"არემჯის" გენერალურმა დირექტორმა დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღების პედაგოგებს და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ადმინისტრატორი

"არემჯის" გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და ბოლნისის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა  დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღების აღმზრდელებს და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

კომპანია "არემჯის" ფინანსური მხარდაჭერით, ზაფხულის განმავლობაში დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში სრულად გამოიცვალა სანიაღვრე მილები, რომელიც ასველებდა ბაღის გარემონტებულ შენობას. ბაღის ადმინისტრაციას საჩუქრად გადაეცა 60 ერთეული ახალი საბავშვო საწოლი თეთრეულის კომპლექტით (მატრასი, ლეიბი, ბალიში, საბანი, ზეწარი, ბალიშის პირი) და პერსონალური კომპიუტერი.

სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღს, კომპანიამ საჩუქრად გადასცა კომპიუტერი, 12 ერთეული სპეციალური დიზაინის კარადა, 2 ცალი ფეხზე დასაყენებელი დაფა.

აღნიშნული ღონისძიება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის სასწავლო დაწესებულებებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების და საჭირო ინვენტარის შესაძენად ჯამში 70 ათასი დაიხარჯა.

ჯონი შუბითიძე, "არემჯის" გენერალური დირექტორი: პირველ რიგში, ყველა აღმზრდელს და პატარას ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. მინდა, რომ ამ პატარებს სულ გაღიმებულს და გახარებულს ვხედავდე. "არემჯი" წლებია აქტიურად თანამშრომლობს კაზრეთის და ბალიჭის საბავშვო ბაღებთან. ყოველთვის ვცდილობთ, ბავშვებს დასამახსოვრებელი და ფერადი დღესასწაულები მოვუწყოთ. იქიდან გამომდინარე, რომ კაზრეთის ბაღში არის ძალიან დიდი ნაკადი, სწავლობს 300-ზე მეტი პატარა, მათ ყოველთვის აქვთ საწოლების პრობლემა. სწორედ ამიტომ, წელს ბაღს დამატებით 60 საწოლი შევუძინეთ, ასევე ჩვენი დახმარებით შეკეთდა ბაღის სანიაღვრე სისტემა. ბალიჭის ბაღს საჩუქრად გადავეცით სპეციალური კარადები, რომლითაც ბაღში თემატური კუთხეები მოეწყო. იმედი მაქვს, რომ ახალი გაუმჯობესებული გარემო, ხელს შეუწყობს ბავშვების განვითარებას.

"მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია "არემჯის" ხელმძღვანელობას, იმისათვის რომ უკვე წლიებია დიდ დახმარებას უწევს დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღებს. მათ არაერთხელ გადასცეს ბაღებს საჩუქრად საჭირო ინვენტარი, სათამაშოები, სხვადასხვა სახის ტექნიკა", - განაცხადა ბოლნისის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

20 იანვრის 11:00-დან 21:00 საათამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

19 იანვარი, 2018

20 იანვრის 11:00 საათიდან 21:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით.  ამის შესახებ...

მეტი

"არემჯის" გენერალურმა დირექტორმა დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღების პედაგოგებს და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

"არემჯის" გენერალურმა დირექტორმა დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღების პედაგოგებს და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
16:27 | 13 სექტემბერი, 2017

კომპანია "არემჯის" ფინანსური მხარდაჭერით, ზაფხულის განმავლობაში დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში სრულად გამოიცვალა სანიაღვრე მილები, რომელიც ასველებდა ბაღის გარემონტებულ შენობას. ბაღის ადმინისტრაციას საჩუქრად გადაეცა 60 ერთეული ახალი საბავშვო საწოლი თეთრეულის კომპლექტით (მატრასი, ლეიბი, ბალიში, საბანი, ზეწარი, ბალიშის პირი) და პერსონალური კომპიუტერი.

სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღს, კომპანიამ საჩუქრად გადასცა კომპიუტერი, 12 ერთეული სპეციალური დიზაინის კარადა, 2 ცალი ფეხზე დასაყენებელი დაფა.

აღნიშნული ღონისძიება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის სასწავლო დაწესებულებებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების და საჭირო ინვენტარის შესაძენად ჯამში 70 ათასი დაიხარჯა.

ჯონი შუბითიძე, "არემჯის" გენერალური დირექტორი: პირველ რიგში, ყველა აღმზრდელს და პატარას ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. მინდა, რომ ამ პატარებს სულ გაღიმებულს და გახარებულს ვხედავდე. "არემჯი" წლებია აქტიურად თანამშრომლობს კაზრეთის და ბალიჭის საბავშვო ბაღებთან. ყოველთვის ვცდილობთ, ბავშვებს დასამახსოვრებელი და ფერადი დღესასწაულები მოვუწყოთ. იქიდან გამომდინარე, რომ კაზრეთის ბაღში არის ძალიან დიდი ნაკადი, სწავლობს 300-ზე მეტი პატარა, მათ ყოველთვის აქვთ საწოლების პრობლემა. სწორედ ამიტომ, წელს ბაღს დამატებით 60 საწოლი შევუძინეთ, ასევე ჩვენი დახმარებით შეკეთდა ბაღის სანიაღვრე სისტემა. ბალიჭის ბაღს საჩუქრად გადავეცით სპეციალური კარადები, რომლითაც ბაღში თემატური კუთხეები მოეწყო. იმედი მაქვს, რომ ახალი გაუმჯობესებული გარემო, ხელს შეუწყობს ბავშვების განვითარებას.

"მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია "არემჯის" ხელმძღვანელობას, იმისათვის რომ უკვე წლიებია დიდ დახმარებას უწევს დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღებს. მათ არაერთხელ გადასცეს ბაღებს საჩუქრად საჭირო ინვენტარი, სათამაშოები, სხვადასხვა სახის ტექნიკა", - განაცხადა ბოლნისის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

ავტორი: ადმინისტრატორი