ინდოელი არქეოლოგი რომელმაც ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს მიაკვლია გურჯაანში იმყოფება

ინდოელი არქეოლოგი რომელმაც ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს მიაკვლია გურჯაანში იმყოფება

ინდოელი არქეოლოგი, რომელმაც ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს მიაკვლია, გურჯაანის სამების ტაძარს ესტუმრა.

დღეს, გურჯაანის სამების ტაძრიდან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიაში საპატრულო პოლიციის თანხლებით წააბრძანეს. სამების ტაძარს სტუმრობდა ინდოელი არქეოლოგი ნიზამუდინ ზაჰერი, რომელმაც დედოფლის წმინდა ნაწილები აღმოაჩინა.

“ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი საქართველოში. დღეს მარტო არ მოვსულვარ, ჩემთან ერთადაა კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ჩემი თანამემულე. როგორც იცით დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის და შემდეგ ისევ ინდოეთში დაბრუნდება". - განაცხადა ზაჰერიმ.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები გურჯაანის სამების ტაძარში ორი დრის განმავლობაში იყო დაბრძანებული.

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე ქვეითად მოსიარულე დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე ქვეითად მოსიარულე დაშავდა

2 საათის წინ

 "აიპრესს" შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაშავებულისთვის თავად მძღოლმა გამოიძახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი უკონტაქტო მდგომარეობაში დახვდა. მედიკოსების განმარტებით ქვეითი ნასვამ...

USD 2.4671
EUR 3.0375
GBP 3.4475
TRY 0.6517