პირს, რომელიც "ევროპული საქართველოს წევრს სათამაშო თოფით დაემუქრა, 3000 იანი გირაო შეუფარდეს

პირს, რომელიც "ევროპული საქართველოს წევრს სათამაშო თოფით დაემუქრა, 3000 იანი გირაო შეუფარდეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნოდარ ეჟიშვილზე განხორციელებული მუქარისთვის ბრალდებულ ნუგზარ გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილი მასალების, შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ ბრალდებულს ბრალი ედება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში.

ცნობისთვის, აღნიშნული პირი ნოდარ ეჟიშვილს პარტიის ოფისთან 8 ოქტომბერს იარაღის გამოყენებით დაემუქრა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იარაღი, რომლითაც ბრალდებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დაემუქრა, სათამაშო აღმოჩნდა.

პრეზიდენტი: "გირგვლიანის შესწორებების" დაკანონებამდე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გავაჩეროთ

პრეზიდენტი: "გირგვლიანის შესწორებების" დაკანონებამდე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გავაჩეროთ

10 საათის წინ

"პოლიტიკური აბსურდის გაგრძელება იყო სულ რამდენიმე დღის წინ იუსტიციის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებები. მათ შორის კიდევ ერთხელ უკვე საერთაშორისო მასშტაბით სკანდალურ თემებთან მიმართებაში. მაგალითისთვის მოლაშვილის თემას გაგახსენებთ. აი, ამ...

USD 2.4671
EUR 3.0375
GBP 3.4475
TRY 0.6517