ლაშა გოგიამ სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მიულოცა

ლაშა გოგიამ სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მიულოცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლიდან მიულოცა.

„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო და მშობლებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ულევ წარმატებას გისურვებთ. გამორჩეულად მინდა მივულოცო პირველკლასელებს, რომლებიც ეს-ესაა შეუდგნენ თავიანთი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და დაუვიწყარ ეტაპს. 

დაე, ცოდნის ნათელით იყოს გაცისკროვნებული თქვენი ცხოვრება ჩემო პატარა და უფროსკლასელო მეგობრებო“ - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგია.

დღეიდან, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, უნებართვო გარევაჭრობა აიკრძალება

დღეიდან, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, უნებართვო გარევაჭრობა აიკრძალება

9 საათის წინ

 ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებთან ერთად გარემოვაჭრეთა დახლების დემონტაჟი განახორციელა. შესაბამისად დასუფთავდა ტერიტორია, სადაც ამ დრომდე უნებართვო ვაჭრობა მიმდინარეობდა. ქუთაისის მერის გიორგი...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036