კატალონიის საკითხზე ესპანეთის მთავრობა საგანგებო სხდომას გამართავს

კატალონიის საკითხზე ესპანეთის მთავრობა საგანგებო სხდომას გამართავს

კატალონიის მოვლენებთან დაკავშირებით ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რაჰოი დღეს, ადგილობრივი დროით 9:00 მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომას მართავს. ამის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ვიცე-პრემიერი სორაია საენს დე სანტამარია წერს.

ის ასევე კატალონიის ლიდერის კარლეს პუჩდემონის განცხადებებს გამოეხმაურა. "არავის შეუძლია არარსებული კანონის გამოყენება, რეფერენდუმის შედეგების განხორციელება, რაც არ იყო, და ხალხის ნების საკუთარ პასუხისმგებლობაზე აღება", - წერს ესპანეთის ვიცე-პრემიერი.

მისი თქმით, თუ კატალონიის ხელისუფლება საკუთარ თავს დემოკრატს უწოდებს და დიალოგი სურს, მაშინ მას "წესების გამოგონება“ არ სჭირდება.

შეგახსენებთ, 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს. ხმის მიცემა პოლიციასთან შეჯახებების ფონზე მიმდინარეობდა. სამართალდამცავებმა საარჩევნო უბნების ბლოკადა მოახერხეს, თუმცა კატალონიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონიმ ხმის მიცემა მაინც მოახერხა. საბოლოოდ პოლიციამ რეზინის ტყვიების სროლა დაიწყო, რის შედეგადაც, ბოლს გავრცელებული მონაცემების მიხედვით 893 ადამიანი დაშავდა. ამავდროულად, ბარსელონაში პოლიციამ სამი დაღუპულის შესახებაც განაცხადა.

კატალონიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ესპანეთისგან დამოუკიდებლობას ხმა ამომრჩეველთა 90%-მა მისცა. შედეგების გაგზავნას პარლამენტში უახლოესი დღეების განმავლობაში აპირებენ. ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს. გარდა ამისა, 2 ოქტომბერს ევროკომისიამ, კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი უკანონოდ სცნო.

მაკრონი და მერკელი, პუტინს სირიის რეჟიმზე მაქსიმალური ზეწოლისკენ მოუწოდებენ

მაკრონი და მერკელი, პუტინს სირიის რეჟიმზე მაქსიმალური ზეწოლისკენ მოუწოდებენ

8 საათის წინ

მერკელმა და მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ რეგიონში ცეცხლის შეწყვეტა, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაწყვეტის მხრივ დიდი პროგრესი იქნება. კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული...

USD 2.4671
EUR 3.0375
GBP 3.4475
TRY 0.6517