ფოთში, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალ კანდიდატებს შორის დისკუსია გაიმართა

ადმინისტრატორი

ფოთის მედიაცენტრის ორგანიზებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალ კანდიდატებს შორის დისკუსია გაიმართა. მედიაცენტრის დირექტორმა ინგა გვასალიამ მათ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი, ქალ ამომრჩევლების პრობლემები გააცნო.როგორც ინგა გვასალიამ აღნიშნა, ფოთში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შშმ ქალების და დევნილების საჭიროებების იდენტიფიცირებაზე.

მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ფოთში მცხოვრებ ყრუთა და სმენადაკარგულთა კავშირის ბენეფიციარებს რამდენიმე სერიოზული პრობლემა აქვთ.უჭირთ ერთმანეთთან კომუნიკაცია, რადგან არ აქვთ ტელეფონები, რასაც უსახსრობის გამო ვერ იძენენ. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას კავშირში თარჯიმნის სიმცირე წარმოადგენს.

კავშირს მხოლოდ ერთი კაცი თარჯიმანი ჰყავს, რომელიც ერთდროულად ყველა ბენეფიციარს ვერ ემსახურება. გარდა ამისა, შშმ პირები ქალი თარჯიმნის დანიშვნასაც ითხოვენ, რადგან არის საკითხები, რომლის შესახებაც კაც თარჯიმანს ვერ ესაუბრებიან. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ წლებია მათგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ. ყოველ მოთხოვნაზე კი ხელისუფლება ბიუჯეტში ამ კუთხით თანხების გაუთვალისწინებლობას ასახელებს.

შშმ ქალები მათთვის საარჩევნო თემატიკაზე ტრენინგების ჩატარებასაც ითხოვენ. უსინათლო პირებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებაა ბრაილის შრიფტის შემსწავლელი კურსების ამოქმედება. მოუწესრიგებელი ტროტუარები, სადაც გადაადგილება უჭირთ. უსინათლოთა კავშირის ბენეფიციარეები 30 ლარიანი დახმარების 50 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.

ასევე ფოთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალები უპირველეს პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევენ. ისინი განსაკუთრებული სიმწვავით, საბავშვო ბაღისა და სკოლის საჭიროებაზე საუბრობენ. მართალია, ბაღი უკვე შენდება, მაგრამ როგორც აღნიშნეს, იგი 90 ბავშვზეა გათვალისწინებული, მაშინ როცა დასახლებაში გაცილებით მეტი ბავშვი იზრდება.რაც შეეხება მოსწავლეებს,მოშორებით მდებარე სკოლებში უწევთ სიარული, რაც დამატებით ხარჯთანაა დაკავშირებული.ქალები საბავშვო მოედნების არ არსებობაზე და მისი გაკეთების საჭიროებაზეც საუბრობენ.კიდევ ერთი პრობლემა, რომლის დროული მოგვარების საჭიროებაც არსებობს, ესაა უპატრონო ძაღლები, რომლებიც ამ უბანში მრავლადაა და თავს დაუცველად გრძნობენ.

მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებმა გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემების ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები
ლილოში მდებარე მიუსაფართა თავშესაფარი ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა მომსახურებისთვის მზად არის

17 ოქტომბერი, 2017

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიუსაფართა თავშესაფარი, ზამთრის სეზონზე ბენეფიციართა...

მეტი

სიღნაღში ელენე ახვლედიანისა და ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

18 ოქტომბერი, 2017

სიღნაღის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დაარსებიდან 70, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებიდან 10 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სიღნაღში ელენე ახვლედიანის რეტროსპექტული გამოფენისა და ნიკო...

მეტი

ფოთში, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალ კანდიდატებს შორის დისკუსია გაიმართა

ფოთში, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალ კანდიდატებს შორის დისკუსია გაიმართა
14:21 | 8 ოქტომბერი, 2017

მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ფოთში მცხოვრებ ყრუთა და სმენადაკარგულთა კავშირის ბენეფიციარებს რამდენიმე სერიოზული პრობლემა აქვთ.უჭირთ ერთმანეთთან კომუნიკაცია, რადგან არ აქვთ ტელეფონები, რასაც უსახსრობის გამო ვერ იძენენ. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას კავშირში თარჯიმნის სიმცირე წარმოადგენს.

კავშირს მხოლოდ ერთი კაცი თარჯიმანი ჰყავს, რომელიც ერთდროულად ყველა ბენეფიციარს ვერ ემსახურება. გარდა ამისა, შშმ პირები ქალი თარჯიმნის დანიშვნასაც ითხოვენ, რადგან არის საკითხები, რომლის შესახებაც კაც თარჯიმანს ვერ ესაუბრებიან. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ წლებია მათგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ. ყოველ მოთხოვნაზე კი ხელისუფლება ბიუჯეტში ამ კუთხით თანხების გაუთვალისწინებლობას ასახელებს.

შშმ ქალები მათთვის საარჩევნო თემატიკაზე ტრენინგების ჩატარებასაც ითხოვენ. უსინათლო პირებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებაა ბრაილის შრიფტის შემსწავლელი კურსების ამოქმედება. მოუწესრიგებელი ტროტუარები, სადაც გადაადგილება უჭირთ. უსინათლოთა კავშირის ბენეფიციარეები 30 ლარიანი დახმარების 50 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.

ასევე ფოთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალები უპირველეს პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევენ. ისინი განსაკუთრებული სიმწვავით, საბავშვო ბაღისა და სკოლის საჭიროებაზე საუბრობენ. მართალია, ბაღი უკვე შენდება, მაგრამ როგორც აღნიშნეს, იგი 90 ბავშვზეა გათვალისწინებული, მაშინ როცა დასახლებაში გაცილებით მეტი ბავშვი იზრდება.რაც შეეხება მოსწავლეებს,მოშორებით მდებარე სკოლებში უწევთ სიარული, რაც დამატებით ხარჯთანაა დაკავშირებული.ქალები საბავშვო მოედნების არ არსებობაზე და მისი გაკეთების საჭიროებაზეც საუბრობენ.კიდევ ერთი პრობლემა, რომლის დროული მოგვარების საჭიროებაც არსებობს, ესაა უპატრონო ძაღლები, რომლებიც ამ უბანში მრავლადაა და თავს დაუცველად გრძნობენ.

მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებმა გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემების ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ავტორი: ადმინისტრატორი