რუსთაველის გამზირზე 4  ადამიანის ცივი იარაღით დაჭრის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე 4 ადამიანის ცივი იარაღით დაჭრის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ლ. დ., 1999 წელს დაბადებული გ. ა. და 1995 წელს დაბადებული თ. გ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ღამით, ურთიერთშელაპარაკებისას, მათთვის უცნობი ოთხი მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი პირები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სტაციონარში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული მომხდარიდან 5 წუთში, გრიბოედოვის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით). 

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ზუგდიდის პროკურატურასთან პაპუნა ნანეიშვილის საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის პროკურატურასთან პაპუნა ნანეიშვილის საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

6 საათის წინ

პატიმრის ახლობლების ინფორმაციით, ნანეიშვილს იარაღი არ ქონია და სამართალდამცველებმა ჩაუდეს. მათივე თქმით, პატიმარი 24-ე დღეა შიმშილობს და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. პაპუნა ნანეიშვილი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით არის...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085