ლიტვის სეიმის დეპუტატი: საქართველო კავკასიის მარგალიტი უნდა იყოს

ადმინისტრატორი

საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები და რეგიონული გამოწვევები, ამ საკითხების შესახებ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე მსჯელობენ. ღონისძიებაზე უსაფრთხოებისა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან ერთად, მაღალი რანგის დიპლომატებიც მონაწილეობენ.

როგორც ლიტვის სეიმის დეპუტატი ზიგიმანტას პავილიონისი, საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში აცხადებს, საქართველომ სამი რამ უნდა გააკეთოს - დარჩეს საუკეთესო დემოკრატიად, საუკეთესო ეკონომიად და უნდა შეწყდეს ერთმანეთის დაპატიმრება.

"საქართველომ სამი რამ უნდა გააკეთოს, დარჩეს საუკეთესო დემოკრატიად, საუკეთესო ეკონომიად და უნდა შეწყვიტოთ ერთმანეთის დაპატიმრება. თქვენ უნდა იყოთ კავკასიის მარგალიტი. გაქვთ ეკონომიკური მიღწევები და ბალკანეთის ქვეყნებთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობაც გაქვთ, მაგრამ ისინი NATO-სა და ევროკავშირის წევრები არიან. მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს.

ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაქვთ ამის შესაძლებლობა, რადგან ობამასგან განსხვავდება მისი პოლიტიკა და სურს, რომ აღადგინოს წითელი ხაზი, რომელიც რუსებმა გადაკვეთეს. ის ამის გაკეთებას შეძლებს, რადგან მახსოვს, ბუქარესტის სამიტზე ქართული დელეგაციის დამწუხრებული სახეები. მაშინ დიდი შეცდომა დავუშვით. ვეწინააღმდეგებოდით გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციას, მაგრამ დავმარცხდით. რუსეთმა გამოიყენა შანსი და მოახდინა თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ მაშინ ამას 21-ე საუკუნის მიუნხენი ვუწოდეთ, მაგრამ არავინ მოგვისმინა. თუმცა, დღეს ყველა აღიარებს, რომ ეს იყო შეცდომა და თუ შეცდომა დავუშვით, მოდით, გამოვასწოროთ", - აღნიშნავს პავილიონისი.

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

მაო ძედუნისა და სტალინის მუზეუმებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

23 სექტემბერი, 2017

    გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმსა და ჩინეთის მაო ძედუნის მემორიალურ მუზეუმებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით  მუზეუმების თანამშრომლობას...

მეტი

ლიტვის სეიმის დეპუტატი: საქართველო კავკასიის მარგალიტი უნდა იყოს

ლიტვის სეიმის დეპუტატი: საქართველო კავკასიის მარგალიტი უნდა იყოს
16:25 | 13 სექტემბერი, 2017

როგორც ლიტვის სეიმის დეპუტატი ზიგიმანტას პავილიონისი, საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში აცხადებს, საქართველომ სამი რამ უნდა გააკეთოს - დარჩეს საუკეთესო დემოკრატიად, საუკეთესო ეკონომიად და უნდა შეწყდეს ერთმანეთის დაპატიმრება.

"საქართველომ სამი რამ უნდა გააკეთოს, დარჩეს საუკეთესო დემოკრატიად, საუკეთესო ეკონომიად და უნდა შეწყვიტოთ ერთმანეთის დაპატიმრება. თქვენ უნდა იყოთ კავკასიის მარგალიტი. გაქვთ ეკონომიკური მიღწევები და ბალკანეთის ქვეყნებთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობაც გაქვთ, მაგრამ ისინი NATO-სა და ევროკავშირის წევრები არიან. მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს.

ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაქვთ ამის შესაძლებლობა, რადგან ობამასგან განსხვავდება მისი პოლიტიკა და სურს, რომ აღადგინოს წითელი ხაზი, რომელიც რუსებმა გადაკვეთეს. ის ამის გაკეთებას შეძლებს, რადგან მახსოვს, ბუქარესტის სამიტზე ქართული დელეგაციის დამწუხრებული სახეები. მაშინ დიდი შეცდომა დავუშვით. ვეწინააღმდეგებოდით გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციას, მაგრამ დავმარცხდით. რუსეთმა გამოიყენა შანსი და მოახდინა თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ მაშინ ამას 21-ე საუკუნის მიუნხენი ვუწოდეთ, მაგრამ არავინ მოგვისმინა. თუმცა, დღეს ყველა აღიარებს, რომ ეს იყო შეცდომა და თუ შეცდომა დავუშვით, მოდით, გამოვასწოროთ", - აღნიშნავს პავილიონისი.

ავტორი: ადმინისტრატორი