ქუთაისის მერის სტატუსის მოსაპოვებლად 8 კანდიდატი იბრძოლებს

ქუთაისის მერის სტატუსის მოსაპოვებლად 8 კანდიდატი იბრძოლებს

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერის სტატუსის მოსაპოვებლად 8, ხოლო 10 მაჟორიტარული ოლქიდან ქალაქის საკრებულოში მაჟორიტარის სტატუსით მოსახვედრად 81 კანდიდატი იბრძოლებს"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ქუთაისის 59 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა განაცხადა.

ოსეფაიშვილმა საარჩევნო სიებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მერობის 10 კანდიდატიდან 2-მა, ხოლო მაჟორიტარობის 86 კანდიდატიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ხუთმა კანდიდატმა განაცხადა. რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტებს, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის 14 პარტიაა დარეგისტრირებული, ხოლო ქუთაისში მაჟორიტარობისთვის 81 კანდიდატიდან 23 ქალი იბრძოლებს.
 
ქუთაისის მასშტაბით სულ 124 საარჩევნო უბანია,ამ დროისთვის არსებული მონაცემებით კი 153880 ამომრჩეველი.


ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე ქვეითად მოსიარულე დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე ქვეითად მოსიარულე დაშავდა

2 საათის წინ

 "აიპრესს" შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაშავებულისთვის თავად მძღოლმა გამოიძახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი უკონტაქტო მდგომარეობაში დახვდა. მედიკოსების განმარტებით ქვეითი ნასვამ...

USD 2.4671
EUR 3.0375
GBP 3.4475
TRY 0.6517