კალაძემ ელისაშვილს ამომრჩეველთან შეხვედრების დამადასტურებელი დოკუმენტი პირდაპირ ეთერში, დებატებისას წარუდგინა

კალაძემ ელისაშვილს ამომრჩეველთან შეხვედრების დამადასტურებელი დოკუმენტი პირდაპირ ეთერში, დებატებისას წარუდგინა

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებაზე, "კალაძე ბილბორდებით ელაპარაკება მოსახლეობას", კახა კალაძემ პირდაპირ ეთერში დებატებზე შეხვედრების დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა.

"ყოველდღიურ რეჟიმში 6-7 შეხვედრა მაქვს, ვხვდები ამომრჩეველს. 163 შეხვედრა გვაქვს ჩატარებული 5-დან 25 სექტემბრამდე. ამ ყმაწვილს ჩატარებული აქვს შვიდი შეხვედრა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ხალხთან, როგორი დამოკიდებულება გვაქვს საზოგადოებისთან. ჩვენ დავდივართ ყველა რაიონში, უბან-უბან. გვინდა შევიდეთ ყველა ოჯახში. მაქსიმალურად ავუხსნათ თითოეულ ადამიანს თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, რა პრობლემებს ვხედავთ და როგორ ვხედავთ ამ პრობლემების მოგვარებას“, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თბილისის მერობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ გააკეთა,

ელისაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ამომრჩეველს ბილბორდებიდან ესაუბრება.

კახა კალაძემ, საკუთარი ნათქვამის დამადასტურებლად, პირდაპირ ეთერში „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დამუშავებული სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა. თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, საპასუხოდ, კახა კალაძეს კორექტულობისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტი: "გირგვლიანის შესწორებების" დაკანონებამდე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გავაჩეროთ

პრეზიდენტი: "გირგვლიანის შესწორებების" დაკანონებამდე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გავაჩეროთ

8 საათის წინ

"პოლიტიკური აბსურდის გაგრძელება იყო სულ რამდენიმე დღის წინ იუსტიციის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებები. მათ შორის კიდევ ერთხელ უკვე საერთაშორისო მასშტაბით სკანდალურ თემებთან მიმართებაში. მაგალითისთვის მოლაშვილის თემას გაგახსენებთ. აი, ამ...

USD 2.4671
EUR 3.0375
GBP 3.4475
TRY 0.6517