"ბიზნესდაჯილდოება 2017-ის" მონაწილეები ეროვნულ მუზეუმში შეიკრიბნენ

ადმინისტრატორი

ეროვნულ მუზეუმში პროექტ "ბიზნესდაჯილდოება 2017"-ის ორგანიზატორებმა შუალედური  შედეგები შეაჯამეს და მონაწილეებს უმასპინძლეს.

პროექტის მიზანია, რომ საქართველოში ბიზნესის  კეთების პოპულარიზაციას   მოხდეს, შესაბამისად,  „ბიზნესდაჯილდოების“  მთავარი სლოგანია  #გააზიარეწარმატება.  ამ  ჰეშთეგით  მონაწილე  კომპანიები სოციალურ ქსელსა და მედიაში საკუთარი წარმატების ისტორიებს უზიარებენ მთელს საქართველოს.

პროექტში  წელს 661 კომპანია დარეგისტრირდა.  მონაწილეები  7  ნომინაციაში  შემდეგნაირად გადანაწილდნენ: 

· წლის სტარტაპერი - 233 კომპანია;

· წლის მცირე ბიზნესი - 230 კომპანია;

· წლის ბიზნესი - 152 კომპანია;

· წლის ინოვაციური ბიზნესი - 142 კომპანია;

· წლის ქართული პროდუქტი - 132 კომპანია;

· წლის ტურისტული ბიზნესი - 95 კომპანია;

· წლის აგრობიზნესი - 42 კომპანია.

დარეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია ბიზნესდაჯილდოების ფეისბუქის გვერდიდან  ბიზნეს დაჯილდოება • business award შეგიძლიათ მიიღოთ, ასევე კომპანიების შესახებ სტატიები ქვეყნდება ვებგვერდზე www.tbcbusiness.ge.

დაჯილდოების მონაწილეებს დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს, რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იქნება ფინალისტების ვინაობა - თითოეულ ნომინაციაში სამი ფინალისტი შეირჩევა. ფინალისტების შესახებ აქტიურ პიარ და მარკეტინგულ კამპანიას  პროექტის ორგანიზატორები, თიბისი ბანკი და ჯეოსელი განახორციელებენ.

გამარჯვებული კომპანიები დეკემბერში დაჯილდოების ფინალურ ცერემონიაზე დასახელდება. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, გამონაკლისია ნომინაცია "წლის სტარტაპერი", სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება, ხმის მიცემა კი,  ნოემბერში დაიწყება.

დეკემბერში გაიხსნება, ასევე, ახალი სივრცე ბიზნესისთვის - თიბისი ბანკის  ახალი პროექტი ბიზნესის მხარდასაჭერად.  ეს იქნება საერთო სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც საქმიანი შეხვედრების გამართვა, ასევე, კონფერენციების, ფორუმების  და პრეზენტაციების ორგანიზება. აქ ჩატარდება თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ტრენინგები, მასტერკლასები და კონსულტაციები, რომელიც  სპეციალურად ბიზნესის წარმომადგენლების საჭიროებებზეა მორგებული.

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

ხობში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა

14 დეკემბერი, 2017

თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, დიდი ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - „ობოლი სულის ტკივილი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის...

მეტი

"ბიზნესდაჯილდოება 2017-ის" მონაწილეები ეროვნულ მუზეუმში შეიკრიბნენ

10:53 | 11 ოქტომბერი, 2017

ეროვნულ მუზეუმში პროექტ "ბიზნესდაჯილდოება 2017"-ის ორგანიზატორებმა შუალედური  შედეგები შეაჯამეს და მონაწილეებს უმასპინძლეს.

პროექტის მიზანია, რომ საქართველოში ბიზნესის  კეთების პოპულარიზაციას   მოხდეს, შესაბამისად,  „ბიზნესდაჯილდოების“  მთავარი სლოგანია  #გააზიარეწარმატება.  ამ  ჰეშთეგით  მონაწილე  კომპანიები სოციალურ ქსელსა და მედიაში საკუთარი წარმატების ისტორიებს უზიარებენ მთელს საქართველოს.

პროექტში  წელს 661 კომპანია დარეგისტრირდა.  მონაწილეები  7  ნომინაციაში  შემდეგნაირად გადანაწილდნენ: 

· წლის სტარტაპერი - 233 კომპანია;

· წლის მცირე ბიზნესი - 230 კომპანია;

· წლის ბიზნესი - 152 კომპანია;

· წლის ინოვაციური ბიზნესი - 142 კომპანია;

· წლის ქართული პროდუქტი - 132 კომპანია;

· წლის ტურისტული ბიზნესი - 95 კომპანია;

· წლის აგრობიზნესი - 42 კომპანია.

დარეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია ბიზნესდაჯილდოების ფეისბუქის გვერდიდან  ბიზნეს დაჯილდოება • business award შეგიძლიათ მიიღოთ, ასევე კომპანიების შესახებ სტატიები ქვეყნდება ვებგვერდზე www.tbcbusiness.ge.

დაჯილდოების მონაწილეებს დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს, რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იქნება ფინალისტების ვინაობა - თითოეულ ნომინაციაში სამი ფინალისტი შეირჩევა. ფინალისტების შესახებ აქტიურ პიარ და მარკეტინგულ კამპანიას  პროექტის ორგანიზატორები, თიბისი ბანკი და ჯეოსელი განახორციელებენ.

გამარჯვებული კომპანიები დეკემბერში დაჯილდოების ფინალურ ცერემონიაზე დასახელდება. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, გამონაკლისია ნომინაცია "წლის სტარტაპერი", სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება, ხმის მიცემა კი,  ნოემბერში დაიწყება.

დეკემბერში გაიხსნება, ასევე, ახალი სივრცე ბიზნესისთვის - თიბისი ბანკის  ახალი პროექტი ბიზნესის მხარდასაჭერად.  ეს იქნება საერთო სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც საქმიანი შეხვედრების გამართვა, ასევე, კონფერენციების, ფორუმების  და პრეზენტაციების ორგანიზება. აქ ჩატარდება თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ტრენინგები, მასტერკლასები და კონსულტაციები, რომელიც  სპეციალურად ბიზნესის წარმომადგენლების საჭიროებებზეა მორგებული.

ავტორი: ადმინისტრატორი