შერგელაშვილი: "იმედში" მითხრეს, კალაძე დათანხმდა დებატებს და შენი ადგილი აღარ დარჩაო

იაგო ნაცვლიშვილი

თბილისის მერობის კანდიდატი "შენების მოძრაობიდან" თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია "იმედის" დებატებში მისი მონაწილეობა დაგეგმილი იყო, შეთანხმებული იყო ყველა დეტალი, მაგრამ ბოლო წუთებში აღმოჩნდა, რომ დებატებში მისი ადგილი აღარ აღმოჩნდა. ასე აუხსნეს მას ტელეკომპანიაში მისი გადაწყვეტილება.

მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ "იმედმა" დაარღვია კანონი, რის გამოც მან რეაგირებისთვის ცესკოს და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა.

თენგიზ შერგელაშვილი: რეალურად მე ამ დებატებთან დაკავშირებით გაფრთხილებული ვიყავი. დარბაზში მსხდომთა რაოდენობა, ყველა ტექნიკური საკითხი გავლილი იყო. როგორც ჩანს კალაძემ ბოლო მომენტში მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაესწრებოდა ამ დებატებს. როგორც ჩანს, ტელეკომპანიაში ადგილის პრობლემა შეექმნათ და აბსოლუტურად არასერიოზულ არგუმენტზე იყო საუბარი ჩემთან. 

რეალურად რა არგუმენტი დაგისახელეს მიზეზად? რა გითხრეს, რატომ ვერ მიიღებდით ამ დებატებში მონაწილეობას?

კი ბატონო, გეუბნებით - საკმარისი ადგილები არ ჰქონდათ. კალაძისგან არ ჰქონდათ დასტური დებატებში მონაწილეობაზე, კალაძემ გასცა პასუხი და მერე აღარ აღმოჩნდა ჩემი ადგილი იქ. 

კალაძე ჩაანაცვლეს თქვენით?

ასე გამოვიდა. 

თქვენი რეაქცია რა იყო ამასთან დააკავშირებით?

ეს ნიშნავს, რომ ტელევიზიის დებატების ფორმატი დამოკიდებულია ერთ-ერთი კანდიდატის გადაწყვეტილებაზე. 

ხომ არ არის ეს დისკრიმინაცია, თქვენი როგორც კანდიდატის მიმართ?

ეს არის პირდაპირ დარღვევა საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის და ასევე მაუწყებლის შესახებ კანონის. ამ კანონების საფუძველზე ყველა კვალიფიციურ სუბიექტს უნდა მიეცეს დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ დებატებს აკეთებ. შეფასებას კი არ ვაკეთებ, ეს არის კანონის დარღვევა. 

კიდევ ერთი კანდიდატი გიორგი გუგავა არ მიიწვიეს. როგორც განმარტეს, ტელევიზიის მიმართ მწვავე კრიტიკის გამო. ამაზე რა შეგიძლიათ თქვათ? 

კანონთან შესაბამისი ესეც არ არის. 

ხომ არ აპირებთ სამართლებრივი მექანიზმით რეაგირებას?

ჩვენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც უკვე მივმართეთ. 

შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია "იმედში" თბილსის მერობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა, თუმცა დებატებში გიორგი გუგავა და თენგიზ შერგელაშვილი არ მიიწვიეს. "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ლეჟავა, "აიპრესთან"  საუბრისას აცხადებს, რომ შერგელაშვილთან დაკავშირებით მოხდა გაუგებრობა. 

მსგავსი სიახლეები
ლილოში მდებარე მიუსაფართა თავშესაფარი ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა მომსახურებისთვის მზად არის

17 ოქტომბერი, 2017

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიუსაფართა თავშესაფარი, ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა...

მეტი

პრემიერი: დღევანდელი მონაცემებით, კახეთში მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა

19 ოქტომბერი, 2017

"რთველი 2017 დამთავრდა ძალიან წარმატებულად. დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ კახეთის რეგიონში 125 000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა და მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა. ეს არის ნამდვილად თითოეული მევენახის, გლეხის და...

მეტი

შერგელაშვილი: "იმედში" მითხრეს, კალაძე დათანხმდა დებატებს და შენი ადგილი აღარ დარჩაო

შერგელაშვილი: "იმედში" მითხრეს, კალაძე დათანხმდა დებატებს და შენი ადგილი აღარ დარჩაო
15:44 | 11 ოქტომბერი, 2017

მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ "იმედმა" დაარღვია კანონი, რის გამოც მან რეაგირებისთვის ცესკოს და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა.

თენგიზ შერგელაშვილი: რეალურად მე ამ დებატებთან დაკავშირებით გაფრთხილებული ვიყავი. დარბაზში მსხდომთა რაოდენობა, ყველა ტექნიკური საკითხი გავლილი იყო. როგორც ჩანს კალაძემ ბოლო მომენტში მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაესწრებოდა ამ დებატებს. როგორც ჩანს, ტელეკომპანიაში ადგილის პრობლემა შეექმნათ და აბსოლუტურად არასერიოზულ არგუმენტზე იყო საუბარი ჩემთან. 

რეალურად რა არგუმენტი დაგისახელეს მიზეზად? რა გითხრეს, რატომ ვერ მიიღებდით ამ დებატებში მონაწილეობას?

კი ბატონო, გეუბნებით - საკმარისი ადგილები არ ჰქონდათ. კალაძისგან არ ჰქონდათ დასტური დებატებში მონაწილეობაზე, კალაძემ გასცა პასუხი და მერე აღარ აღმოჩნდა ჩემი ადგილი იქ. 

კალაძე ჩაანაცვლეს თქვენით?

ასე გამოვიდა. 

თქვენი რეაქცია რა იყო ამასთან დააკავშირებით?

ეს ნიშნავს, რომ ტელევიზიის დებატების ფორმატი დამოკიდებულია ერთ-ერთი კანდიდატის გადაწყვეტილებაზე. 

ხომ არ არის ეს დისკრიმინაცია, თქვენი როგორც კანდიდატის მიმართ?

ეს არის პირდაპირ დარღვევა საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის და ასევე მაუწყებლის შესახებ კანონის. ამ კანონების საფუძველზე ყველა კვალიფიციურ სუბიექტს უნდა მიეცეს დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ დებატებს აკეთებ. შეფასებას კი არ ვაკეთებ, ეს არის კანონის დარღვევა. 

კიდევ ერთი კანდიდატი გიორგი გუგავა არ მიიწვიეს. როგორც განმარტეს, ტელევიზიის მიმართ მწვავე კრიტიკის გამო. ამაზე რა შეგიძლიათ თქვათ? 

კანონთან შესაბამისი ესეც არ არის. 

ხომ არ აპირებთ სამართლებრივი მექანიზმით რეაგირებას?

ჩვენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც უკვე მივმართეთ. 

შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია "იმედში" თბილსის მერობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა, თუმცა დებატებში გიორგი გუგავა და თენგიზ შერგელაშვილი არ მიიწვიეს. "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ლეჟავა, "აიპრესთან"  საუბრისას აცხადებს, რომ შერგელაშვილთან დაკავშირებით მოხდა გაუგებრობა. 

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი