არჩილ ხანდამაშვილი: ქართული ოცნების გამარჯვება უდრის ადგილობრივი ბიუჯეტის მინიმუმ გაორმაგებას

ადმინისტრატორი

პარტია ,,ქართლული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ კალაურისა და ქალაქ გურჯაანის მაცხოვრებლებს შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს. 

სოფელ ველისციხეში კი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან  ზაქარია შოშიაშვილთან ერთად ველისციხის მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ველისციხელების პრობლემები მოისმინა და მათთან ერთად სამომავლო გეგმები გააცნო.

"ველისციხე გახლავთ პატარა ძველი თბილისი, რომელსაც ტურისტულ ზონად ვაქცევთ. ქართული ოცნების გამარჯვება უდრის ადგილობრივი ბიუჯეტის მინიმუმ გაორმაგებას და ამიტომაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის შანსი, რომელიც წარმატების მომტანი იქნება ჩვენი გურჯაანისთვის“-განაცხადა მერობის კანდიდატმა.

"კარგი მენეჯერი იყო ბანკში, კარგი მერიც იქნება“- აღნიშნა სოფელ კალაურის მცხოვრებმა თინათინ მჭედლიშვილმა.
,,ქართულმა ოცნებამ ბევრი რამ გააკეთა, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სხვა მიმართულებით, მაგრამ რა თქმა უნდა სამუშაო კიდევ გვაქვს. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ერთიანი ძალებით, შევძლებთ სოფელ ველისციხის გამოცოცხლებას“-აღნიშნა ველისციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაქარია შოშიაშვილმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

რადიოლოგიური კვლევების თანამედროვე PACS – სისტემის პრეზენტაცია ბრიტანეთის საელჩოში

19 ოქტომბერი, 2017

ბრიტანეთის საელჩოში ქართული კომპანია „ენ ჯი თი ჯგუფი“-ს (www.next-gt.com) ორგანიზებით გაიმართა PACS-სისტემის ბრიტანული ბრენდის, „Biotonics 3D“-ს პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბრიტანელი დიპლომატები, საქართველოს წამყვანი კლინიკების...

მეტი

ბათუმში

ბათუმში "სასცენო მოძრაობისა და რიტმიკის სწავლება თანამედროვე პრაქტიკაში" მასტერკლასები ჩატარდა

19 ოქტომბერი, 2017

18 ოქტომბერს სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგებმა დოდო ჩოგოვაძემ და შოთა გეგიაძემ სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ჩაატარეს მასტერკლასები „სასცენო...

მეტი

არჩილ ხანდამაშვილი: ქართული ოცნების გამარჯვება უდრის ადგილობრივი ბიუჯეტის მინიმუმ გაორმაგებას

არჩილ ხანდამაშვილი: ქართული ოცნების გამარჯვება უდრის ადგილობრივი ბიუჯეტის მინიმუმ გაორმაგებას
22:34 | 11 ოქტომბერი, 2017

სოფელ ველისციხეში კი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან  ზაქარია შოშიაშვილთან ერთად ველისციხის მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ველისციხელების პრობლემები მოისმინა და მათთან ერთად სამომავლო გეგმები გააცნო.

"ველისციხე გახლავთ პატარა ძველი თბილისი, რომელსაც ტურისტულ ზონად ვაქცევთ. ქართული ოცნების გამარჯვება უდრის ადგილობრივი ბიუჯეტის მინიმუმ გაორმაგებას და ამიტომაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის შანსი, რომელიც წარმატების მომტანი იქნება ჩვენი გურჯაანისთვის“-განაცხადა მერობის კანდიდატმა.

"კარგი მენეჯერი იყო ბანკში, კარგი მერიც იქნება“- აღნიშნა სოფელ კალაურის მცხოვრებმა თინათინ მჭედლიშვილმა.
,,ქართულმა ოცნებამ ბევრი რამ გააკეთა, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სხვა მიმართულებით, მაგრამ რა თქმა უნდა სამუშაო კიდევ გვაქვს. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ერთიანი ძალებით, შევძლებთ სოფელ ველისციხის გამოცოცხლებას“-აღნიშნა ველისციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაქარია შოშიაშვილმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი: ადმინისტრატორი