GDSC- ზე ტოტალური თავდაცვის საკითხები განიხილეს

ადმინისტრატორი

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გრძელდება. ღონისძიების მეორე ნაწილი, რომელსაც გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) მასპინძლობს, ტოტალური თავდაცვის საკითხების განხილვას დაეთმო,- ამის შესახებ ინფრომაციას თავაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

პანელის სპიკერებმა ტოტალური თავდაცვის კონცეპტუალურ პრინციპებზე, მიზნებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება განიხილეს. პანელს RUSI-ს ასოცირებული დირექტორი ჯონათან ეიალი უძღვებოდა, რომელმაც ტოტალური თავდაცვის ევოლუცია მიმოიხილა. 

თავდაცვის უწყებას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია წარმოადგენდნენ. ლელა ჩიქოვანმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ტოტალური თავდაცვის კონცეფცია გააცნო, რომელიც 4 - ფსიქოლოგიური, სამხედრო, სამოქალაქო და ეკონომიკური ელემენტებისგან შედგება. მისი განცხადებით, ტოტალური თავდაცვის ძირითადი საფუძველი უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმია, რაც არსებული შეზღუდული რესურსების ეფექტურ გადანაწილებას უზრუნველყოფს. 

ახალი კონცეფციის შემუშავებისას მან ყურადღება სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან მიღებულ გამოცდილებაზე გაამახვილა. დისკუსიისას მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე, იმ მექანიზმებზე ისაუბრა, რასაც ნატო არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს სთავაზობს. აღნიშნული კონცეფცია მთავრობის დამტკიცების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს წარედგინება. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სისტემის დანერგვისთვის საჭირო რესტრუქტურიზაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება, რის შედეგადაც მართვისა და კონტროლის სისტემები გაუმჯობესდა.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შარლოტა ქოლენმა ტოტალური თავდაცვის შვედურ მოდელზე ისაუბრა, რომელიც მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის და მოქალაქეების მჭიდრო თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. მისი განცხადებით, ტოტალური თავდაცვის მიდგომა ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ ფინეთის პასუხია. ჰიბრიდულ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება ლატვიის თავდაცვის მინისტრმა რაიმონდს ბერგმანისმაც. 

პანელზე ვიდეოკონფერენციის საშუალებით RUSI-ს მკვლევარი იგორ სუტიაგინი ჩაერთო, რომელმაც ისაუბრა რუსეთის მთავრობის პოლიტიკურ მიზნებზე და სურვილზე, აღადგინოს გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, მათ შორის საქართველოზე. მისი თქმით, ამისთვის რუსეთი მის ხელთ არსებულ ეკონომიკურ, დიპლომატიურ, საინფორმაციო საშუალებებს იყენებს, ხოლო რუსეთის მიდგომა - ტოტალური აგრესია - გვავალდებულებს ტოტალური თავდაცვის კონცეფცია გვქონდეს.

მსგავსი სიახლეები
რადიოლოგიური კვლევების თანამედროვე PACS – სისტემის პრეზენტაცია ბრიტანეთის საელჩოში

19 ოქტომბერი, 2017

ბრიტანეთის საელჩოში ქართული კომპანია „ენ ჯი თი ჯგუფი“-ს (www.next-gt.com) ორგანიზებით გაიმართა PACS-სისტემის ბრიტანული ბრენდის, „Biotonics 3D“-ს პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბრიტანელი დიპლომატები, საქართველოს წამყვანი კლინიკების...

მეტი

ბათუმში

ბათუმში "სასცენო მოძრაობისა და რიტმიკის სწავლება თანამედროვე პრაქტიკაში" მასტერკლასები ჩატარდა

19 ოქტომბერი, 2017

18 ოქტომბერს სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგებმა დოდო ჩოგოვაძემ და შოთა გეგიაძემ სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ჩაატარეს მასტერკლასები „სასცენო...

მეტი

GDSC- ზე ტოტალური თავდაცვის საკითხები განიხილეს

GDSC- ზე ტოტალური თავდაცვის საკითხები განიხილეს
15:12 | 12 ოქტომბერი, 2017

პანელის სპიკერებმა ტოტალური თავდაცვის კონცეპტუალურ პრინციპებზე, მიზნებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება განიხილეს. პანელს RUSI-ს ასოცირებული დირექტორი ჯონათან ეიალი უძღვებოდა, რომელმაც ტოტალური თავდაცვის ევოლუცია მიმოიხილა. 

თავდაცვის უწყებას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია წარმოადგენდნენ. ლელა ჩიქოვანმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ტოტალური თავდაცვის კონცეფცია გააცნო, რომელიც 4 - ფსიქოლოგიური, სამხედრო, სამოქალაქო და ეკონომიკური ელემენტებისგან შედგება. მისი განცხადებით, ტოტალური თავდაცვის ძირითადი საფუძველი უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმია, რაც არსებული შეზღუდული რესურსების ეფექტურ გადანაწილებას უზრუნველყოფს. 

ახალი კონცეფციის შემუშავებისას მან ყურადღება სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან მიღებულ გამოცდილებაზე გაამახვილა. დისკუსიისას მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე, იმ მექანიზმებზე ისაუბრა, რასაც ნატო არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს სთავაზობს. აღნიშნული კონცეფცია მთავრობის დამტკიცების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს წარედგინება. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სისტემის დანერგვისთვის საჭირო რესტრუქტურიზაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება, რის შედეგადაც მართვისა და კონტროლის სისტემები გაუმჯობესდა.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შარლოტა ქოლენმა ტოტალური თავდაცვის შვედურ მოდელზე ისაუბრა, რომელიც მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის და მოქალაქეების მჭიდრო თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. მისი განცხადებით, ტოტალური თავდაცვის მიდგომა ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ ფინეთის პასუხია. ჰიბრიდულ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება ლატვიის თავდაცვის მინისტრმა რაიმონდს ბერგმანისმაც. 

პანელზე ვიდეოკონფერენციის საშუალებით RUSI-ს მკვლევარი იგორ სუტიაგინი ჩაერთო, რომელმაც ისაუბრა რუსეთის მთავრობის პოლიტიკურ მიზნებზე და სურვილზე, აღადგინოს გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, მათ შორის საქართველოზე. მისი თქმით, ამისთვის რუსეთი მის ხელთ არსებულ ეკონომიკურ, დიპლომატიურ, საინფორმაციო საშუალებებს იყენებს, ხოლო რუსეთის მიდგომა - ტოტალური აგრესია - გვავალდებულებს ტოტალური თავდაცვის კონცეფცია გვქონდეს.

ავტორი: ადმინისტრატორი