ლვოვის ოლქში, სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთაზე სასამართლო მიმდინარეობს

ადმინისტრატორი

ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკაში, სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისს ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქზე აქვეყნებს.

"ახლა, მოსტისკას სასამართლოში, ჩემ მიერ საზღვრის გადაკვეთის გამო სავარაუდო ადმინისტრაციული დარღვევის შესახებ პროტოკოლი განიხილება. გადავწყვიტე, არ გავაუქმო ქალაქ ჩერკასში დაგეგმილი შეხვედრები ხალხთან, ვინაიდან, სწორედ ამის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება - დაგვღალონ სასამართლო პროცესებით, რათა ხალხთან შეხვედრის დრო აღარ გვქონდეს.

მოსტისკას სასამართლოს თავმჯდომარის გარშემო მყოფებისგან მიღებული ძალიან საიმედო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რამდენიმე დღის წინ,  მას ალექსანდრ გრანოვსკიმ დაურეკა, რომელიც, პრეზიდენტთან მსგავსი საქმეებით არის დაკავებული, და პოროშენკოს სახელით გასცა ბრძანება, რომ გამოეტანათ ჩემთვის განაჩენი და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ჯარიმა დაეწერათ.

მოსამართლე ბილოუსი მას შეჰპირდა, რომ შეასრულებდა ამ ბრძანებას, ვინაიდან, სწორედ პოროშენკომ დანიშნა იგი თანამდებობაზე და ვადაც გაუხანგრძლივა, თუმცა არ არსებობს რაიმე სახის სამართლებრივი გარემოება, რომლის მიხედვითაც დადგინდებოდა, რომ მე რაღაც დავარღვიე.

მე პოლონეთში საზღვარი ლეგალურად გადავკვეთე და უკვე უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი, სახელმწიფო საზღვრის კანონის შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვთავაზობდი ჩემი დოკუმენტების შემოწმებას, რაზეც მესაზღვრეებმა უკანონო უარი გამცეს.

არასდროს ვყვები ჭორებს და ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე ბილოუსი მონაწილეობას იღებდა ასეთ მოლაპარაკებებში. იმედი მაქვს, რომ არაა საჭირო იმის ახსნა, რომ ეს მხოლოდ საუბარი და დაპირებები კი არაა, არამედ ეს ქმედებაა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

იმისათვის, რომ მე დარღვევისთვის ბრალი დამდონ, უნდა დამტკიცდეს ჩანაფიქრი, რაც ბუნებრივია, არც ყოფილა, აგრეთვე ჩემ მხრიდან განხორციელებული მიზანმიმართული ქმედებები, რაც აგრეთვე არ ყოფილა", - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს კიევში გამგზავრება 17 ოქტომბერს ჰქონდა დაანონსებული. მიზეზის შესახებ, რის გამოც მან უკრაინის დედაქალაქში ჩასვლა დააჩქარა, სააკაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.

მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მანამდე მას ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს. პოლიტიკოსმა, მომხრეების თანხლებით, პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ შეგინთან, ძალით გაარღვია კორდონი, რის შედეგადაც, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 18 სექტემბერს, ლვოვის ოლქში სასამართლო პროცესი გაიმართა, თუმცა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, სასამართლო გადაიდო და 22 სექტემბრის თარიღით ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

"მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი გახსნა

12 დეკემბერი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა. დამსვენებლები ისარგებლებენ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის "ნოდოს"...

მეტი

ლვოვის ოლქში, სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთაზე სასამართლო მიმდინარეობს

ლვოვის ოლქში, სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთაზე სასამართლო მიმდინარეობს
15:51 | 22 სექტემბერი, 2017

"ახლა, მოსტისკას სასამართლოში, ჩემ მიერ საზღვრის გადაკვეთის გამო სავარაუდო ადმინისტრაციული დარღვევის შესახებ პროტოკოლი განიხილება. გადავწყვიტე, არ გავაუქმო ქალაქ ჩერკასში დაგეგმილი შეხვედრები ხალხთან, ვინაიდან, სწორედ ამის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება - დაგვღალონ სასამართლო პროცესებით, რათა ხალხთან შეხვედრის დრო აღარ გვქონდეს.

მოსტისკას სასამართლოს თავმჯდომარის გარშემო მყოფებისგან მიღებული ძალიან საიმედო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რამდენიმე დღის წინ,  მას ალექსანდრ გრანოვსკიმ დაურეკა, რომელიც, პრეზიდენტთან მსგავსი საქმეებით არის დაკავებული, და პოროშენკოს სახელით გასცა ბრძანება, რომ გამოეტანათ ჩემთვის განაჩენი და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ჯარიმა დაეწერათ.

მოსამართლე ბილოუსი მას შეჰპირდა, რომ შეასრულებდა ამ ბრძანებას, ვინაიდან, სწორედ პოროშენკომ დანიშნა იგი თანამდებობაზე და ვადაც გაუხანგრძლივა, თუმცა არ არსებობს რაიმე სახის სამართლებრივი გარემოება, რომლის მიხედვითაც დადგინდებოდა, რომ მე რაღაც დავარღვიე.

მე პოლონეთში საზღვარი ლეგალურად გადავკვეთე და უკვე უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი, სახელმწიფო საზღვრის კანონის შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვთავაზობდი ჩემი დოკუმენტების შემოწმებას, რაზეც მესაზღვრეებმა უკანონო უარი გამცეს.

არასდროს ვყვები ჭორებს და ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე ბილოუსი მონაწილეობას იღებდა ასეთ მოლაპარაკებებში. იმედი მაქვს, რომ არაა საჭირო იმის ახსნა, რომ ეს მხოლოდ საუბარი და დაპირებები კი არაა, არამედ ეს ქმედებაა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

იმისათვის, რომ მე დარღვევისთვის ბრალი დამდონ, უნდა დამტკიცდეს ჩანაფიქრი, რაც ბუნებრივია, არც ყოფილა, აგრეთვე ჩემ მხრიდან განხორციელებული მიზანმიმართული ქმედებები, რაც აგრეთვე არ ყოფილა", - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს კიევში გამგზავრება 17 ოქტომბერს ჰქონდა დაანონსებული. მიზეზის შესახებ, რის გამოც მან უკრაინის დედაქალაქში ჩასვლა დააჩქარა, სააკაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.

მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მანამდე მას ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს. პოლიტიკოსმა, მომხრეების თანხლებით, პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ შეგინთან, ძალით გაარღვია კორდონი, რის შედეგადაც, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 18 სექტემბერს, ლვოვის ოლქში სასამართლო პროცესი გაიმართა, თუმცა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, სასამართლო გადაიდო და 22 სექტემბრის თარიღით ჩაინიშნა.

ავტორი: ადმინისტრატორი