დეკანოზს იმაზე მეტი უფლებები მიეცა, ვიდრე ქორეპისკოპოსს ჰქონდა - თეთრუაშილმა დუმილი დაარღვია

ადმინისტრატორი

საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის შორენა თეთრრუაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საპატრიარქოში იმაზე მეტი უფლებები მიეცა, ვიდრე, თუნდაც ქორეპისკოპოსს ჰქონდა. ამის შესახებ თეთრუაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომლის ჩანაწერსაც "რუსთავი 2" ავრცელებს.

შორენა თეთრუაშვილი ჰყვება, რომ მამა გიორგი მამალაძის თბილისში გადმოსვლის და საპატრიარქოში მისი შესაძლო დანიშნის შესახებ მას სოსო ოხანაშილმა აცნობა.

"ქონების მართვის სამსახური 2015 წელს შეიქმნა. უწმინდესი ისვენებდა ქობულეთში თუ არ ვცდები და იქედან რომ დაბრუნდა ჩემთან მოვიდა სოსო ოხანაშილი და მითხრა, რომ უწმინდესმა გადაწყვიტა, მამა გიორგი მამალაძე ჩვენთან დაინიშნოსო და სოფლის მეურნეობის განყოფილება ჩაბარდესო. იმის გამო, რომ ამ განყოფილებში რამდენიმე თვის წინ დანიშნული იყო პიროვნება, უბრალოდ უხერხული სიტუაცის იქმნებოდა. შევთავაზე - ჩვენ ხომ ისედაც გვინდა შეიქმნას ქონების მართვის სამსახური, ხომ არ ჯობია, რომ იქ დაინიშნოს სადაც ვაკანსიაა, თუ თქვენ მას ასეთ ნდობას უცხადებთ, ჰკითხეთ პატრიაქრს და თუ ჩათვლის საჭიროდ, როგორც გადაწყვეტს ისე ვიმოქმედოთ. ავიდა სოსო პატრიარქთან, ჩამოვიდა და თქვა, რომ კი, ყველაფერი გადაწყდა ისე, რომ დაინიშნოს ქონების მართვის სამსახურში ხელმძღვანელად მამალაძეო. შემდეგ კი დაიწერა ბრძანება",- აცხადებს თეთრუაშილი.

მისივე თქმით, "მანამდე ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ხელს აწერდა ქორეპისკოპოსი იაკობი და მისი ხელმოწერილი წერილები მიდიოდა ხელისუფლებაში".

"ასეთი შეთანხმება იყო, რომ ეს წერილები მეუფე იაკობს უნდა გადაეგზავნა. მერე მოხდა ეგეთი, რამ უსიამოვნება შეიქმნა იოსებ ოხანაშილსა და მეუფე იაკობს შორის. მეუფე იაკობის ამის მერე აღარ მოდიოდა საპატრიარქოში. შემდეგ დაისვა საკითხი თუ ვინ იქნებოდა ის საკითხი, ვინც ხელს მოაწერდა. ამან გამოიწვია პრობლემა. მამა გიორგის მიეცა იმაზე მეტი უფლებები ვიდრე თუნდაც ქორეპისკოპოსს ჰქონდა. ისე გამოდიოდა,რომ მამა გიორგი ზემდეტად გამოირჩეოდა",- განაცხადა თეთრუაშვილმა.

პატრიარქის მდივან-რეფერენტის განცხადებით, სწორედ ამას მოჰყვა საპატრიარქოში დაპირისპირება.

"პატრიარქი კი არ შეცდა, ვერ გაითვალისწინა ის შედეგი, რა შედეგიც მოყვა ამას. რა შედეგს ვგულისხმობ იცით, რომ კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის წარმომადგენლობითი უფლება აქვს, კათოლიკოს-პატრიარქს, ქორეპისკოპოსს და მდივანს და რაკი მამა გიორგი მამალაძე არ იყო მდივანი და ამ ფუნქციით აღიჭურვა, ამან სამართლებრივადაც შექმნა პრობლემა და ეს მდგომარეობა სხვებისთვის გახდა სალაპარაკო თემა, სხვა ეპისკოპოსებისთვის. უწმინდესს შეეძლო, ეს უფლებამოსილება დაეტოვებინა, მაგრამ კანონთან მიმართებაში ხდებოდა აცდენა. შემდეგ უკვე ეპისკოპოსების განწყობა არ იყო მაინცდამაინც ისეთი სასურველი და ამან გამოიწვია ის მდგომარეობა, რომ იგზავნებოდა წერილები ჩვენგან, საპატრიარქოდან მთავრობაში ვეღარ არეგულირებდა, ვისი ხელმოწერა უნდა გაეთვალისწინებინა. როდესაც ეუბნებოდნენ, სამართლებრივად არ აქვს მას ამის უფლება, თუმცა პატრიარქმა მიანიჭა ეს უფლება, მაგრამ კონსტიტუციური შეთანხმებით არ ჰქონდა ამისი უფლება, ეს ქმნიდა დისკომფორტს და რაკი გარკვეული ურთიერთობებიც არ აეწყო მაინცდამაინც, ამიტომ გახდა ეს საპრობლემო თემა, რომ ამ ადამიანის ამ უფლებებით აღჭურვა ჩაითვალა ზედმეტად მისი უფლებების გაზრდად, თუმცა, მას თავისუფლად შეეძლო, ეს უფლებები არ ჰქონოდა და პრობლემებიც ნაკლებები იქნებოდა, შემოსაზღვრულიყო იმ ფუნქციით, რითაც თავიდან დაინიშნა", - განაცხადა შორენა თეთრუაშვილმა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასამართლო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების რეალურ სტატისტიკაზე

19 ოქტომბერი, 2017

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების რეალურ სტატისტიკაზე ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ისაუბრა. Jandacvis Saministro The post დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების...

მეტი

ბათუმში

ბათუმში "სასცენო მოძრაობისა და რიტმიკის სწავლება თანამედროვე პრაქტიკაში" მასტერკლასები ჩატარდა

19 ოქტომბერი, 2017

18 ოქტომბერს სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგებმა დოდო ჩოგოვაძემ და შოთა გეგიაძემ სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ჩაატარეს მასტერკლასები „სასცენო...

მეტი

დეკანოზს იმაზე მეტი უფლებები მიეცა, ვიდრე ქორეპისკოპოსს ჰქონდა - თეთრუაშილმა დუმილი დაარღვია

დეკანოზს იმაზე მეტი უფლებები მიეცა, ვიდრე ქორეპისკოპოსს ჰქონდა - თეთრუაშილმა დუმილი დაარღვია
22:57 | 30 სექტემბერი, 2017

შორენა თეთრუაშვილი ჰყვება, რომ მამა გიორგი მამალაძის თბილისში გადმოსვლის და საპატრიარქოში მისი შესაძლო დანიშნის შესახებ მას სოსო ოხანაშილმა აცნობა.

"ქონების მართვის სამსახური 2015 წელს შეიქმნა. უწმინდესი ისვენებდა ქობულეთში თუ არ ვცდები და იქედან რომ დაბრუნდა ჩემთან მოვიდა სოსო ოხანაშილი და მითხრა, რომ უწმინდესმა გადაწყვიტა, მამა გიორგი მამალაძე ჩვენთან დაინიშნოსო და სოფლის მეურნეობის განყოფილება ჩაბარდესო. იმის გამო, რომ ამ განყოფილებში რამდენიმე თვის წინ დანიშნული იყო პიროვნება, უბრალოდ უხერხული სიტუაცის იქმნებოდა. შევთავაზე - ჩვენ ხომ ისედაც გვინდა შეიქმნას ქონების მართვის სამსახური, ხომ არ ჯობია, რომ იქ დაინიშნოს სადაც ვაკანსიაა, თუ თქვენ მას ასეთ ნდობას უცხადებთ, ჰკითხეთ პატრიაქრს და თუ ჩათვლის საჭიროდ, როგორც გადაწყვეტს ისე ვიმოქმედოთ. ავიდა სოსო პატრიარქთან, ჩამოვიდა და თქვა, რომ კი, ყველაფერი გადაწყდა ისე, რომ დაინიშნოს ქონების მართვის სამსახურში ხელმძღვანელად მამალაძეო. შემდეგ კი დაიწერა ბრძანება",- აცხადებს თეთრუაშილი.

მისივე თქმით, "მანამდე ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ხელს აწერდა ქორეპისკოპოსი იაკობი და მისი ხელმოწერილი წერილები მიდიოდა ხელისუფლებაში".

"ასეთი შეთანხმება იყო, რომ ეს წერილები მეუფე იაკობს უნდა გადაეგზავნა. მერე მოხდა ეგეთი, რამ უსიამოვნება შეიქმნა იოსებ ოხანაშილსა და მეუფე იაკობს შორის. მეუფე იაკობის ამის მერე აღარ მოდიოდა საპატრიარქოში. შემდეგ დაისვა საკითხი თუ ვინ იქნებოდა ის საკითხი, ვინც ხელს მოაწერდა. ამან გამოიწვია პრობლემა. მამა გიორგის მიეცა იმაზე მეტი უფლებები ვიდრე თუნდაც ქორეპისკოპოსს ჰქონდა. ისე გამოდიოდა,რომ მამა გიორგი ზემდეტად გამოირჩეოდა",- განაცხადა თეთრუაშვილმა.

პატრიარქის მდივან-რეფერენტის განცხადებით, სწორედ ამას მოჰყვა საპატრიარქოში დაპირისპირება.

"პატრიარქი კი არ შეცდა, ვერ გაითვალისწინა ის შედეგი, რა შედეგიც მოყვა ამას. რა შედეგს ვგულისხმობ იცით, რომ კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის წარმომადგენლობითი უფლება აქვს, კათოლიკოს-პატრიარქს, ქორეპისკოპოსს და მდივანს და რაკი მამა გიორგი მამალაძე არ იყო მდივანი და ამ ფუნქციით აღიჭურვა, ამან სამართლებრივადაც შექმნა პრობლემა და ეს მდგომარეობა სხვებისთვის გახდა სალაპარაკო თემა, სხვა ეპისკოპოსებისთვის. უწმინდესს შეეძლო, ეს უფლებამოსილება დაეტოვებინა, მაგრამ კანონთან მიმართებაში ხდებოდა აცდენა. შემდეგ უკვე ეპისკოპოსების განწყობა არ იყო მაინცდამაინც ისეთი სასურველი და ამან გამოიწვია ის მდგომარეობა, რომ იგზავნებოდა წერილები ჩვენგან, საპატრიარქოდან მთავრობაში ვეღარ არეგულირებდა, ვისი ხელმოწერა უნდა გაეთვალისწინებინა. როდესაც ეუბნებოდნენ, სამართლებრივად არ აქვს მას ამის უფლება, თუმცა პატრიარქმა მიანიჭა ეს უფლება, მაგრამ კონსტიტუციური შეთანხმებით არ ჰქონდა ამისი უფლება, ეს ქმნიდა დისკომფორტს და რაკი გარკვეული ურთიერთობებიც არ აეწყო მაინცდამაინც, ამიტომ გახდა ეს საპრობლემო თემა, რომ ამ ადამიანის ამ უფლებებით აღჭურვა ჩაითვალა ზედმეტად მისი უფლებების გაზრდად, თუმცა, მას თავისუფლად შეეძლო, ეს უფლებები არ ჰქონოდა და პრობლემებიც ნაკლებები იქნებოდა, შემოსაზღვრულიყო იმ ფუნქციით, რითაც თავიდან დაინიშნა", - განაცხადა შორენა თეთრუაშვილმა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასამართლო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ავტორი: ადმინისტრატორი