პრემიერი:ბოლო 5 წელში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში საქართველო 41 პოზიციით დაწინაურდა

ადმინისტრატორი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, ბოლო 5 წელიწადში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კატეგორიაში საქართველომ 67-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. ამის შესახებ პრემიერმა ბათუმში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველდღიურად დგამს ნაბიჯებს, ქვეყნის შიგნით თუ საგარეო ასპარეზზე, რაც აძლიერებს საქართველოს როლს და ფუნქციას რეგიონის მასშტაბით და აძლიერებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

"ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია, ის ქართველი ხალხის ნებას ეფუძნება. ჩვენ გვჯერა, რომ ზემომოხსენებული მრავალი საერთო გამოწვევის წინაშე გამკლავება შესაძლებელია, პირველ რიგში, თუ ჩვენ იმ საერთო ღირებულებების და პრინციპების ერთგული ვიქნებით, რომლებიც ემსახურება ევროატლანტიკურ სივრცესა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ამისათვის საქართველო ბევრ შიდა რეფორმას ახორციელებს. რეფორმები პირველ რიგში უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის განხორციელებაც, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტიდან ტრანსფორმირდა შიდა პოლიტიკურ პრიორიტეტებშიი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ 3-წლიანი ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც კომპლექსურ პოლიტიკურ, სექტორალურ და სავაჭრო სფეროს რეფორმებს გულისხმობდა და გადავდივართ ახალ 3-წლიან გეგმაზე, რომელიც კიდევ უფრო ამბიციურია ამ თვალსაზრისით",- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს განსაკუთრებული პროგრესი აქვს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუტების - მედიათავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლოს - გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლა.

"მედიათავისუფლების კუთხით, მაგალითად, 2012 წელთან შედარებით, 37 პოზიციით გავიუმჯობესეთ საერთაშორისო პოზიცია, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ორგანიზაციის შეფასების შესაბამისად. "ჰერიტიჯის ფონდის" კორუფციისგან თავისუფლების კატეგორიაში საქართველოს პოზიციები, 2012 წელთან შედარებით, 38 ადგილით გაუმჯობესდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ჩვენი პოზიციები 28 პუნქტით გაუმჯობესდა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ მინისტრს მიაჩნია, რომ "ყველაზე დიდი ნაბიჯი, რაც გადაიდგა ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით, არის საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც პარლამენტმა სამი მოსმენით უყარა კენჭი და რომელიც, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ და დადებით ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესებისკენ, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს".

"დემოკრატიულ რეფორმებთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი თავდაცვის სისტემის გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის პროცესს, და ამ მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმასთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩვენი ჯარის რეფორმა. უპრეცედენტო ნაბიჯები გადაიდგა გასული წლის მანძილზე და ასევე, დაიგეგმა მომავალ წლებში პარტნიორებთან ერთად განსახორციელებელი ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გახდის მეტად დაცულს. ამასთან, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და ვიყენებთ ყველა არსებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც საჭიროა ნატოში გაწევრიანებისთვის. ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიისა და ამასთან, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანა, მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაში, შავ ზღვაზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად",- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშილმა, ასევე განაცხადა, რომ "საქართველომ გასული წლის დეკემბერში, ევროკავშირს მიმართა ინიციატივით, დაწყებულიყო სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე".

"მისასალმებელია, რომ გუშინ გაიმართა აღნიშნული დიალოგის პირველი შეხვედრა. საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ევროპის უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში, რაც აღნიშნულია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში და გამოხატულია ჩვენი აქტიური თანამშრომლობით ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან, ჩვენი მონაწილეობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში. თუმცა, ჩვენ თანამშრომლობის და ინტეგრაციის მეტ შესაძლებლობებს ვხედავთ და სწორედ ამას მოემსახურება ჩვენი დიალოგი. სტრატეგიული დიალოგის ფორმატი იქნება გზა, რითაც ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემასა და სტრუქტურებთან. ეს დიალოგი შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეები, რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლა, ენერგოუსაფრთხოება თუ სხვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 5 წელიწადში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კატეგორიაში საქართველომ 67-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, გაუმჯობესება გვაქვს 41 პოზიციით",- განაცხადა პრემიერმა.

ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

მაისამდე, ჭიათურის მაღალმთიანეთში გოგოებს საქორწილოდ კაბებს საჩუქრად გადასცემენ

11 დეკემბერი, 2017

ზემო იმერეთში, ჭიათურაში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ღონისძიება "მთა და ქორწინება" გაიმართა. ცნობილი სააგენტოების მოდელებმა და ჟურნალისტებმა საქორწილო კაბებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ღია პოდიუმი გამართეს...

მეტი

პრემიერი:ბოლო 5 წელში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში საქართველო 41 პოზიციით დაწინაურდა

პრემიერი:ბოლო 5 წელში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში საქართველო 41 პოზიციით დაწინაურდა
10:37 | 12 ოქტომბერი, 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, ბოლო 5 წელიწადში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კატეგორიაში საქართველომ 67-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. ამის შესახებ პრემიერმა ბათუმში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველდღიურად დგამს ნაბიჯებს, ქვეყნის შიგნით თუ საგარეო ასპარეზზე, რაც აძლიერებს საქართველოს როლს და ფუნქციას რეგიონის მასშტაბით და აძლიერებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

"ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია, ის ქართველი ხალხის ნებას ეფუძნება. ჩვენ გვჯერა, რომ ზემომოხსენებული მრავალი საერთო გამოწვევის წინაშე გამკლავება შესაძლებელია, პირველ რიგში, თუ ჩვენ იმ საერთო ღირებულებების და პრინციპების ერთგული ვიქნებით, რომლებიც ემსახურება ევროატლანტიკურ სივრცესა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ამისათვის საქართველო ბევრ შიდა რეფორმას ახორციელებს. რეფორმები პირველ რიგში უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის განხორციელებაც, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტიდან ტრანსფორმირდა შიდა პოლიტიკურ პრიორიტეტებშიი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ 3-წლიანი ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც კომპლექსურ პოლიტიკურ, სექტორალურ და სავაჭრო სფეროს რეფორმებს გულისხმობდა და გადავდივართ ახალ 3-წლიან გეგმაზე, რომელიც კიდევ უფრო ამბიციურია ამ თვალსაზრისით",- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს განსაკუთრებული პროგრესი აქვს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუტების - მედიათავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლოს - გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლა.

"მედიათავისუფლების კუთხით, მაგალითად, 2012 წელთან შედარებით, 37 პოზიციით გავიუმჯობესეთ საერთაშორისო პოზიცია, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ორგანიზაციის შეფასების შესაბამისად. "ჰერიტიჯის ფონდის" კორუფციისგან თავისუფლების კატეგორიაში საქართველოს პოზიციები, 2012 წელთან შედარებით, 38 ადგილით გაუმჯობესდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ჩვენი პოზიციები 28 პუნქტით გაუმჯობესდა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ მინისტრს მიაჩნია, რომ "ყველაზე დიდი ნაბიჯი, რაც გადაიდგა ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით, არის საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც პარლამენტმა სამი მოსმენით უყარა კენჭი და რომელიც, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ და დადებით ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესებისკენ, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს".

"დემოკრატიულ რეფორმებთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი თავდაცვის სისტემის გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის პროცესს, და ამ მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმასთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩვენი ჯარის რეფორმა. უპრეცედენტო ნაბიჯები გადაიდგა გასული წლის მანძილზე და ასევე, დაიგეგმა მომავალ წლებში პარტნიორებთან ერთად განსახორციელებელი ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გახდის მეტად დაცულს. ამასთან, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და ვიყენებთ ყველა არსებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც საჭიროა ნატოში გაწევრიანებისთვის. ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიისა და ამასთან, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანა, მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაში, შავ ზღვაზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად",- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშილმა, ასევე განაცხადა, რომ "საქართველომ გასული წლის დეკემბერში, ევროკავშირს მიმართა ინიციატივით, დაწყებულიყო სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე".

"მისასალმებელია, რომ გუშინ გაიმართა აღნიშნული დიალოგის პირველი შეხვედრა. საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ევროპის უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში, რაც აღნიშნულია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში და გამოხატულია ჩვენი აქტიური თანამშრომლობით ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან, ჩვენი მონაწილეობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში. თუმცა, ჩვენ თანამშრომლობის და ინტეგრაციის მეტ შესაძლებლობებს ვხედავთ და სწორედ ამას მოემსახურება ჩვენი დიალოგი. სტრატეგიული დიალოგის ფორმატი იქნება გზა, რითაც ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემასა და სტრუქტურებთან. ეს დიალოგი შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეები, რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლა, ენერგოუსაფრთხოება თუ სხვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 5 წელიწადში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კატეგორიაში საქართველომ 67-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, გაუმჯობესება გვაქვს 41 პოზიციით",- განაცხადა პრემიერმა.

ავტორი: ადმინისტრატორი