შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი საიას

შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი საიას

შსს  28 სექტემბერს ააიპ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობას საქართველოში განმარტებას აკეთებს. 

მასში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოთხოვნილ 7 განცხადებაზე ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით უარი განაცხადა.

როგორც შსს განმარტავს: 2017 წლის განმავლობაში, ააიპ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ შსს-ში ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გამოგზავნილი იყო 13 წერილი, რომელთაგან 6 სრულად დაკმაყოფილდა. რაც შეეხება დანარჩენ 7 წერილს:

• 2 წერილი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ერთი წერილი შეიცავდა მოთხოვნას საიდუმლო ინფორმაციის თაობაზე, რომლის გაცემაც შეზღუდულია კანონით. მეორე წერილის შემთხვევაში კი ინფორმაცია მოთხოვნილი ფორმით არ იყო დაცული შს სამინისტროში და აქედან გამომდინარე, მისი გაცემა შეუძლებელი იყო.

• 3 წერილი არ განეკუთვნებოდა შსს-ს კომპეტენციას. კერძოდ, 2 მათგანი შედის პროკურატურის კომპეტენციაში, ხოლო 1 - საქართველოს რკინიგზის. • 2 წერილი შეეხებოდა 2016-2017 წლებში შსს-ში განხორციელებული საკადრო ხასიათის ცვლილებების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაცემას, რაც ვერ დაკმაყოფილდა, გამომდინარე იქედან, რომ შსს-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ინფორმაცია მოთხოვნილი ფორმით არ არის დაცული, ხოლო არსებულის დამუშავება მოითხოვს, ფაქტობრივად, ყოველი დოკუმენტის/ბრძანების ხელით გადარჩევას, რაც არაპროპორციულად დიდ რესურსსა და დროს საჭიროებს, რისი შესაძლებლობაც შსს-ში მიმდინარე ცვლილებების ფონზე დეპარტამენტს არ გააჩნია.

ზუგდიდის პროკურატურასთან პაპუნა ნანეიშვილის საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის პროკურატურასთან პაპუნა ნანეიშვილის საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

6 საათის წინ

პატიმრის ახლობლების ინფორმაციით, ნანეიშვილს იარაღი არ ქონია და სამართალდამცველებმა ჩაუდეს. მათივე თქმით, პატიმარი 24-ე დღეა შიმშილობს და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. პაპუნა ნანეიშვილი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით არის...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085