გენადი არველაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო ოფისის მთავარ მომლაპარაკებელს შეხვდა

ადმინისტრატორი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან მთავარ მომლაპარაკებელ სარა კროფტთან.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (ბრექსიტის) პროცესიდან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთისთვის წარმოიშვა საჭიროება, ევროკავშირის მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებები გადატანილ იქნას ორმხრივ ფორმატში, მათ შორის განსაკუთრებით აქტუალურია პარტნიორ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნება.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვას როგორც საქართველოსთვის, ასევე დიდი ბრიტანეთისთვის. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, შენარჩუნდეს ორმხრივი ურთიერთობის ის დონე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" ნაწილით. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ამ ტიპის კონსულტაციების გამართვას რეგიონის სხვა ქვეყნებთანაც აპირებს,  საქართველოში მთავარი მომლაპარაკებლის  ვიზიტიც ამ პროცესის ნაწილია.
 
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნების მიზნით მხარეთა შორის ტექნიკური კონსულტაციები დაიწყება.
 
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 23-24 ოქტომბერს ლონდონში ტარდება ქართულ-ბრიტანული პოლიტიკური ფორმატის "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" რიგით მეოთხე შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაგრძელდება ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით დაწყებული დიალოგი.
მსგავსი სიახლეები
ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

ქედაში პირველი აჭარელი ექიმის ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნება

12 დეკემბერი, 2017

ხვალ 15 საათზე, დაბა ქედაში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერში, პირველი აჭარელი ექიმის, თამარ მეფის ორდენის კავალერისა და საზოგადო მოღვაწის - ყადირ თუფანის ძე შერვაშიძის ბიუსტის გახსნის ცერემონია გაიმართება. ცერემონიას...

მეტი

გენადი არველაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო ოფისის მთავარ მომლაპარაკებელს შეხვდა

გენადი არველაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო ოფისის მთავარ მომლაპარაკებელს შეხვდა
15:51 | 12 ოქტომბერი, 2017
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (ბრექსიტის) პროცესიდან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთისთვის წარმოიშვა საჭიროება, ევროკავშირის მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებები გადატანილ იქნას ორმხრივ ფორმატში, მათ შორის განსაკუთრებით აქტუალურია პარტნიორ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნება.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვას როგორც საქართველოსთვის, ასევე დიდი ბრიტანეთისთვის. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, შენარჩუნდეს ორმხრივი ურთიერთობის ის დონე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" ნაწილით. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ამ ტიპის კონსულტაციების გამართვას რეგიონის სხვა ქვეყნებთანაც აპირებს,  საქართველოში მთავარი მომლაპარაკებლის  ვიზიტიც ამ პროცესის ნაწილია.
 
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნების მიზნით მხარეთა შორის ტექნიკური კონსულტაციები დაიწყება.
 
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 23-24 ოქტომბერს ლონდონში ტარდება ქართულ-ბრიტანული პოლიტიკური ფორმატის "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" რიგით მეოთხე შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაგრძელდება ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით დაწყებული დიალოგი.
ავტორი: ადმინისტრატორი