კოტე შარაშენიძე: თანამდებობაზე "ოცნების" მხარდაჭერით კი არა, ჩემი ბრძოლით და შრომით მოვხვდი

ირმა მესხია

ოზურგეთში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კვლავ მოქმედი მერი, ბეგლარ სიორიძე იქნება. მმართველმა პარტიმ მას უკვე მეორედ გამიუცხადა ნდობა და გურიაში საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა.

საკუთარ თავს ნდობას უცხადებს „ქართული ოცნების“ ყოფილი გამგებელი კოტე შარაშენიძეც, რომელმაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა დამოუკიდებელ კანდიდატად გადაწყვიტა.

კოტე შარაშენიძე მთელს გურიაში ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატია და როგორც „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, ოპოზიციონერი არ არის.

„აიპრესი“ დაინტერესდა ვისი მხარდაჭერის იმედი აქვს შარაშენიძეს და წავიდა თუ არა ყოფილ გუნდთან ოპოზიციაში ყოფილი გამგებელი.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ოზურგეთში საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმაზეც კი საუბრობს, რომ ოცნებას ორი კადრი ჰყავს, ერთი ბეგლარ სიორიძე და მეორე-კოტე შარაშენიძე.

როგორც რამდენიმე ამომრჩეველი აცხადებს, შარაშენიძის მხარდამჭერები ხშირად ახსენებენ შეხვედრებისას „ქართუ ჯგუფს“, სადაც ეს უკანასკნელი მუშაობდა და ბიძინა ივანიშვილს.

ამ ამბების გარკვევა თავად კოტე შარაშენიძესთან ვცადეთ, რომელიც ჩვენს კითხვებზე ძალიან გაღიზიანდა და ბოლოს ტელეფონიც გაგვითიშა.

შეგახსენებთ, რომ შარაშენიძე ჟურნალისტებთან არამეგობრულ და აგრესიულ ურთიერთობაში ადრეც იყო შემჩნეული. ჯერ კიდევ გამგებლობის პერიოდში მან ადგილობრივი გაზეთის კორესპოდენტი საკუთარ კაბინეტში უცენზურო და უხამსი სიტყვებით მოიხსენია და შეურაცხყოფა მიაყენა.

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის სახელმა ერთ-ერთ კრიმინალურ ქრონიკაშიც გაიჟღერა, თუმცა მაშინ "იარაღის ტარის თავში ჩარტყმის" საქმეს მსვლელობა არ მისცემია.

მიუხედავად იმისა, რომ კოტე შარაშენიძე გაგვინაწყენდა, რატომ ვსვამდით ასეთ კითხვებს, მისგან რამდენიმე პასუხი მაინც მივიღეთ. ბოლოს კი გაბრაზებულმა ტელეფონი გაგვითიშა.

"აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ კომენტარს

- ბატონო კოტე, თქვენ დამოუკიდებელი კანდიდატი ხართ, ვისი მხარდაჭერის იმედი გაქვთ „ქართული ოცნების“ თუ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების?

ხალხის! მე სახალხო კანდიდატი გახლავართ! ამაში ვგულისხმობ მთლიანად საზოგადოებას. დამოუკიდებელ კანდიდატად ჩემი დაყენებით, უკვე ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი.

- ამბობენ, თქვენი წარმომადგენლები მოსახლეობაში აცხადებენ, რომ თქვენ „ქართუს“ კადრი ხართ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით სარგებლობთ...

- ბატონო ბატონო... არ ვიცი, მე მაგნაირი რამე არ გამიგი და თქვენ საიდან გაიგეთ, შეგიძლიათ თვითონ მოიკითხოთ. თქვენ საიდანაც გაიგეთ, იქედან შეგიძლიათ პასუხი მიიღოთ, მოიკითხოთ, დაადასტუროთ და მოიძიოთ ვინ ასახელებს, სახელი, გვარები. კონკრეტულად ვინ გეუბნებათ, ვინ ამბობს, ხომ შეიძლება დაადასტუროთ.

- საუბრობენ იმაზე, რომ...

- ჰოდა, ვინც საუბრობს იმას შეეკითხეთ, მე საიდან უნდა გაგცე პასუხი ვიღაცა რაღაცას საუბრობს... თქვენ შეგიძლიათ მაგი მოიპოვოთ. თქვენ წყაროს თქვენ თვითონ ასახელებთ და... ამბობენო და ვინც ამბობს... თქვენ თვითონ დაინტერესებული ბრძანდებით და მოიკითხეთ თქვენ თვითონ ვინ ამბობს, ვისი პირიდან ამოდის...

- თქვენ მუშაობდით „ქართუ“-ში და რა არის ამაში გასაკვირი, თუ ეს კითხვა დაისვა?

- თქვენი ჭირიმე, თქვენ შემოგევლეთ, მე ბევრ ადგილას ვმუშაობდი, ძალიან ბევრ სამსახურში ვარ ნამუშევარი.

- რატომ გამოგიშვეს „ქართუდან“ და ხომ არ გახდა ეს თქვენი ოპოზიციაში გადასვლის მიზეზი?

- სად ხედავთ ჩემ ოპოზიციონერობას ერთი მითხარით?! გაგეცით პასუხი - დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ!

- რატომ გადაწყვიტეთ დამოუკიდებელი კანდიდატი ყოფილიყავით?

- რა მნიშვნელობა აქვს რატომ გადავწყვიტე? მე მომცა კანონმა ამის საშუალება, კონსტიტუციამ და საარჩევნო კოდექსმა და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე. სხვა რა უნდა გელაპარაკოთ. თქვენ მისვამთ ისეთ შეკითხვებს, რომელიც მე არ მეხება.

- ბატონო კოტე, წინასაარჩევნი პერიოდი დაიწყო, აბა რაზე უნდა დაგისვათ კითხვები?

თქვენ "ქართული ოცნების" გუნდში იყავით და მათი მხარდაჭერით მოხვდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე. როგორც ჟურნალისტი, მაინტერესებს და გისვამთ კითხვას, რატომ გადაწყვიტეთ დამოუკიდებელ კანდიდატად გეყარათ კენჭი მერობაზე...

- მე ჩემი ბრძოლით და შრომით მოვხდი, სადაც მოვხდი. ყოველთვის ჩემი შრომით და საქმიანობით, ჩემი შრომისმოყვარეობით მოვხვდი სადაც მოვხდი.

- თქვენ "ქართული ოცნების" მხარდაჭერით არ მოხვდით თანამდებობაზე?

- ქალბატონო, მე თქვენ გაგეცით პასუხი...

- თქვენ მეუბნებით, ჩემი ბრძოლით მოვხდიო და გეკითხებით, როგორც "ქართული ოცნების" გუნდის წევრი არ მოხვდი იმ თანამდებობაზე?

- მომისმინეთ ერთი წუთით ქალბატონო! თქვენ მე რასაც მეკითხებით იმაზე გპასუხობთ. მეკითხებით როგორ მოხვდითო და გეუბნებით! ჩემი ბრძოლით! ჩემი შრომით! ჩემი რისკით! ჩემი ენთუზიაზმით! ჩემი საქმის სიყვარულით მოვხდი ყოველთვის სადაც ვყოფილვარ. კარგად ბრძანდებიდეთ და მაპატიეთ. 

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

მაო ძედუნისა და სტალინის მუზეუმებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

23 სექტემბერი, 2017

    გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმსა და ჩინეთის მაო ძედუნის მემორიალურ მუზეუმებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით  მუზეუმების თანამშრომლობას...

მეტი

კოტე შარაშენიძე: თანამდებობაზე "ოცნების" მხარდაჭერით კი არა, ჩემი ბრძოლით და შრომით მოვხვდი

კოტე შარაშენიძე: თანამდებობაზე "ოცნების" მხარდაჭერით კი არა, ჩემი ბრძოლით და შრომით მოვხვდი
14:36 | 13 სექტემბერი, 2017

საკუთარ თავს ნდობას უცხადებს „ქართული ოცნების“ ყოფილი გამგებელი კოტე შარაშენიძეც, რომელმაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა დამოუკიდებელ კანდიდატად გადაწყვიტა.

კოტე შარაშენიძე მთელს გურიაში ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატია და როგორც „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, ოპოზიციონერი არ არის.

„აიპრესი“ დაინტერესდა ვისი მხარდაჭერის იმედი აქვს შარაშენიძეს და წავიდა თუ არა ყოფილ გუნდთან ოპოზიციაში ყოფილი გამგებელი.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ოზურგეთში საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმაზეც კი საუბრობს, რომ ოცნებას ორი კადრი ჰყავს, ერთი ბეგლარ სიორიძე და მეორე-კოტე შარაშენიძე.

როგორც რამდენიმე ამომრჩეველი აცხადებს, შარაშენიძის მხარდამჭერები ხშირად ახსენებენ შეხვედრებისას „ქართუ ჯგუფს“, სადაც ეს უკანასკნელი მუშაობდა და ბიძინა ივანიშვილს.

ამ ამბების გარკვევა თავად კოტე შარაშენიძესთან ვცადეთ, რომელიც ჩვენს კითხვებზე ძალიან გაღიზიანდა და ბოლოს ტელეფონიც გაგვითიშა.

შეგახსენებთ, რომ შარაშენიძე ჟურნალისტებთან არამეგობრულ და აგრესიულ ურთიერთობაში ადრეც იყო შემჩნეული. ჯერ კიდევ გამგებლობის პერიოდში მან ადგილობრივი გაზეთის კორესპოდენტი საკუთარ კაბინეტში უცენზურო და უხამსი სიტყვებით მოიხსენია და შეურაცხყოფა მიაყენა.

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის სახელმა ერთ-ერთ კრიმინალურ ქრონიკაშიც გაიჟღერა, თუმცა მაშინ "იარაღის ტარის თავში ჩარტყმის" საქმეს მსვლელობა არ მისცემია.

მიუხედავად იმისა, რომ კოტე შარაშენიძე გაგვინაწყენდა, რატომ ვსვამდით ასეთ კითხვებს, მისგან რამდენიმე პასუხი მაინც მივიღეთ. ბოლოს კი გაბრაზებულმა ტელეფონი გაგვითიშა.

"აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ კომენტარს

- ბატონო კოტე, თქვენ დამოუკიდებელი კანდიდატი ხართ, ვისი მხარდაჭერის იმედი გაქვთ „ქართული ოცნების“ თუ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების?

ხალხის! მე სახალხო კანდიდატი გახლავართ! ამაში ვგულისხმობ მთლიანად საზოგადოებას. დამოუკიდებელ კანდიდატად ჩემი დაყენებით, უკვე ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი.

- ამბობენ, თქვენი წარმომადგენლები მოსახლეობაში აცხადებენ, რომ თქვენ „ქართუს“ კადრი ხართ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით სარგებლობთ...

- ბატონო ბატონო... არ ვიცი, მე მაგნაირი რამე არ გამიგი და თქვენ საიდან გაიგეთ, შეგიძლიათ თვითონ მოიკითხოთ. თქვენ საიდანაც გაიგეთ, იქედან შეგიძლიათ პასუხი მიიღოთ, მოიკითხოთ, დაადასტუროთ და მოიძიოთ ვინ ასახელებს, სახელი, გვარები. კონკრეტულად ვინ გეუბნებათ, ვინ ამბობს, ხომ შეიძლება დაადასტუროთ.

- საუბრობენ იმაზე, რომ...

- ჰოდა, ვინც საუბრობს იმას შეეკითხეთ, მე საიდან უნდა გაგცე პასუხი ვიღაცა რაღაცას საუბრობს... თქვენ შეგიძლიათ მაგი მოიპოვოთ. თქვენ წყაროს თქვენ თვითონ ასახელებთ და... ამბობენო და ვინც ამბობს... თქვენ თვითონ დაინტერესებული ბრძანდებით და მოიკითხეთ თქვენ თვითონ ვინ ამბობს, ვისი პირიდან ამოდის...

- თქვენ მუშაობდით „ქართუ“-ში და რა არის ამაში გასაკვირი, თუ ეს კითხვა დაისვა?

- თქვენი ჭირიმე, თქვენ შემოგევლეთ, მე ბევრ ადგილას ვმუშაობდი, ძალიან ბევრ სამსახურში ვარ ნამუშევარი.

- რატომ გამოგიშვეს „ქართუდან“ და ხომ არ გახდა ეს თქვენი ოპოზიციაში გადასვლის მიზეზი?

- სად ხედავთ ჩემ ოპოზიციონერობას ერთი მითხარით?! გაგეცით პასუხი - დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ!

- რატომ გადაწყვიტეთ დამოუკიდებელი კანდიდატი ყოფილიყავით?

- რა მნიშვნელობა აქვს რატომ გადავწყვიტე? მე მომცა კანონმა ამის საშუალება, კონსტიტუციამ და საარჩევნო კოდექსმა და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე. სხვა რა უნდა გელაპარაკოთ. თქვენ მისვამთ ისეთ შეკითხვებს, რომელიც მე არ მეხება.

- ბატონო კოტე, წინასაარჩევნი პერიოდი დაიწყო, აბა რაზე უნდა დაგისვათ კითხვები?

თქვენ "ქართული ოცნების" გუნდში იყავით და მათი მხარდაჭერით მოხვდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე. როგორც ჟურნალისტი, მაინტერესებს და გისვამთ კითხვას, რატომ გადაწყვიტეთ დამოუკიდებელ კანდიდატად გეყარათ კენჭი მერობაზე...

- მე ჩემი ბრძოლით და შრომით მოვხდი, სადაც მოვხდი. ყოველთვის ჩემი შრომით და საქმიანობით, ჩემი შრომისმოყვარეობით მოვხვდი სადაც მოვხდი.

- თქვენ "ქართული ოცნების" მხარდაჭერით არ მოხვდით თანამდებობაზე?

- ქალბატონო, მე თქვენ გაგეცით პასუხი...

- თქვენ მეუბნებით, ჩემი ბრძოლით მოვხდიო და გეკითხებით, როგორც "ქართული ოცნების" გუნდის წევრი არ მოხვდი იმ თანამდებობაზე?

- მომისმინეთ ერთი წუთით ქალბატონო! თქვენ მე რასაც მეკითხებით იმაზე გპასუხობთ. მეკითხებით როგორ მოხვდითო და გეუბნებით! ჩემი ბრძოლით! ჩემი შრომით! ჩემი რისკით! ჩემი ენთუზიაზმით! ჩემი საქმის სიყვარულით მოვხდი ყოველთვის სადაც ვყოფილვარ. კარგად ბრძანდებიდეთ და მაპატიეთ. 

ავტორი: ირმა მესხია