ხანძრისგან დაზიანებულ თამარ მეფის ფრესკას, ვარძიის ტაძარში, პირვანდელი სახე აღუდგინეს

ადმინისტრატორი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრისგან დაზიანებული ფრესკების გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფის მიერ გაწეული 9 თვიანი სამუშაოების შედეგად ტაძარში თამარ მეფის ფრესკამ ხანძრამდელი მდგომარეობა თითქმის აღიდგინა.

ამ ეტაპზე, სპეციალისტები კვლავაც აგრძელებენ კედლის მხატვრობის ფორების ღრმად ჩამჯდარი ჭვარტლის მიკრო ნაწილაკებისგან გაწმენდის პროცესს. სარესტავრაციო პროცესის მე- 2 ეტაპის დასრულების შემდეგ, სპეციალისტები დაადგენენ გაწმენდითი პროცესის მე- 3 ეტაპის იმ სამუშაო პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, რომელიც ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკებს შესაძლოა დასჭირდეთ. 

"თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფმა XII საუკუნის კედლის მხატვრობის რესტავრაციაზე მუშაობა 2016 წლის დეკემბრის თვიდანვე დაიწყო. ხანძრის შემდეგ დაზიანებული ფრესკების აღდგენა ლონდონის კურტოს ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა. თავიდანვე ადგილზე აღიწერა და შეფასდა ფრესკები. გაკეთდა სხვადასხვა სახის ტესტები და ერთობლივად შემუშავდა სარესტავრაციო მეთოდოლოგია და დაიგეგმა კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები. პროცესის დასრულების შემდგომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო რესტავრატორთა ჯგუფისგან პრევენციული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციებს მიიღებს, რაც უახლოეს მომავალში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ინტერიერში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ჰაერის გამწმენდის, ტენიანობის და ტემპერატურის დარეგულირებისა და სპეციალური განათების სისტემის მოწყობას გულისხმობს.
რესტავრაციის დამასრულებელ ეტაპს, რომელიც დაზიანებული კედლის მხატვრობის კომპიუტერული ანალიზისა და მიკროსკოპული კვლევების საფუძველზე ჭვარტლის ნაწილაკებისაგან გასუფთავებას გულისხმობს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, სამშენებლო დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" აფინანსებს", - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

19 სექტემბერი, 2017

20 სექტემბერს, 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ქალაქ სენაკის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

ხანძრისგან დაზიანებულ თამარ მეფის ფრესკას, ვარძიის ტაძარში, პირვანდელი სახე აღუდგინეს

ხანძრისგან დაზიანებულ თამარ მეფის ფრესკას, ვარძიის ტაძარში, პირვანდელი სახე აღუდგინეს
09:15 | 14 სექტემბერი, 2017

სააგენტოს ცნობით, თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფის მიერ გაწეული 9 თვიანი სამუშაოების შედეგად ტაძარში თამარ მეფის ფრესკამ ხანძრამდელი მდგომარეობა თითქმის აღიდგინა.

ამ ეტაპზე, სპეციალისტები კვლავაც აგრძელებენ კედლის მხატვრობის ფორების ღრმად ჩამჯდარი ჭვარტლის მიკრო ნაწილაკებისგან გაწმენდის პროცესს. სარესტავრაციო პროცესის მე- 2 ეტაპის დასრულების შემდეგ, სპეციალისტები დაადგენენ გაწმენდითი პროცესის მე- 3 ეტაპის იმ სამუშაო პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, რომელიც ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკებს შესაძლოა დასჭირდეთ. 

"თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფმა XII საუკუნის კედლის მხატვრობის რესტავრაციაზე მუშაობა 2016 წლის დეკემბრის თვიდანვე დაიწყო. ხანძრის შემდეგ დაზიანებული ფრესკების აღდგენა ლონდონის კურტოს ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა. თავიდანვე ადგილზე აღიწერა და შეფასდა ფრესკები. გაკეთდა სხვადასხვა სახის ტესტები და ერთობლივად შემუშავდა სარესტავრაციო მეთოდოლოგია და დაიგეგმა კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები. პროცესის დასრულების შემდგომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო რესტავრატორთა ჯგუფისგან პრევენციული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციებს მიიღებს, რაც უახლოეს მომავალში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ინტერიერში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ჰაერის გამწმენდის, ტენიანობის და ტემპერატურის დარეგულირებისა და სპეციალური განათების სისტემის მოწყობას გულისხმობს.
რესტავრაციის დამასრულებელ ეტაპს, რომელიც დაზიანებული კედლის მხატვრობის კომპიუტერული ანალიზისა და მიკროსკოპული კვლევების საფუძველზე ჭვარტლის ნაწილაკებისაგან გასუფთავებას გულისხმობს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, სამშენებლო დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" აფინანსებს", - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაში. 

ავტორი: ადმინისტრატორი