სინოდის გადაწყვეტილებით მღვდელმთავრებს 40 წლის მანძილზე შესრულებული საქმეების აღწერა დაევალათ

სინოდის გადაწყვეტილებით მღვდელმთავრებს 40 წლის მანძილზე შესრულებული საქმეების აღწერა დაევალათ

საქართველოს საპატრიაქროში დღეს  სინოდის სხდომა დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა. 

სადაც სინოდმა დაადგინა:

"მოწონებულ იქნას მიტროპოლიტ დანიელის მოხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 40 წლიანი მოღვაწეობის შესახებ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ისაუბრა საქართველოს ეკლესიის 40 წლიანი ისტორიის აღწერის აუცილებლობის შესახებ, რაც შემდგომში წიგნად გამოიცემა და რაშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ყველა მღვდელმთავარი, რომლებიც აღწერენ ეპარქიების ცხოვრებას განვლილ პერიოდში.

წმიდა სინოდმა დაადგინა:

საქართველოს ეკლესიის თითოეულმა მღვდელმთავარმა უმოკლეს დროში საპატრიარქოს სამდივნოში წარმოადგინოს სრული აღწერილობა მათ ეპარქიებში უკანასკნელი 40 წლის მანძილზე აღსრულებული საქმეებისა", - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.

"გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან" - ქართული ჩაის საკოლექციო გამოშვება "გურიელისგან"

"გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან" - ქართული ჩაის საკოლექციო გამოშვება "გურიელისგან"

3 საათის წინ

პროექტის მიზანია  2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, კულტურული მემკვიდრეობის და ჩაის საექსპორტო პოტენციალის წარმოდგენა. საკოლექციო გამოშვება „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ მოიცავს ჩაის...

USD 2.4671
EUR 3.0375
GBP 3.4475
TRY 0.6517