პატრიარქი: არც ისე ძნელია, რომ ადამიანმა ერთი დღე-ღამე ილოცოს და იმარხულოს

ადმინისტრატორი

ამის შესახებ შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, ქადაგების დროს ბრძანა.

"ყოველი ადამიანი მიდის ან წინ, ან უკან. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ეკლესია მიდის წინ. ქართველი ხალხი მიდის წინ და ზოგიერთს ეს აღიზიანებს. ჩვენ ვერ დავიხევთ, ვერ წავალთ უკან.ძალიან ბევრს ვფიქრობ იმის შესახებ თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ მომავალში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს იყოს სათნო ღვთისთვის და სასარგებლო ადამიანისთვის. ხშირად მეკითხებიან ამ 40 წლის მანძილზე რა გაკეთდა ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, გაკეთდა ის, რომ ჩვენ დავიბრუნეთ უძველესი ტიტიკონი შვიდი ლოცვის. 7 ლოცვა ეს ღვთის დიდი წყალობაა და ის სასწაულებს ახდენს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა გვარების დალოცვა, ვლოცავთ გვარებს მაგრამ ალბათ, არ არის საკმარისი და ლოცვა უნდა გაძლიერდეს. ჩვენი ლოცვა არ არის რაღაც ფანატიკური მოქმედება. 

ჩვენი ლოცვა უშუალოდ კავშირშია ღმერთთან. ბევრი ვიფიქრეთ იმის შესახებ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ოჯახები. ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი, კარგი იქნებოდა, რომ ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა. გახსოვთ, სახარებაში წერია, ბოროტი ძალა განიდევნება ლოცვით და მარხვით, მე ძალიან მომწონს ეს აზრი. არც ძნელია, რომ ერთი დღე-ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები, მადლობის ლოცვები და წმინდა სამების ლოცვა. ჩვენ უნდა ვცადოთ, დავიწყოთ წმინდა სამების ამ წმინდა ტაძრიდან. დღეს დავუშვათ, დღის თორმეტი საათიდან მეორე დღის თორმეტ საათამდე წაიკითხავენ ლოცვებს და შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი. სამი ცხვარი იქნება გამოყენებული გაჭირვებული ოჯახებისთვის.

ვფიქრობ, რომ ეს მოიტანს საოცარ შედეგს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაძლიერდეს სიყვარული და პატივისცემა ხალხში.

ძველი რომაელები ამბობდნენ, ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო, ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და ამას ვერ ვიტყვით და ვერც ვიმოქმედებთ ამ კანონით. ადამიანი ადამიანისთვის საყვარელი ძმა არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ძმებს, ვინც არ უნდა იყოს, მით უმეტეს, თუ გაჭირვებული და ცოდვაში ჩავარდნილია, იმათ უნდა დავეხმაროთ.

ჩვენ მოვამზადებთ ამ ლოცვებს და მოკლე ხანში დავიწყებთ სულიერ კიბეზე ასვლას. ეს იქნება სულიერი კიბე, რომელიც მიგვიყვანს ჩვენს სასუფეველში.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ",-ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
ლილოში მდებარე მიუსაფართა თავშესაფარი ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა მომსახურებისთვის მზად არის

17 ოქტომბერი, 2017

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიუსაფართა თავშესაფარი, ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა...

მეტი

სიღნაღში ელენე ახვლედიანისა და ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

18 ოქტომბერი, 2017

სიღნაღის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დაარსებიდან 70, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებიდან 10 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სიღნაღში ელენე ახვლედიანის რეტროსპექტული გამოფენისა და ნიკო...

მეტი

პატრიარქი: არც ისე ძნელია, რომ ადამიანმა ერთი დღე-ღამე ილოცოს და იმარხულოს

პატრიარქი: არც ისე ძნელია, რომ ადამიანმა ერთი დღე-ღამე ილოცოს და იმარხულოს
15:48 | 8 ოქტომბერი, 2017

"ყოველი ადამიანი მიდის ან წინ, ან უკან. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ეკლესია მიდის წინ. ქართველი ხალხი მიდის წინ და ზოგიერთს ეს აღიზიანებს. ჩვენ ვერ დავიხევთ, ვერ წავალთ უკან.ძალიან ბევრს ვფიქრობ იმის შესახებ თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ მომავალში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს იყოს სათნო ღვთისთვის და სასარგებლო ადამიანისთვის. ხშირად მეკითხებიან ამ 40 წლის მანძილზე რა გაკეთდა ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, გაკეთდა ის, რომ ჩვენ დავიბრუნეთ უძველესი ტიტიკონი შვიდი ლოცვის. 7 ლოცვა ეს ღვთის დიდი წყალობაა და ის სასწაულებს ახდენს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა გვარების დალოცვა, ვლოცავთ გვარებს მაგრამ ალბათ, არ არის საკმარისი და ლოცვა უნდა გაძლიერდეს. ჩვენი ლოცვა არ არის რაღაც ფანატიკური მოქმედება. 

ჩვენი ლოცვა უშუალოდ კავშირშია ღმერთთან. ბევრი ვიფიქრეთ იმის შესახებ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ოჯახები. ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი, კარგი იქნებოდა, რომ ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა. გახსოვთ, სახარებაში წერია, ბოროტი ძალა განიდევნება ლოცვით და მარხვით, მე ძალიან მომწონს ეს აზრი. არც ძნელია, რომ ერთი დღე-ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები, მადლობის ლოცვები და წმინდა სამების ლოცვა. ჩვენ უნდა ვცადოთ, დავიწყოთ წმინდა სამების ამ წმინდა ტაძრიდან. დღეს დავუშვათ, დღის თორმეტი საათიდან მეორე დღის თორმეტ საათამდე წაიკითხავენ ლოცვებს და შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი. სამი ცხვარი იქნება გამოყენებული გაჭირვებული ოჯახებისთვის.

ვფიქრობ, რომ ეს მოიტანს საოცარ შედეგს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაძლიერდეს სიყვარული და პატივისცემა ხალხში.

ძველი რომაელები ამბობდნენ, ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო, ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და ამას ვერ ვიტყვით და ვერც ვიმოქმედებთ ამ კანონით. ადამიანი ადამიანისთვის საყვარელი ძმა არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ძმებს, ვინც არ უნდა იყოს, მით უმეტეს, თუ გაჭირვებული და ცოდვაში ჩავარდნილია, იმათ უნდა დავეხმაროთ.

ჩვენ მოვამზადებთ ამ ლოცვებს და მოკლე ხანში დავიწყებთ სულიერ კიბეზე ასვლას. ეს იქნება სულიერი კიბე, რომელიც მიგვიყვანს ჩვენს სასუფეველში.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ",-ბრძანა პატრიარქმა.

ავტორი: ადმინისტრატორი