დეკანოზი: მთხოვდნენ მეღიარებინა მკვლელობის მომზადება მეუფე დიმიტრის მონაწილეობით

დეკანოზი: მთხოვდნენ მეღიარებინა მკვლელობის მომზადება მეუფე დიმიტრის მონაწილეობით

"ჩემი მეშვეობით მათ სურვილი ჰქონდათ სხვა ადამიანების, მეუფე დიმიტრის, იოსებ ოხანაშვილისა და სხვა ადამიანების თითქოსდა ამ მოგონილ საქმეში თანამონაწილეობის, რაც ვერ მიიღეს",-მის შესახებ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ "ნანუკას შოუში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

"საკითხი სულ სხვანაირად იდგა. ჩემი ე. წ ფარული ჩანაწერებით ცდილობდნენ ჩემს კომპრომეტირებას, თითქოს მათ იფიქრეს, რომ შემაშინებდნენ და გამტეხავდნენ. ჩემი მეშვეობით მათ სურვილი ჰქონდათ სხვა ადამიანების, მეუფე დიმიტრის, იოსებ ოხანაშვილისა და სხვა ადამიანების თითქოსდა ამ მოგონილ საქმეში თანამონაწილეობის, რაც ვერ მიიღეს. აქედან გამომდინარე, მოდი ასე პირდაპირ ვიტყვი, რომ მათ შური იძიეს იმაზე, რომ რაც დაგეგმილი ჰქონდათ, ვერ მიაღწიეს ჩემი მეშვეობით და მე შემაწმინდეს ხელი.

მე ერთ რაღაცას გეტყვით, მე არ ვიცი კულუარულად რა ისმის და მიდის, მაგრამ მე ერთი რამ ვიცი, რომ დაკავების მომენტიდან, ანუ აეროპორტში რომ გამიტაცეს ისე, რომ არც მითხრეს რა ხდებოდა, პროკურატურაში მიყვანიდან საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობის მომენტში, სისტემატიურად, პირადად ჩემი ადვოკატების თანდასწრებით მთხოვდნენ, რომ მეღიარებინა მკვლელობის მომზადება, რომელშიც თითქოს მონაწილეობდა მეუფე დიმიტრი და იოსებ ოხანაშვილი", აცხადებს მამალაძე.

"გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან" - ქართული ჩაის საკოლექციო გამოშვება "გურიელისგან"

"გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან" - ქართული ჩაის საკოლექციო გამოშვება "გურიელისგან"

4 საათის წინ

პროექტის მიზანია  2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, კულტურული მემკვიდრეობის და ჩაის საექსპორტო პოტენციალის წარმოდგენა. საკოლექციო გამოშვება „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ მოიცავს ჩაის...

USD 2.4671
EUR 3.0375
GBP 3.4475
TRY 0.6517