ცესკო: აქცია "იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი"

ადმინისტრატორი

"იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი" - საზოგადოებრივი აქციის ფარგლებში დღეს ცესკოს და სწავლების ცეტნრის თანამშრომელბი რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით  სთავაზობდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.

ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების  მონაცემების გადამოწმება  შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ნახულობს თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.

22 აგვისტოდან დღეის ჩათვლით ზემოაღნიშნული ერვისებით უკვე 265 472-მამოქალაქემ ისარგებლა.

ინფორმირების კამპანიას უკვე შემოუერთდნენ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ამომრჩევლებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მართავენ. სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დაეხმარებიან ამომრჩევლებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები სიაში და ასევე, მიაწვდიან ინფორმაციას 2017 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაცია  მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლოვადა 3 ოქტომბერია.

მსგავსი სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია

20 ნოემბერი, 2017

ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, ქალაქ ვანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

ცესკო: აქცია "იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი"

ცესკო: აქცია "იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი"
16:34 | 24 სექტემბერი, 2017

ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების  მონაცემების გადამოწმება  შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ნახულობს თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.

22 აგვისტოდან დღეის ჩათვლით ზემოაღნიშნული ერვისებით უკვე 265 472-მამოქალაქემ ისარგებლა.

ინფორმირების კამპანიას უკვე შემოუერთდნენ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ამომრჩევლებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მართავენ. სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დაეხმარებიან ამომრჩევლებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები სიაში და ასევე, მიაწვდიან ინფორმაციას 2017 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაცია  მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლოვადა 3 ოქტომბერია.

ავტორი: ადმინისტრატორი