პოლონური მხარე საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

ადმინისტრატორი

პოლონეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაციამ რუსთავის ნაგავსაყრელი მოინახულა

09.10.2017 – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მოადგილეებმა, ვახტანგ ბარამიამ და დავით ჭავჭანიძემ, პოლონეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაციასთან ერთად, რუსთავის ნაგავსაყრელი მოინახულეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

პოლონური მხარე საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში დასრულდა. დაიხურა ძველი უჯრედი და ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი უჯრედი მოეწყო.

პოლონეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ფორუმი პოლონეთში დაფუძნდა, რომელსაც 240 წევრი ჰყავს და ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს კონსულტაციებს უწევენ.

მსგავსი სიახლეები
ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

"მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი გახსნა

12 დეკემბერი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა. დამსვენებლები ისარგებლებენ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის "ნოდოს"...

მეტი

პოლონური მხარე საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

პოლონური მხარე საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
15:09 | 9 ოქტომბერი, 2017

09.10.2017 – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მოადგილეებმა, ვახტანგ ბარამიამ და დავით ჭავჭანიძემ, პოლონეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაციასთან ერთად, რუსთავის ნაგავსაყრელი მოინახულეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

პოლონური მხარე საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში დასრულდა. დაიხურა ძველი უჯრედი და ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი უჯრედი მოეწყო.

პოლონეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ფორუმი პოლონეთში დაფუძნდა, რომელსაც 240 წევრი ჰყავს და ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს კონსულტაციებს უწევენ.

ავტორი: ადმინისტრატორი