თუშეთის ინტერნეტიზაციის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ბენეფიციარებისთვის ვაუჩერები გაიცა

ადმინისტრატორი

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში, სადაც თუშეთის განვითარების ფონდისა   და საერთაშორისო ორგანიზაცია ISOC-ის მხარდაჭერით  ინტერნეტი ამოქმედდა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პოტენციურ ბენეფიციარებს  სპეციალური ტრენინგები ჩაუტარა და მათ  150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები გადასცა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და მათი ტექნიკური აღჭურვა. "გვყავს 29 ბენეფიციარი, რომლებმაც მიიღეს 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები და დაფინანსება, რათა მათ მოახდინონ საკუთარ ბიზნესში ინტერნეტის ჩართულობა. მათ  ასევე მიიღეს  გარკვეული ცოდნა, რომ შეძლონ დაკავშირება საერთაშორისო ქსელებთან და მიიღონ დამატებითი ტურისტები ადგილობრივ სასტუმროებში", - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

თუშეთში ამ ამ ეტაპისათვის უკვე დამონტაჟებულია 7 ანძა და მონიშნულია სატრანზიტო წერტილები:  სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მოყვანილია ოპტიკური ხაზი (კომპანია "ფრინეტი", კახეთი) და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი.

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

მაო ძედუნისა და სტალინის მუზეუმებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

23 სექტემბერი, 2017

    გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმსა და ჩინეთის მაო ძედუნის მემორიალურ მუზეუმებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით  მუზეუმების თანამშრომლობას...

მეტი

თუშეთის ინტერნეტიზაციის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ბენეფიციარებისთვის ვაუჩერები გაიცა

თუშეთის ინტერნეტიზაციის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ბენეფიციარებისთვის ვაუჩერები გაიცა
16:41 | 13 სექტემბერი, 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და მათი ტექნიკური აღჭურვა. "გვყავს 29 ბენეფიციარი, რომლებმაც მიიღეს 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები და დაფინანსება, რათა მათ მოახდინონ საკუთარ ბიზნესში ინტერნეტის ჩართულობა. მათ  ასევე მიიღეს  გარკვეული ცოდნა, რომ შეძლონ დაკავშირება საერთაშორისო ქსელებთან და მიიღონ დამატებითი ტურისტები ადგილობრივ სასტუმროებში", - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

თუშეთში ამ ამ ეტაპისათვის უკვე დამონტაჟებულია 7 ანძა და მონიშნულია სატრანზიტო წერტილები:  სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მოყვანილია ოპტიკური ხაზი (კომპანია "ფრინეტი", კახეთი) და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი.

ავტორი: ადმინისტრატორი