"არანაირი სხვა ნიშანი, კადრებს შევარჩევთ მხოლოდ პროფესიონალიზმით! - ინტერვიუ ლაშა კომახიძესთან

ადმინისტრატორი

“მხოლოდ საკუთარი აზრი ვერ იქნება სწორი, ის ყოველთვის სხვასთან დიალოგში იხვეწება” - აცხადებს „აიპრესთან“ ინტერვიუში ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ლაშა კომახიძე.

როგორ აპირებს მერად არჩევის შემთხვევაში საკადრო პოლიტიკის მოწყობას, რა პრიორიტეტები აქვს და ვიხილავთ თუ არა ვიცე-მერად ქალს - ამ ყველაფერზე ლაშა კომახიძე „აიპრესთან“ საუბრობს.

არჩევნების დროს, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე კადრები და საკადრო პოლიტიკა. მერად არჩევის შემთხვევაში, საკმაოდ დიდი სტრუქტურის გადაბარება მოგიხდებათ. ალბათ დაგჭირდებათ ამ საკადრო ცვლილებების განხორციელებაც. მუდმივად აპელირებენ ხოლმე იმაზე, ვინ ვისი კადრია და ვინ ვის დროს მუშაობდა. როგორი იქნება თქვენი საკადრო პოლიტიკა?

- საკადრო პოლიტიკა ჩემთვის ცალკე განყენებულად არ დგას. არის ქალაქის განვითარების პროგრამა, სტრატეგია, ნაწილობრივ არსებობს ტექნიკური დავალება ქალაქის განვითრების გენერალური გეგმის და შემდეგ ეს გეგმა მოითხოვს უკვე განხორციელებას მომავალში. მერიის, როგორც უწყების ორგანიზაციული მოწყობა, მისი სტრუქტურა, მისი დაკომპლექტება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გამოწვევები გვექნება იმ პროგრამით, რომლითაც მოვდივართ და იმ გენერალური გეგმით, რომელიც დაიდება.

მერია თავისი შემადგენლობით, თავისი სტრუქტურით და ორგანიზაციული მოწყობით უნდა პასუხობდეს იმ დასახულ ამოცანებს, რისი მიღწევაც გადაწყვეტილია და რაც მე მაქვს ჩემს პროგრამაში წარმოდგენილი. ამიტომ, პირველი რასაც გავაკეთებ, ეს არის სწორედ ამ ჭრილში განხილვა არსებული მდგომარეობის, შეფასება ეფექტურობის, რამდენად პასუხობენ თანამშრომლები, მათი კვალიფიკაცია არსებულ გამოწვევებს და მხოლოდ ამაზე დაყრდნობით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, საჭიროებს თუ არა მერია გარკვეულ ინსტიტუციურ ცვლილებებს.

მე ახლოს არ ვიცნობ არსებულ კადრებს, რამდენიმეს გამოკლებით, ამიტომ დამჭირდება გარკვეული დრო, რომ სწორად, ობიექტურად მოხდეს ამ კუთხით თანამშრომლების შეფასება.

პოლიტიკური ნიშნით კადრების გამორჩევაზე ხშირად ისმის ხოლმე პრეტენზიები ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

არავითარ შემთხვევაში არ იქნება გარჩევა რაიმე ნიშნის მიხედვით, ამოსავალი წერტილი იქნება პროფესიონალიზმი, ეს არ არის მხოლოდ დაპირება, ეს არ არის მხოლოდ განცხადება! მე დაახლოებით იგივე პერიოდი გამოვიარე, მსგავსი რამ გავაკეთე 1 წლის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, როდესაც დავინიშნე მინისტრის პოზიციაზე, დაახლოებით 4-5 თვე ამ პროცესებს დავუთმე, რის შედეგადაც დავდე სამინისტროს ახალი ინსტიტუციური მოწყობის გეგმა. ჩატარდა რამდენიმეჯერ კონკურსები მაღალ პოზიციებზე, სადაც სწორედ პროფესიონალიზმის ნიშნით შევარჩიეთ კადრები.

სამინისტროს ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ჩემს კარიერაში არასდროს ყოფილა ადამიანების ნიშნის მიხედვით გადარჩევა. გარდა მათი პროფესიონალური უნარებისა, ჩემთვის აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხარისხიანად და სწრაფად დამეხმარებიან ისინი დასახული მიზნების მიღწევაში.

- როდესაც პარტიებმა სხვადასხვა რეგიონში კანდიდატები დაასახელეს, "ქართულ ოცნებას" სულ ორი ქალი ჰყავდა დასახელებული, ძალიან ცოტაა ქალების ხვედრითი წილი, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ქალების მიმართ?

- კარგი კითხვაა, გენდერულ ჭრილში ალბათ ხო? კითხვა ისე იყო დასმული რომ, ფართო ფანტაზიის საშუალებას იძლევა. მოგახსენებთ, მე მოვდივარ არასამთავრობო სექტორიდან, 8 წლის განმავლობაში ვმუშაობდი გაეროს განვითარების პროგრამაში, სადაც სწორედ გენდერული საკითხები ერთ-ერთი სერიოზული და მნიშვნელოვანი თემაა, აბსოლუტურად ვიზიარებ ამ ფასეულობებს. ქალებს ძალიან ხშირად, კაცებზე ბევრად უკეთესი გადაწყვეტილებები აქვთ ხოლმე, მათი ანალიტიკა ხშირად იმდენად საოცარია, რომ ჩვენ პირიქით, იქით უნდა ვისწავლოთ ქალებისგან. ამიტომ, ჩემთან ეს პრობლემა არ არის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში 1 წლის განმავლობაში მე მგონი უფრო მეტი ქალი დაინიშნა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, დეპარტამენტის უფროსებად.

მე არ მაქვს გამიზნული, რომ აუცილებლად ამდენი პროცენტი უნდა იყოს ქალი, ასეთი მოჭრით მიდგომა არასწორად მიმაჩნია. ზედმეტი გამორჩევაც დისკრიმინაციაა, ვიდრე საერთოდ არ გათვალისწინება. ეს ჩემთვის საერთოდ თემაც არ არის, აბსოლუტურად თანაბრად... მე თვითონ ყოველთვის ვიხრები იქითკენ, რომ ჭკვიან, მიზანდასახულ და ძლიერ ქალს გამარჯვებასა და მიზნის მიღწევაში გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე კაცს.

-ვინ იცის, ვიცე-მერად შეიძლება ქალიც ვიხილოთ...

-ვერაფერს გეტყვით.

მე მგონი გურამ დოჩანაშვილს აქვს, რომ რა ჯობია ერთ კარგ განათლებულ კაცს, რომ არ სვამს, სიგარეტს არ ეწევა, პასუხია, რა ჯობია და ერთი კარგი ქალი.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ახსენეთ ინტერვიუს დასაწყისში - ეს არის გენგეგმა, რომელიც არა მარტო ბათუმისთვის, არამედ თბილისისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ ყოველ წელს ხდება ამ გენგეგმების განახლება, თბილისის მაგალითზე ზუსტად შემიძლია ვთქვა ეს. სამაგიეროდ, მუდმივად ჭირს დოკუმენტით მოცემული კონცეფციის აღსრულება და ზუსტი გათვლების გაკეთება, სად რა ჭირდება ქალაქს. როგორ აპირებთ ამ გენგეგმის განხორციელებას, ისევ განახლებას აპირებთ, გადახედვას, თუ რა გაქვთ პრიორიტეტად ?

- გეთანხმებით, რომ გენგეგმა არის ძალიან სერიოზული დოკუმენტი და მე არ მიკვირს თუკი ხშირად ხდება მისი გადახედვა და განახლება, რადგან ეს ალბათ ხდება ერთი სურვილით, შემუშავდეს ისეთი დონის დოკუმენტი, სადაც არაფერი იქნება გამორჩენილი და მთლიანად ასახავს საჭიროებებს.
რას ვაპირებ მე: პირველ რიგში, დამიჯერეთ, ეს არის ურთულესი პროცესი, ჩემს პროგრამაში დიდი ადგილი ეთმობა ისეთ თემებს, როგორიც არის ქალაქის ფუნქციონალური პროფილის განსაზღვრა/ ქალაქი თავისთავად არ არსებობს, ქალაქი არსებობს რაღაც გარკვეული ორგანიზაციების ხარჯზე, რომლებიც განაპირობებენ ქალაქის არსებობას.

მაგალითად, ისტორიულად ბათუმს მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში მთავარი დატვირთვა პორტიდან და ნავთობის გადაზიდვებიდან გამომდინარე ჰქონდა.

მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის პირობებში, ბათუმს ჰქონდა სამრეწველო ქალაქის ფუნქცია. აქ მუშაობდა ძალიან ბევრი ქარხანა - გემთმშენებელი, ნავთობგადამამუშავებელი, მანქანათმშენებელი, რეზინის ქარხანა, ციტრუსის, თამბაქოს... ბევრი ქარხანა, ბათუმის გარეთ ფუნქციონირებდა და ქალაქს ჰქონდა სამრეწველო დანიშნულება.

დიდი ხანია უკვე ბათუმმა ეს ფუნქცია დაკარგა...

90-იან წლებში ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფრის ნგრევა, რადგან გვეგონა, რომ თუკი ქარხანას დავანგრევდით, უფრო სწრაფად დავანგრევდით საბჭოთა კავშირს ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა იმ დროინდელმა თაობამ, როდესაც პირწმინდად გაანადგურა წარმოების საშუალებები და ჯართად გაყიდა.

ყველაზე დიდი დანაშაული და შეცდომა მაშინ ის იყო, რომ ქალაქმა ამ გზით დაკარგა ფუნქცია, ქალაქმა დაიყწო დაცარიელება სწორედ იმიტომ, რომ მას აღარ ჰქონდა ფუნქცია.

ბათუმიდან იმ დროს წავიდა ძალიან ბევრი ბერძენი, სომეხი, რუსი, მაგრამ მიზეზი ის კი არ იყო, რომ მათ ეთნიკური ნიშნით ვინმე ავიწროვებდა, ამ ხალხმა დაკარგა სამუშაო ადგილები ქარხნებსა და ორგანიზაციებში. ახალი სამუშაო ადგილების საშოვნელად წავიდნენ.

2004 წლიდან, ცოტა ადრეც, დაიწყო ბათუმისათვის ტურისტული ფუნქციის მინიჭება. დღეს ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როცა ბათუმს აქვს მკვეთრად გამოხატული ტურისტული ფუნქცია, მაგრამ ვერ ვხედავთ მის სხვა მკვეთრად გამოხატულ ფუნქციებს და ამ დროს საჭიროა მათი გამოკვეთა, ჩვენს ქალაქს გააჩნია ბევრი პოტენციალი, საჭიროა ამ პოტენციალის გამოტანა მისი კარგად გააზრება, ქალაქის დანახვა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში, არამედ რეგინალურად შეხედვა, იმიტომ, რომ ბათუმის გავლენა, როგორც ქალაქის, ვრცელდება მთელს რეგიონზე ,მათ შორის მეზობელ რესპუბლიკებს ვგულისხმობ, კავკასიასა და თურქეთსაც ვგულისხმობ, ამიტომ, ამ ყველაფრის ანალიზის საფუძველზე ბათუმს თუ რა ახალი ფუნქციების შემატება შეუძლია, იმიტომ რომ მონო ფუნქციის მატარებელი ქალაქი, მხოლოდ ტურისტული ფუნქციით არის ძალიან სახიფათო, და მყარად ვერ იქნება ვერასოდეს, ამიტომ, საჭიროა ამის კარგად დანახვა და სწორად განსაზღვრა, თუ რა ტიპის ფუნქციებში აქვს ბათუმს პერსპექტივა და ამაზე დაყრდნობით შმედეგ ქალაქის გენერალური გეგმის აგება.
 
-ანუ თქვენ თვლით, რომ ჯერ საჭიროა სახელმწიფო ბიზნეს-ინვესტიციების მიმართულებით ხედვა და შემდეგ უკვე განხორციელება?

-ჯერ საჭიროა ქალაქის ფუნქციების სწორად დანახვა, გააზრება და მას შემდეგ, რაც გავიგებთ, რა ფუნქციების მატარებელია ქალაქი და რა შეიძლება იყოს დამატებით, გარდა ტურიზმისა, კონცეფციის ჩამოყალიბება. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ეს არის მსუბუქი მრეწველობის მიმართულება. გენერალური გეგმის ტექნიკური დავალება უკვე შემუშავებულია, ის გადაგზავნილი აქვს შესწავლისათვის საკრებულოს. სავარაუდოდ, ძალიან სერიოზულ, მუშა, ქმედით გენერალურ გეგმას საბოლოოდ, დაახლოებით 2018 წლის ბოლოსთვის მივიღებთ. 

-ძალიან მნიშვნელოვანია ოპონენტებთან ურთიერთობა. პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, თანამდებობის პირები სხვადასხვა სტილს ირჩევენ. ზოგი აგრესიულია, ზოგი შეურაცხყოფაზეც გადადის, ზოგი კონსტრუქციულია და დიალოგს ემხრობა. თქვენ თუ გიფიქრიათ ამაზე, როგორი იქნება თქვენი საურთიერთობო ენა, რადგან საკრებულოშიც იქნებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები

-საღი, კრიტიკული აზრი ეს ის არის, რომელსაც მე პირიქით ვასტიმულირებ. ეს არის ჩემი მუშაობის სტილი. მე ხანგრძლივი სამუშაო პრაქტიკა მაქვს, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის და ვიცი, რომ მხოლოდ საკუთარი აზრი ვერ იქნება ვერასოდეს ერთადერთი და სწორი, ის ყოველთვის უკეთესი ხდება და იხვეწება სხვასთან დიალოგში.

ყოველთვის ვარ მომხრე იმისა, რომ ნებისმიერი დოკუმენტი იქნება, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა ყველაფერს არ ეკუთვნის ეს, მაგრამ რაშიც საჭიროა საჯარო ჩართულობა, ყოველთვის ფართო განხილვის ობიექტი გახდეს, როგორც პროფესიული, ისე საზოგადოებრივი წრეები ჩაერთოს ასეთი ტიპის დოკუმენტების განხილვაში, გამოთქვან საკუთარი შენიშვნები, მიიღონ ამაში მონაწილეობა. ეს იყო ყოველთვის ჩემი მუშაობის სტილი, ასე გაგრძელდება მერად არჩევის შემთხვევაშიც, რადგან საზოგადოება , მოქალაქეები ეს თვითმმართველობის კოდექსით არის განსაზღვრული, აუცილებლად ძალიან შინაარსიანად, ღრმად უნდა იყვნენ ჩართულები ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში.

-უნდა იყვნენ, თუმცა ნაკლებად არიან ჩართულები, თითქმის არ არიან...

-მე ვსაუბრობ იმაზე, როგორ იქნება ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში. ახლაც მუშაობს მერიაში მრჩეველთა საბჭოები, მერიას საკმაო კონტაქტები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. ნამდვილად არ ვიცი, რამდენად ეფექტურად მიდის მათ შორის ეს კომუნიკაცია, ახლა ამის შეფასებისგან თავს შევიკავებდი, უბრალოდ ვიტყოდი, როგორ წარმომიდგენია ეს მუშაობა სამოქალაქო სექტორთან.

-ყველაზე მეტად, რაზეც მერებს და ჯანდაცვის მინისტრებს აწუხებენ, ეს არის სოციალური საკითხები. ყველაზე მეტი წერილი, როგორც ყოველთვის, შედის ხოლმე პრობლემებით. თუ გეცანით ამ სოციალურ ამბებს, რა მდგომარეობაა, რისი შეცვლა დაგიჭრდებათ, რას აპირებთ?

-2013 წლიდან დღემდე, ბათუმის მერიაში სოციალური პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 80%-ით, საკმაოდ სერიოზული პაკეტია, რომელსაც დღეს იყენებენ. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მერიის პროგრამები. ჩვენთან რეგიონში მოქმედებს ასევე ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული და მსხვილი პაკეტი სოციალური კუთხით სხვადასხვა ტიპის პროგრამების. ვფიქრობ, აუცილებლად რასაც გავაკეთებთ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გადავხედავთ ყველა პროგრამას და მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, თუ რომელი პროგრამა სად უნდა იყოს, ვგულისხმობ მერიაში უნდა იყოს, თუ ჯანდაცვის სამინისტროში, და როგორ შეიძლება უფრო ეფექტურად გადავანაწილოთ ფუნქციები, ჩვენს სოციალურ პროგრამებსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ პროგრამებს შორის.

იგივე შემიძლია გითხრათ განათლების, კულტურის კუთხით, ვინაიდან არის საკითხები, რომელიც კარგი, მჭიდრო კოორდინაციით, ერთად მიდგომით, დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება გაკეთდეს.

მე მაქვს ამის შესახებ გარკვეული მოსაზრებები, თუმცა ახლა ამაზე მსჯელობა ძალიან შორს წაგვიყვანს, და კონკრეტული დეტალებისგან თავს შევიკავებ.

-ძალიან მნიშვნელოვანია საქალაქო ტრანსპორტის ნორმალურად ფუნქციონირება, ადამიანების ნორმალური ყოფისთვის. საუბარია როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე საცობების, პარკინგების პრობლების მოგვარებაზე, თუ გაქვთ რაიმე კონცეფცია ამასთან დაკავშირებით?

-მაქვს და ამ საკითხში მთლიანად ვეყრდნობი ჩემი ყოფილი კოლეგების ნამუშევარს გაეროს განვითარების პროგრამიდან, ვინაიდან ისინი ახორციელებენ დღეს ქალაქ ბათუმის მერიასთან ერთად პროექტს, „ბათუმი - მწვანე ქალაქი“, რომელიც მიმართულია გამონაბოლქვის შემცირებისაკენ ქალაქში და ეს პროექტი სხვადასხვა საკითხებთან ერთად განიხილავს ბათუმში სატრანსპორტო ნაკადების სწორად მართვას, მათ შორის, საცობების, ქუჩების განტვირთვის და ა.შ.

იქ არის ძალიან ბევრი კონკრეტული მონახაზი, მოდელირებები. გეგმა შემოთავაზებულია საუკეთესო მსოფლიო დონის ურბანიტების მიერ. ვფიქრობ, ის ძალიან მალე გახდება ბათუმის მერიისა და საკრებულოს განხილვის საგანი, და იქ მოყვანილი ძალიან ბევრი იდეის რეალიზაცია შეიძლება.

მაგალითად, შემიძლია მოგიყვანოთ სპეციალური სატრანსპორტო ხაზი მუნიციპალირი ტრანსპორტისათვის, ე.წ. ბასლაინები, რომელზეც მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს. ეს ხაზი მომყავს როგორც მაგალითი, არ ვამბობ 100%-იანი გადაწყვეტილებით. ყველაფერი დამუშავებას მოითხოვს.

მნიშვნელოვანია ასევე სატრანსპორტო ტერმინალების შექმნა ქალაქის შესასვლელებში იმისათვის, რომ რაიონებიდან წამოსული ტრანსპორტი მთლიანად ქალაქში კი არ შემოდიოდეს, არამედ ქალაქის დასაწყისში ცლიდეს მგზავრებს, საიდანაც უკვე მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს.

ამავე სტრატეგიაში შედის პარკინგ ზონების გაკეთება და პარკირების განსხვავებული ტარიფების შემოღება ქალაქის სხვადასხვა უბნებში, მათი სატრანსპორტო გადატვირთულობის მიხედვით. ასევე ველო ბილიკები, რომლებიც ქალაქში არის, მაგრამ არ არის შეკრული. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არა მხოლოდ ველობილიკებია, შეიძლება ბრწყინვალედ იყოს გამოყენებული შშმ პირებისათვის, ვინც ეტლით გადაადგილდება, მაგრამ ხშირად გვაქვს ადაპტაციის პრობლემა, ველობილიკი რომ სრულდება ტროტუართან, გზა არის გადასაკვეთი მეორე ტროტუარზე გადასასვლელად. ასეთი ნიუანსები გასათვალისწინებელია.

ჩვენს ქალაქს აქვს ძალიან კარგი გეოგრაფიული მოწყობა, ერთ სიბრტყეზეა, და შესანიშნავად შეიძლება იყოს ადაპტირებული შშმ პირებზე, რაც ჯერ ერთი, აქ, ადგილზე მცხოვრებ შშმ პირებს გაუადვილებს ცხოვრებას და ისინი ამას იმსახურებენ, და მეორეს მხრივ, არის შესანიშნავი საშუალება ინკლუზიური ტურიზმისათვის, მოვიზიდოთ ტურისტული მიზნით ასეთი პირები ჩვენს ქალაქში.

-თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ამას ბუნებრივია ბიუჯეტი სჭირდება, თუ გადახედეთ წინა წლების ბიუჯეტს და დაკორექტირებას, პრიორიტეტების შეცვლას.

- ჯერ 2018 წლის ბიუჯეტი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის, წინა წლების ბიუჯეტში განსაკუთრებულად პრიორიტეტული იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს ბუნებრივიც არის და გასაგებიც, მაგრამ, რა თქმა უნდა ეტაპები იცვლება, იცვლება პრიორიტეტულობა , ჯერ დაველოდები როგორ ჩამოყალიბდება 2018 წლის ბიუჯეტი და იმის მიხედვით გეტყვით.
რაც შეხება იმას, რომ პროგრამაში მოყვანილ ბევრ აქტივობას სჭირდება თავისი ბიუჯეტი, აბსოლუტურად გეთანხმებით, მე გავდივარ კონსულტაციებს ეკონოიკის სამინისტროსთან ამის თაობაზე, ქალაქის საკუთრი ბიუჯეტი დიდი არ არის იმ პროექტებისათვის, რაც გვაქვს, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში ტრანსფერს, როგორც ცენტრალური, ისე აჭარის მთვრობის ბიუჯეტიდან,

-ბათუმი არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტურისტული ზონა საქართველოში და ადგილობრივ ბიუჯეტში სოლიდური თანხა შემოდის სათამაშო ბიზნესიდან, რომელზეც მუდმივად არის აზრთა სხვადასხვაობა. როგორ ფიქრობ, უნდა იყოს ეს ბიზნესი თუ არ უნდა იყოს? თქვენი აზრით, კარგია და კიდევ უფრო მეტი თანხა შეიძლება იყოს მოძიებული აქედან თუ პირიქით? თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს საკამათო სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით.

-ეს არის ტურისტული ფუნქციების შემდგომი განვითრების განუყოფელი ნაწილი, რადგან ძალიან ხშირად სწორედ სათამაშო ბიზნესით დაინტერესებული პირები ხსნიან სასტუმროებს ჩვენ ქალაქში, ვინადაინ ამაზე გვაქვს გარკვეული ტიპის შეღავათები მიცემული.

ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოსაკრებელი სერიოზული წილი არის ქალაქის შემოსავლების. რა თქმა უნდა ეს ყოველთვის იქნება ორმხრივი განსჯის საგანი, ძალიან რთულია ამაზე ცალმხრივი პასუხის გაცემა, ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეალობაში, მივდივართ ამ მიმართულებით, ალბათ უფრო სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ ეს, ვიდრე სავალალოდ, უნდა ვისწავლოთ ამ ყველაფრის სასიკეთოდ გამოყენება.

თქვენ ამბობთ, რომ მოახდენთ ძველი უბნების კონსერვაციას. რას გულისხმობთ და როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება? ასევე მაინტერესებს თქვენი ხედვა არა ძველ, არამედ ახალ უბნებში უსახურ შენობებთან დაკავშირებით, რომელიც არანაირ არქიტექტურასა და დიზაინში არ ჯდება.

მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენი ძველი უბნები არის ჩვენი ისტორია, ჩვენი გუშინდელი დღე, ისტორია იმისა, საიდან მოვდივართ ჩვენ. თუ ის გავანადგურეთ, მომავალს ვერ შევქმნით.

მე ყოველთვის იმას ვუსვამ ხაზს, რომ სხვა ჭრილში უნდა შევხედოთ ამ ძეგლებს, სხვა ჭრილში უნდა შევხედოთ ქალაქის ძველ უბანს, რამდენად შეიძლება და როგორ შეიძლება მის ირგვლივ კონცეფციის განვითარება. ასეთი ადგილები მხოლოდ სიძველის, ფეხით სიარულის, შთაბეჭდილების მიღების ობიექტი არ უნდა იყოს. ძველი ბათუმი უნდა გახდეს კულტურული, საზოგადოებრივი, ეკონომიკური ცენტრი.

მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია არა მხოლოდ ქალაქის ძველ უბნებში, შესაძლებელია ახალ უბნებშიც. ჩვენ შეგვიძლია გავაჩინოთ ქალაქის ახალ უბნებში მსგავსი ტიპის ცენტრები და ეს ცენტრები გახდეს შემდეგ მასტიმულირებელი იმ უბნების განვითარების და მისცეს იმ უბნებს საერთოდ ახალი დანიშნულება, ახალი სიცოცხლე შემატოს მას და გააძლიეროს ინვესტორთა ყურადღება ამ ნაწილისადმი, მისცეს სრულიად ახალ ინიციატივებს დასაწყისი. ამ პროცესებს თან სდევს, იქ არსებული საცხოვრებელი სახლი იქნება თუ მიწა, მისი ღირებულების მატება. ეს მოსახლეობის პირდაპირ ინტერესებშიცაა.

რაც შეეხება უსახურ შენობებს, რომელიც არ ჯდება არანიარ არქიტექტურულ სტილში და ქალაქს ამახინჯებს. ამ პრობლემის მოგვარებას როგორ აპირებთ?

ახალ აშენებული უსახური შენობები არის არსებული მოცემულობა. რაც შეეხება ჩემს პერიოდში ახალი შენობების აგებას, რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვიქნები მომხრე დაცული იყოს პროპორციები, რაც არის განსაზღვრული კანონით, რაც გულისხმობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, პარკინგ ტერიტორიის გათვალისწინებას და ასე შემდეგ, რაც დაკავშირებულია სწორ სივრცით განლაგებასთან და არ საჭიროებს მტკიცებას, რომ ეს უნდა იყოს დაცული.

-მუდმივი დებატისა და მსჯელობის საკითხია საჯარო მოხელეების პრემია-დანამატები. საზოგადოება მუდმივად კამათობს და ამბობს, რომ 150ლარიანი პენსიების ფონზე ეს პრემია-დანამატები დიდი ფუფუნებაა. საჯარო მოხელეები ამტკიცებენ, რომ შრომას დაფასება ჭირდება და ეს ჩვეულებრივი ამბავია. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?

გეთანხმებით, რომ არის მსგავსი ტიპის საუბრები. როდესაც მე ჩემს წინა სამუშაო ადგილზე, სამინისტროში, დავდექი იმ საჭიროების წინაშე, რომ მომეზიდა რაც შეიძლებოდა ბევრი ადამიანი მაღალი კვალიფიკაციის, ძალიან კარგი განათლების, აღმოჩნდა რომ ეს შეუძლებელი იყო ძალიან დაბალი ანაზღაურების გამო. არასამთავრობო და კერძო სექტორში გაცილებით მაღალია ანაზღაურება. ის ხალხი, რომელსაც ჩვენთან წამოსვლას ვთავაზობდი, მეკითხებოდნენ: „რატომ უნდა წამოვიდე, ვიყო მუდმივი კრიტიკის ობიექტი, მქონდეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ვიყო მუდმივი რეპლიკებისა და მუდმივი დამსახურებული თუ დაუმსახურებელი შეტევების ობიექტი და ვიღებდე ორჯერ ნაკლებ ხელფასს?! არ მაქვს პასუხი მე ამაზე. საჯარო სექტორში ძალიან კარგი კადრები მუშაობს, მე ამით არავის ვაკნინებ, პროფესიონალები მუშაობენ და ძალიან ბევრ პროფესიონალთან მქონდა მე საშუალება მემუშავა, მაგრამ მინდოდა უფრო ძლიერი კონკურენცია ყოფილიყო სამინისტროს შიგნით იმ ადამიანებისგან, ვისი მოზიდვაც შეიძლებოდა არასამთავრობო თუ კერძო სექტორიდან. ამ შემთხვევაში, ხელფასი იყო და დღესაც რჩება ბარიერად. ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროა ღირსეული ხელფასი იმისათვის, რომ საჯარო მოხელეს კერძო ან არასამთავრობო სექტორში არ გაექცეს თვალი.

-ცოტა ხანი მუშაობდით სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რამე ისეთი თუ გააკეთეთ, რაზეც ფიქრობთ, რომ თქვენი დწყებული და გაკეთებული საქმის სახლი დაერქმევა?

მე ვფიქრობ, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში იმ გუნდთან ერთად, ვისთანაც ვმუშაობდი, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დავიწყეთ.

ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ განხორციელების პროცესშია. პირველად საქართველოს ისტორიაში, საჯარო სექტორში სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობა აჭარაში სრულად არის ჩართული აჭარის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.

ჩვენ შევქმენით ე.წ ამაგების ინსტიტუტი, აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება. 46 „ამაგია“ აჭარაში, სადაც გაერთიანებულია 700-ზე მეტი ადამიანი ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით. ადამიანები წარმოადგენენ საკუთარი სოფლის ინტერესს და 2018 წლის პროგრამული ნაწილი ავაწყვეთ თავიდან ბოლომდე ამ ადამიანების საჭიროებებზე. ეს პროცესი იქნება შეუქცევადი, შესაბამისი სტრუქტურები გვაქვს სამინისტროში შექმნილი. სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის 100%-იანი ჩართულობა გვაქვს სოფლის მეურნეობის პროგრამული ნაწილის ბიუჯეტირებაში, განსაზღვრასა და შემუშავებაში. ვაკეთებთ იმას, რაც უნდათ მათ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გავაკეთე და დავასრულე.

მუშაობის პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად, რაშიც მთავრობის თავმჯდომარის ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე, დავასახელე ის, რომ საჭიროა ყველაზე მთავარი პრობლემის მოგვარება ფერმერისათვის - მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია.

დღეს ფერმერი იღებს არა უმეტეს 30-40 %-ისა გასაყიდი ფასიდან, ძირითადი სიკეთე რეალიზაციიდან შუამავლებს აქვთ. ჩვენ დავიწყეთ ლოჯისტიკური ცენტრების გაკეთება აჭარის, ხუთივე მუნიციპალიტეტში. ეს არის შენობები, რომელიც მიიღებს ფერმერებისგან პროდუქტს. დაახარისხებს, დააკალიბრებს, შეფუთავს საცალო ბაზრობისთვის, გააკეთებს დისტრიბუციას და თავად იმუშავებს როგორც ბროკერი. კი არ შეისყიდის და გადაყიდის, არამედ გააყიდინებს ფერმერს მაქსიმალურ ფასში, აქედან მიიღებს საბროკერო შემოსავალს და ამით ფერმერის შემოსავალი გაორმაგდება.

ქობულეთში ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, ქედაში, შუახევში სატენდერო პროცედურებია, ხელვაჩაურსა და ბათუმში პროექტი უკვე შეთანხმებულია მერიასთან და მალე გამოცხადდება კონკურსი.

ამ წლის ბოლომდე, 80-90% ამ პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილი გაკეთდება. ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი სიამაყე, რადგან ეს პროექტი არის ჩემი შვილობილი თავიდან ბოლომდე და ამ პროექტს ძალიან დიდი ყურადღებით შესცქერის მთელი საქართველო, სოფლის მეურნეობის ნაწილს ვგულისხმობ. ამას ვამბობ ყოველგვარი გადამეტების გარეშე, იმიტომ რომ ის შეიძლება სამაგალითო გახდეს საქართველოს სხვა რეგიონებისთვისაც.

დავიწყე ასევე აჭარის მუნიციპალიტეტებისათვის ახალი სასოფლო სამეურნეო ფუნქციების მინიჭება. ჩვენ გვქონდა საბჭოთა მემკვიდრეობა, მონოკულტურაზე - ციტრუსსა და ჩაიზე. ჩაი გადაშენდა და მხოლოდ ციტრუსზეა დარჩენილი სოფლის მეურნეობის წარმოება. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ახალი მიდგომები და ახლა გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიასთან ჩვენი პროექტის განხორციელების ფარგლებში, რომ ქობულეთში 2,5 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება სასათბურე მეურნეობის კომპლექსი. 50 სათბური, 500 კვადრატული ფართობის მქონე. ეს სათბურები ფერმერებს გადაეცემათ შეღავათიანად, 3-4 წლიანი პერიოდის განმავლობაში. ერთი სათბური დაახლოებით 50 ათასი ლარი ჯდება. ამ სათბურს სახელმწიფო აუშენებს და მისცემს შეღავათიან არენდაში 3-4 წლის განმავლობაში. ეს პროცესი გაგრძელებადი იქნება.

ანუ ფერმერს, რომელსაც არ აქვს საშუალება, რომ ააშენოს 50 ათასიანი სათბური, სახელმწიფო აძლევს საშუალებას, რომ გამზადებულ სათბურში შევიდეს, მიიღოს სიკეთე, გადაიხადოს იჯარის ფული და იმუშაოს არენდით.

ასევე იმ მოკლე ხანში მოვასწარი ისიც, რომ სერიოზული ცვლილებები შევიტანეთ ჩვენს რეგიონში ვეტერინარიისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. საერთოდ არ გვქონდა არცერთი ვეტერინარული კლინიკა და დღეს ქობულეთში ფუნქციონირებს თანამედროვე სივრცე, რომელიც 60 კვადრატულ მეტრზე აღჭურვილია ყველა საშუალებით. მსგავსი კლინიკა წლის ბოლომდე ხულოს რაიონშიც აშენდება.

ბევრ ასეთ ცალკეულ პროგრამებზე შემიძლია გესაუბროთ, იგივე მრავალწლიანი და ერთწლიანი ნარგავების პროგრამებზე, რომელიც უკვე დასრულებულია.

-რასაც თქვენ გისმენთ, მერად თუ აგირჩიეს, თქვენი ყველაზე დიდი გულისტკივილი მაინც სოფლის მეურნეობა იქნება.

ყოველთვის დავრჩები ჩვენი სოფლის მეურნეობის ძალიან დიდ გულშემატკივრად. ჩვენი რეგიონის ნახევარი ქალაქად ცხოვრობს, მეორე ნახევარი სოფლად, ასე რომ ეს კავშირი ქალაქსა და სოფელს შორის, ძალიან მჭიდროა. ტერიტორიული სიმჭიდროვის გამო მუდმივი პროცესებია გაცვლის. ვფიქრობ, გამოცდილება სოფლის მეურნეობის დარგში ძალიან დამეხმარება მერიის მუშაობას განსხვავებული რაკურსით შევხედო

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

ხობში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა

14 დეკემბერი, 2017

თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, დიდი ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - „ობოლი სულის ტკივილი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის...

მეტი

"არანაირი სხვა ნიშანი, კადრებს შევარჩევთ მხოლოდ პროფესიონალიზმით! - ინტერვიუ ლაშა კომახიძესთან

"არანაირი სხვა ნიშანი, კადრებს შევარჩევთ მხოლოდ პროფესიონალიზმით! - ინტერვიუ ლაშა კომახიძესთან
12:46 | 26 სექტემბერი, 2017

ავტორი: ადმინისტრატორი