გოეთეს ინსტიტუტში დისკუსია "საზღვრები ყოველდღიურობაში-არსებული საზღვრები" პოლიტიკური აქცენტებით გაიმართება

ადმინისტრატორი
14 სექტემბერს 18:30 საათზე  გოეთეს ინსტიტუტში საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში გაიმართება დისკუსია "საზღვრები ყოველდღიურობაში-არსებული საზღვრები", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის "სოვლაბის" მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცოფურიშვილი. პანელ-დისკუსიას მოდერატორი იქნება  ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ზაალ ანდრონიკაშვილი.
 
სად სრულდება ევროპა და სად იწყება აზია? სად სრულდება აზია, სად იწყება ევროპა? რა გავლენას ახდენენ საზღვრები და ვინ ავლებს მათ? რომელი საზღვრები არსებობს ჩვენს ყოველდღიურობაში? სად იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრები და სად არის ისინი დღეს?  ასე ჟღერს ძირითადი კითხვები ხანგრძლივი შემოქმედებითი პროექტისა "საზღვარი", რომელიც 2017/18 წლებში ტარდება გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებითა და თანამშრომლობით  მის მრავალრიცხოვან პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად.
 
15 სექტემბერს 18:30 საათზე გოეთეს ინსტიტუტში მოეწობა საუბრები ხელოვანებთან "Of Black Box Recorder, Karaoke, National Anthem and Blurred Lines", რომელშიც მონაწლეობას მიიღებენ გამოფენის „საზღვარი“ კურატორი ტიბო დე როიტერი, გამოფენაში მონაწილე ხელოვანი აზერბაიჯანიდან  ფარჰად ფარზალიევი, ხელოვნების მკვლევარი ლალი პერტენავა.
 
მოდერატორი: თავისუფალი კურატორი ელენე კაპანაძე. ეს დისკუსია გაიმართება პოსტ-საბჭოთა კულტურულ გეოგრაფიაზე და შეეხება აღნიშნული ქვეყნებისთვის აქტუალურ დისკურს აღმოსავლური და დასავლური გავლენების შესახებ. ასევე, ყურადღება დაეთმობა გამოფენაზე წამოჭრილ თემებს - პირადი და პოლიტიკური ნარატივები, იდენტობა და ჰიბრიდულობა, იუმორი და სოციალური ტრამვები.
 
პროექტს "საზღვარი", რომელიც  თანამედროვე ვიზუალური არტისტების გამოფენასა და პანელ-დისკუსიებს აერთიანებს, გოეთეს ინსტიტუტი წარადგენს  სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში, კრასნოიარსკში, კიევში, მინსკში,თბილისში, დორტმუნდსა და შუა აზიაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
 
ჯგუფური გამოფენა "საზღვარი / Die Grenze" თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) ახლაც მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენილია 30-ზე მეტი თანამედროვე ახალგაზრდა არტისტის 24  ნამუშევარი (ფოტოები, ვიდეოები, ინსტალაციები, ობიექტები) სხვადასხვა ქვეყნებიდან: საქართველოდან,  გერმანიიდან, უკრაინიდან, ბეროლუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან.
 
ამ გამოფენის ფოკუსში მოქცეული თანამედროვე ვიზუალური არტისტების ახალგაზრდა თაობა საზღვრის თემის მისეულ ასახვასა და ხედვას ერთობლივი მოძრავი გამოფენის სახით პირველად წარმოადგენენ.
 
ჯგუფური გამოფენა "საზღვარი" შეისწავლის და ასახავს სხვადასხვა სახის საზღვრებსა და მათ გავლებას: ტერიტორიული მონიშვნისა თუ გამოყოფის ასპექტით, საზღვარს, როგორც კულტურულ, პირადსა თუ სოციალურ გამყოფ ხაზს, როგორც განმასხვავებელ საშუალებას "ჩვენსა" და "სხვებს" შორის ან საზღვრის საშუალებით სწორედ ამ დიქოტომიის შექმნის შესაძლებლობას. "საზღვარი" აქ მეტაფორაა, ფიგურა, რომელიც სტატიკური კი არ არის" არამედ შეთანხმებებისა და ცვლილებების საგანია - ძალზე აქტუალური თემა რუსეთისა და ყოფილი საბჭოთან რესპუბლიკებისთვის, ისევე როგორც გერმანიისა და ევროპისთვის. ამასთანავე ევროპასა და აზიას შორის არსებული გეოგრაფიული და კულტურული საზღვარი წითელი ძაფის როლს ასრულებს. პროექტი ამ თემატიკას შემოქმედებითი თვალსაზრისით უდგება და თავისი მზერა წმინდა პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვების გარდა ხელოვნების განზომილებაშიც გადააქვს. აქ მიზანს  წარმოადგენს დიფერენცირებული გარკვევა საზღვრების გავლების პროცესებში, მოტივაციასა და მიზეზებში.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან

16 ნოემბერი, 2017

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან imedi.ge The post როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან appeared first on jandacva.ge.

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

17 ნოემბერი, 2017

20 ნოემბრის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ქალაქ გორში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

გოეთეს ინსტიტუტში დისკუსია "საზღვრები ყოველდღიურობაში-არსებული საზღვრები" პოლიტიკური აქცენტებით გაიმართება

გოეთეს ინსტიტუტში დისკუსია
13:02 | 14 სექტემბერი, 2017
14 სექტემბერს 18:30 საათზე  გოეთეს ინსტიტუტში საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში გაიმართება დისკუსია "საზღვრები ყოველდღიურობაში-არსებული საზღვრები", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის "სოვლაბის" მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცოფურიშვილი. პანელ-დისკუსიას მოდერატორი იქნება  ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ზაალ ანდრონიკაშვილი.
 
სად სრულდება ევროპა და სად იწყება აზია? სად სრულდება აზია, სად იწყება ევროპა? რა გავლენას ახდენენ საზღვრები და ვინ ავლებს მათ? რომელი საზღვრები არსებობს ჩვენს ყოველდღიურობაში? სად იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრები და სად არის ისინი დღეს?  ასე ჟღერს ძირითადი კითხვები ხანგრძლივი შემოქმედებითი პროექტისა "საზღვარი", რომელიც 2017/18 წლებში ტარდება გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებითა და თანამშრომლობით  მის მრავალრიცხოვან პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად.
 
15 სექტემბერს 18:30 საათზე გოეთეს ინსტიტუტში მოეწობა საუბრები ხელოვანებთან "Of Black Box Recorder, Karaoke, National Anthem and Blurred Lines", რომელშიც მონაწლეობას მიიღებენ გამოფენის „საზღვარი“ კურატორი ტიბო დე როიტერი, გამოფენაში მონაწილე ხელოვანი აზერბაიჯანიდან  ფარჰად ფარზალიევი, ხელოვნების მკვლევარი ლალი პერტენავა.
 
მოდერატორი: თავისუფალი კურატორი ელენე კაპანაძე. ეს დისკუსია გაიმართება პოსტ-საბჭოთა კულტურულ გეოგრაფიაზე და შეეხება აღნიშნული ქვეყნებისთვის აქტუალურ დისკურს აღმოსავლური და დასავლური გავლენების შესახებ. ასევე, ყურადღება დაეთმობა გამოფენაზე წამოჭრილ თემებს - პირადი და პოლიტიკური ნარატივები, იდენტობა და ჰიბრიდულობა, იუმორი და სოციალური ტრამვები.
 
პროექტს "საზღვარი", რომელიც  თანამედროვე ვიზუალური არტისტების გამოფენასა და პანელ-დისკუსიებს აერთიანებს, გოეთეს ინსტიტუტი წარადგენს  სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში, კრასნოიარსკში, კიევში, მინსკში,თბილისში, დორტმუნდსა და შუა აზიაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
 
ჯგუფური გამოფენა "საზღვარი / Die Grenze" თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) ახლაც მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენილია 30-ზე მეტი თანამედროვე ახალგაზრდა არტისტის 24  ნამუშევარი (ფოტოები, ვიდეოები, ინსტალაციები, ობიექტები) სხვადასხვა ქვეყნებიდან: საქართველოდან,  გერმანიიდან, უკრაინიდან, ბეროლუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან.
 
ამ გამოფენის ფოკუსში მოქცეული თანამედროვე ვიზუალური არტისტების ახალგაზრდა თაობა საზღვრის თემის მისეულ ასახვასა და ხედვას ერთობლივი მოძრავი გამოფენის სახით პირველად წარმოადგენენ.
 
ჯგუფური გამოფენა "საზღვარი" შეისწავლის და ასახავს სხვადასხვა სახის საზღვრებსა და მათ გავლებას: ტერიტორიული მონიშვნისა თუ გამოყოფის ასპექტით, საზღვარს, როგორც კულტურულ, პირადსა თუ სოციალურ გამყოფ ხაზს, როგორც განმასხვავებელ საშუალებას "ჩვენსა" და "სხვებს" შორის ან საზღვრის საშუალებით სწორედ ამ დიქოტომიის შექმნის შესაძლებლობას. "საზღვარი" აქ მეტაფორაა, ფიგურა, რომელიც სტატიკური კი არ არის" არამედ შეთანხმებებისა და ცვლილებების საგანია - ძალზე აქტუალური თემა რუსეთისა და ყოფილი საბჭოთან რესპუბლიკებისთვის, ისევე როგორც გერმანიისა და ევროპისთვის. ამასთანავე ევროპასა და აზიას შორის არსებული გეოგრაფიული და კულტურული საზღვარი წითელი ძაფის როლს ასრულებს. პროექტი ამ თემატიკას შემოქმედებითი თვალსაზრისით უდგება და თავისი მზერა წმინდა პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვების გარდა ხელოვნების განზომილებაშიც გადააქვს. აქ მიზანს  წარმოადგენს დიფერენცირებული გარკვევა საზღვრების გავლების პროცესებში, მოტივაციასა და მიზეზებში.
ავტორი: ადმინისტრატორი