საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. საკრებულოს ოპოზიციის რამდენიმე წევრი დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

სხდომა კრიტიკული განცხადებებით დაიწყო, რასაც ხმაურიც მოჰყვა. დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის მიწის საკითხი უნდა განიხილონ, ოპოზიციას ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა. ამასთან ოპოზიციამ სხდომაზე პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების დაშვებაც მოითხოვა, რომლებიც ახლა საკრებულოს მიმდებარედ აქციას მართავენ.

საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად უნდა გადაეცეს საკუთრებაში, ხოლო თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდება.

დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

პრეზიდენტი: "გირგვლიანის შესწორებების" დაკანონებამდე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გავაჩეროთ

პრეზიდენტი: "გირგვლიანის შესწორებების" დაკანონებამდე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გავაჩეროთ

8 საათის წინ

"პოლიტიკური აბსურდის გაგრძელება იყო სულ რამდენიმე დღის წინ იუსტიციის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებები. მათ შორის კიდევ ერთხელ უკვე საერთაშორისო მასშტაბით სკანდალურ თემებთან მიმართებაში. მაგალითისთვის მოლაშვილის თემას გაგახსენებთ. აი, ამ...

USD 2.4671
EUR 3.0375
GBP 3.4475
TRY 0.6517