თეთრუაშილი: გიორგი მამალაძე საპატრიარქოში თანამდებობაზე პატრიარქის სურვილით დაინიშნა

თეთრუაშილი: გიორგი მამალაძე საპატრიარქოში თანამდებობაზე პატრიარქის სურვილით დაინიშნა

პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მტკიცებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოში, ქონების მართვის ხელმძღვანელად პატრიარქის სურვილით დაინიშნა. ამის შესახებ თეთრუაშილი სასამართლო ჩვენებაში აცხადებს, რომელიც "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

შორენა თეთრუაშვილი განმარტავს, რომ პატრიარქის სურვილის შესახებ, რომ გიორგი მამალაძე საპატრიარქოში გადასულიყო სამუშაოდ მას პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა ამცნო.

"ქონების მართვის სამსახური 2015 წელს შეიქმნა. უწმინდესი ისვენებდა ქობულეთში თუ არ ვცდები და იქედან რომ დაბრუნდა ჩემთან მოვიდა სოსო ოხანაშილი და მითხრა, რომ უწმინდესმა გადაწყვიტა, მამა გიორგი მამალაძე ჩვენთან დაინიშნოსო და სოფლის მეურნეობის განყოფილება ჩაბარდესო. იმის გამო, რომ ამ განყოფილებში რამდენიმე თვის წინ დანიშნული იყო პიროვნება, უბრალოდ უხერხული სიტუაცის იქმნებოდა. შევთავაზე - ჩვენ ხომ ისედაც გვინდა შეიქმნას ქონების მართვის სამსახური, ხომ არ ჯობია, რომ იქ დაინიშნოს სადაც ვაკანსიაა, თუ თქვენ მას ასეთ ნდობას უცხადებთ, ჰკითხეთ პატრიაქრს და თუ ჩათვლის საჭიროდ, როგორც გადაწყვეტს ისე ვიმოქმედოთ. ავიდა სოსო პატრიარქთან, ჩამოვიდა და თქვა, რომ კი, ყველაფერი გადაწყდა ისე, რომ დაინიშნოს ქონების მართვის სამსახურში ხელმძღვანელად მამალაძეო. შემდეგ კი დაიწერა ბრძანება",- აცხადებს თეთრუაშილი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა 1 სექტემბერს დაასრულა ათტომეული ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა და ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

"გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან" - ქართული ჩაის საკოლექციო გამოშვება "გურიელისგან"

"გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან" - ქართული ჩაის საკოლექციო გამოშვება "გურიელისგან"

3 საათის წინ

პროექტის მიზანია  2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, კულტურული მემკვიდრეობის და ჩაის საექსპორტო პოტენციალის წარმოდგენა. საკოლექციო გამოშვება „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ მოიცავს ჩაის...

USD 2.4671
EUR 3.0375
GBP 3.4475
TRY 0.6517