გამგებლის მოადგილე: ბორჯომის ხანძრის ლიკვიდაციისთვის პრემიას 11 თანამშრომელი აიღებს

იაგო ნაცვლიშვილი

აგვისტოში ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის გამგეობის 11 თანამშრომელი პრემიებს აიღებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიის რაოდენობა ჯამში 10 050 ლარი გაიცა.

პრემიების გაცემის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოადგილემ ანზორ სვანიძემ დაუდასტურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პრემია იმ 11-მა თანამშრომელმა აიღო, ვინც სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა. მისი თქმით, პრემიები დამსახურების მიხედვით გაიცა.

"ეს არის 7 სექტემბრის ბრძანება, რომელიც უკვე განხორციელდა და პრემიები ჩაირიცხა. პრემიები იმ ადამიანებს ჩაერიცხათ, ვინც მონაწილეობდა ამ 8-10 დღის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. სალიკვიდაციო სამუშაოებში პირდაპირი გაგებით შესაძლოა ცეცხლზე წყლის მისხმა არ იგულისხმებოდეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი დავალება გვქონდა შტაბისგან და ა.შ. იმ სამუშაოებში ვინც მონაწილეობდა მათ ჩაერიცხათ პრემია", - აღნიშნა სვანიძემ.

კითხვაზე, ეს ადამიანები გამგეობის რიგითი თანამშრომლები არიან? - გამგებლის მოადგილე ასე პასუხობს: 

"დიახ. ამ 11 თანამშრომლიდან მათ შორის 3 მძღოლია, 1 განყოფილების უფროსი, 2 სამსახურის უფროსი, 2 გამგებლის წარმომადგენელი, ერთი გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტი და ა.ა.შ. ეს თანხა არ ყოფილა ფიქსირებული, იყო განსხვავებული დამსახურებების მიხედვით და რა თქმა უნდა გამოაკლდება 20% - საშემოსავლო. ყველა ადამიანმა დამსახურებულად მიიღო ეს წახალისება. გამგეობაში 120 ადამიანი მუშაობს, მაგრამ პრემია 11-მა ადამიანმა აიღო", - განაცხადა გამგებლის მოადგილემ.

რაც შეეხება იმას, მისი ინფორმაციით, მიიღებენ თუ არა პრემიებს მეხანძრე-მაშველები? - სვანიძე ასე პასუხობს: 

"რამდენადაც ინტერნეტის საშუალებით გავიგე ამ კვირის განმავლობაში მიიღებენ, თუმცა რამდენად არის ოფიციალური ინფორმაცია, ეს არ ვიცი. ეს შსს-ს პრეროგატივაა. მეხანძრე-მაშველების და სხვა ადამიანების წახალისება ჩვენს პრეროგატივაში არ შედის. ჩვენ ჩვენი პრეროგატივის შესაბამისად ვიმოქმედეთ", - განაცხადა ანზორ სვანიძემ "აიპრესთან".

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

19 სექტემბერი, 2017

20 სექტემბერს, 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ქალაქ სენაკის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

გამგებლის მოადგილე: ბორჯომის ხანძრის ლიკვიდაციისთვის პრემიას 11 თანამშრომელი აიღებს

გამგებლის მოადგილე: ბორჯომის ხანძრის ლიკვიდაციისთვის პრემიას 11 თანამშრომელი აიღებს
16:23 | 13 სექტემბერი, 2017

პრემიების გაცემის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოადგილემ ანზორ სვანიძემ დაუდასტურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პრემია იმ 11-მა თანამშრომელმა აიღო, ვინც სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა. მისი თქმით, პრემიები დამსახურების მიხედვით გაიცა.

"ეს არის 7 სექტემბრის ბრძანება, რომელიც უკვე განხორციელდა და პრემიები ჩაირიცხა. პრემიები იმ ადამიანებს ჩაერიცხათ, ვინც მონაწილეობდა ამ 8-10 დღის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. სალიკვიდაციო სამუშაოებში პირდაპირი გაგებით შესაძლოა ცეცხლზე წყლის მისხმა არ იგულისხმებოდეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი დავალება გვქონდა შტაბისგან და ა.შ. იმ სამუშაოებში ვინც მონაწილეობდა მათ ჩაერიცხათ პრემია", - აღნიშნა სვანიძემ.

კითხვაზე, ეს ადამიანები გამგეობის რიგითი თანამშრომლები არიან? - გამგებლის მოადგილე ასე პასუხობს: 

"დიახ. ამ 11 თანამშრომლიდან მათ შორის 3 მძღოლია, 1 განყოფილების უფროსი, 2 სამსახურის უფროსი, 2 გამგებლის წარმომადგენელი, ერთი გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტი და ა.ა.შ. ეს თანხა არ ყოფილა ფიქსირებული, იყო განსხვავებული დამსახურებების მიხედვით და რა თქმა უნდა გამოაკლდება 20% - საშემოსავლო. ყველა ადამიანმა დამსახურებულად მიიღო ეს წახალისება. გამგეობაში 120 ადამიანი მუშაობს, მაგრამ პრემია 11-მა ადამიანმა აიღო", - განაცხადა გამგებლის მოადგილემ.

რაც შეეხება იმას, მისი ინფორმაციით, მიიღებენ თუ არა პრემიებს მეხანძრე-მაშველები? - სვანიძე ასე პასუხობს: 

"რამდენადაც ინტერნეტის საშუალებით გავიგე ამ კვირის განმავლობაში მიიღებენ, თუმცა რამდენად არის ოფიციალური ინფორმაცია, ეს არ ვიცი. ეს შსს-ს პრეროგატივაა. მეხანძრე-მაშველების და სხვა ადამიანების წახალისება ჩვენს პრეროგატივაში არ შედის. ჩვენ ჩვენი პრეროგატივის შესაბამისად ვიმოქმედეთ", - განაცხადა ანზორ სვანიძემ "აიპრესთან".

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი