმნა ქალაქში. გარდა იმისა, რომ მერიის თანამშრომლებმა ბევრი ფული გააკეთეს მისი მერობის დროს. სამწუხაროდ სხვა მას არაფერი ღირებული არ შეუქმნია. კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი ის არის, რომ თუ ასე გაგრძელდა განვითარების ტემპი, მომავალ ოთხ წელიწადშიც არაფერი ღირებული არ შეიქმნება. თუ საუბარია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე, რატომ აქვს ვინმეს მოლოდინი, რომ თუ მათ მხარს დაუჭერენ, რაიმე შეიცვლება?!

შექმენით საარჩევნო ბლოკი. შესთავაზეთ ოპოზიციურ სპექტრს, რომ ერთიანი ძალებით წარმსდგარიყავით ამომრჩევლის წინაშე. რა იყო ხელისშემშლელი ფაქტორები? რატომ ვერ მოხდა მსხვილი ოპოზიციური ერთობის შექმნა?

ამბიციები. საერთო ინტერესზე წინ კერძო ინტერესის დაყენება. ვფიქრობ, რომ ამან სერიოზულად შეუშალა ხელი. თუმცა, 15 ორგანიზაცია მაინც გაერთიანდა. ძალიან კარგი საწყისი ჩავდეთ, იმისთვის რომ მომავალში ოპოზიცია ოპოზიციამ იფიქროს სერიოზულ კონსოლიდაციაზე. ეს არჩევნებიც უჩვენებს, რომ მწირი რესუსრების პირობებშიც ძალიან რთულია სახელისუფლებო პარტიასთან დაპირისპირება.

იგივეს ამბობს ბურჯანაძე-კუკავას ბლოკიც...

ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პრინციპული განსხვავება გარკვეულ პარტიებთან. პრორუსულ-პროდასავლურ ორიენტაციაში. არჩევნებისა და ბლოკების კუთხით თანამშრომლობა წარმოუდგენელია. პროდასავლურ ფლანგზე სამწუხაროდ არ აღმოჩნდა ის ჯანსაღი ძალა, რომელიც დათანხმდებოდა ჩვენს შემოთავაზებას.

თუ დაინიშნება მეორე ტური, მაგრამ თქვენ ვერ გახვედით, დაუჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციურ კანდიდატს?

ჩვენ მხარს დავუჭერთ მხოლოდ იმ კანდიდატს, ვინც ჩვენს პროგრამას გაიზიარებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტების რეალიზება. თუ ისინი ხელს მოაწერენ, მზად ვართ რომ ვითანამშრომლოთ მეორე ტურში.

ბოლო პერიოდში „გირჩი“ იქცა თქვენს ოპონენტად. გაკრიტიკებენ, ხშირად სარკაზმით. თქვენს ხედვებს ელექტრო ტრანსპორტის შემოყვანასთან და ხრუშოვკების ჩანაცვლების პროგრამას პოპულისტური უწოდეს. როგორ იღებთ თქვენი ყოფილი პარტნიორებისგან კრიტიკას?

მე ვფიქრობ, რომ ამას საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს. ეს კრიტიკა არის გაუგებარი დაბოღმილი საუბარი მათი მხრიდან. არ ვიცი, რამ დაბოღმა ეს ხალხი ასე. სოციალურ ქსელებში, სადაც ავრცელებენ ამას ძალიან კარგად ხვდებიან და აფასებენ იმას, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად უარგუმენტოა.

ალბათ მათი ეს განწყობები იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენ აბსოლუტურად ინოვაციური მიდგომები გვაქვს. მათგან განსხვავებით, საზოგადოებისთვის გაცილებით უფრო მისაღებ ენაზე ვხსნით ამ ყველაფერს. სასაცილო მექანიზმებით არ ვაწვდით ამას საზოგადოებას.

„ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავთ? ერთ-ერთ ჩვენს წინა ინტერვიუში გულისტკივილით აღნიშნეთ, რომ რა ინოვაციურ პროექტებსაც აკეთებდით უკრაინასა და აშშ-ში, ამით არ დაინტერესებულა საქართველოს ხელისუფლება. თუ იქნება შემოთავაზება და მოგეცემათ დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა, დათანხმდებოდით თუ არა „ოცნების“ შემოთავაზებულ რაიმე თანამდებობას?

მე ასე არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ შეიძლებოდა ამის საქართველოში რეალიზება. ჩვენ პრინციპული სხვაობა გვაქვს. ყველა იდეა, რასაც ჩვენ ვანვითარებთ არასტანდარტული და ინოვაციურია. „ოცნების“ მიდგომაა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამბიციები არ უნდა გვქონდეს და ჩაკეტილები უნდა ვიყოთ. ჩვენ გვაქვს ამბიციები, მათ არ აქვთ ამბიციები რომ ქართული მოდელი შექმნან. თანხვედრის არარსებობა თანამშრომლობის მექანიზმს ვერ ჩამოაყალიბებს.

არის ევროპული ქალაქების განვითარების რაღაცა სტანდარტი. ჩვენ ვამბობთ, რომ ის მიზანი უნდა დავისახოთ, სადაც ისინი მიდიან. იმ სტანდარტზე წავიდეთ და არა ის, რომ დავაკოპიროთ, რასაც ისინი აკეთებენ. იუსტიციის მოდელიც ეს არის, საერთაშორისო გამოცდილებაზე სრულიად ახალი მოდელი შევქმენით.  სერვისების მიწოდები ქართული მოდელი შევქმენით და ის დღეს არის ნომერ პირველი მსოფლიოში და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს. ჩვენ რომ დაგვეკოპირებინა და ყველაფერი ერთ სივრცეში არ გაგვეკეთებინა, ის არც განსხვავებული იქნებოდა და არც ქართული მოდელი. 

XIX საუკუნეში გერმანია იყო აგრარული სახელმწიფო, ბრიტანეთი კი ინდუსტრიული. გერმანია როდესაც ინდუსტრიაზე გადავიდა, არსებული მოდელი კი არ შექმნა, არამედ სრულიად ახლებური მოდელი. რითაც, ბრიტანეთს გაუსწრო. ეს არის განსხვავება ჩვენსა და „ოცნებას“ შორის. ჩვენ ვიგონებთ ახალს, ისინი აკოპირებენ.

რა თქმა უნდა შემოთავზებულ თანამდებობაზე ნამდვილად არ დავთანხმდებოდი. ის, რაც არარეალურია, ვიმეორებ ხედვებში აბსოლუტური სხვადასხვაობა გვაქვს.

პოლიტიკური პარტიების ნაწილი საუბრობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ნელ-ნელა მივდივართ ვადამდელი არჩევნებისკენ. თქვენც ასე ფიქრობთ?

მე ვფიქრობ ქვეყანაში მთავარი კრიზისი არის ახალი პოლიტიკური კლასის. ანუ პოლიტიკას სჭირდება განახლება. ბევრი ახალი ადამიანი უნდა შევიდეს.

ამაში ხელისუფლებასაც გულისხმობთ და ოპოზიციასაც?

დიახ. ეს საჭიროა იმისთვის რომ მეტი ნდობა იყოს ხალხის მხრიდან პოლიტიკოსებთან მიმართებაში. ახლა მთავარი პრობლემა საზოგადოებაში არის სრული ფულსტრაცია, ხელჩაქნეული პროცესი, რომ არაფერი გვეშველება. სამწუხაროდ, ასეთ პროცესებს მერე მოსდევს ხოლმე აფეთქებები. ძალიან დიდი ნიაღვარი ნეგატივის, რომელიც მიდის ხელისუფლებაზე. მე მომხრე ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლის და არა რევოლუციური სცენარების. იმიტომ, რომ შემდეგ რევოლუციები ნგრევას იწვევს და შემდეგ ახლიდან შენებაა საჭირო. მაგრამ სამწუხაროდ „ქართულ ოცნებას“ პროცესები ამ მიმართულებით მიყავს. ვხედავთ რა ხდება კონსტიტუციასთან, ან საკრებულოში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით. ამიტომ მე არაფერს არ გამოვრიცხავ. მათ შორის არც იმას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყოს ქვეყანაში.

ინტერვიუს ბოლოს უთხარით ამომრჩეველს, რატომ უნდა დაგიჭიროთ მათ მხარი. რა არის თქვენი მთავარი დაპირება? ერთ წინადადებაში ჩაატიეთ სათქმელი...

იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა შევქმნათ წარმატების ქართული მოდელი, გვაქვს ყველაზე განსხვავებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე მიღწევებს, რაც არის მსოფლიოში.

მსგავსი სიახლეები
ლილოში მდებარე მიუსაფართა თავშესაფარი ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა მომსახურებისთვის მზად არის

17 ოქტომბერი, 2017

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიუსაფართა თავშესაფარი, ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა...

მეტი

სიღნაღში ელენე ახვლედიანისა და ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

18 ოქტომბერი, 2017

სიღნაღის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დაარსებიდან 70, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებიდან 10 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სიღნაღში ელენე ახვლედიანის რეტროსპექტული გამოფენისა და ნიკო...

მეტი

გიორგი ვაშაძე:თუ II ტურში ვერ გავალ, მხარს დავუჭერ მას, ვინც ჩემს პროგრამას გაიზიარებს(ინტერვიუ)

გიორგი ვაშაძე:თუ II ტურში ვერ გავალ, მხარს დავუჭერ მას, ვინც ჩემს პროგრამას გაიზიარებს(ინტერვიუ)
23:50 | 12 ოქტომბერი, 2017

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი