"ქართუ ჯგუფი": კოტე შარაშენიძე პროფესიონალი და საქმის მკეთებელი რომ ყოფილიყო, არ გავუშვებდით!

ადმინისტრატორი

ოზურგეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კვლავ მოქმედი მერი, ბეგლარ სიორიძე იქნება. მმართველი პარტია მას უკვე მეორედ უცხადებს ნდობას.

საკუთარ თავს ნდობას უცხადებს „ქართული ოცნების“ ყოფილი გამგებელი კოტე შარაშენიძეც, რომელმაც კენჭისყრა დამოუკიდებელ კანდიდატად გადაწყვიტა.

ოზურგეთში საარჩევნო კამპანია დაიწყო და გურულებისთვის ჩვეული აქტიური პოლიტიკური ცხოვრება უკვე აქტიურ ფაზაშია შესული.

კოტე შარაშენიძე მთელს გურიაში ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატია და როგორც "აიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, ის ოპოზიციონერი არ არის. 

ოზურგეთში კი საზოგადოების გარკვეული ნაწილი საგონებელშია ჩავარდნილი და იმაზეც კი საუბრობენ, რომ ოცნებას ორი კადრი ჰყავს, ერთი ბეგლარ სიორიძე და მეორე - კოტე შარაშენიძე.

როგორც რამდენიმე ამომრჩეველი აცხადებს, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერები ხშირად ახსენებენ შეხვედრებისას „ქართუ ჯგუფს“, სადაც კოტე შარაშენიძე მუშაობდა და ბიძინა ივანიშვილს.

კოტე შარაშენიძემ გამგებლობის პოსტიდან წასვლის შემდეგ, 2015 წელს მუშაობა დაიწყო „ქართუ ჯგუფში“. გამგებლობამდე ის ქართული ოცნების კადრი იყო და ოზურგეთში 2012 წელს პარტიასაც ხელმძღვანელობდა.

თუმცა, გამგებლობის პერიოდში მას მმართველ გუნდთან სიტუაცია დაეძაბა, რის მიზეზიც მასთან დაკავშირებული არაერთი სკანდალური თემა გახდა, მათ შორის კრიმინალურ ქრონიკაში მისი სახელის გაჟღერება და ადგილობრივი მედიის ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.

იყენებენ თუ არა მმართველი პარტიის სახელს საარჩევნო შეხვედრებისას კოტე შარაშენიძის მხარდამჭერები, ამაზე საუბარი კანდიდატს არ სურს და „აიპრესის“ ჟურნალისტის კითხვას ჩხუბით და ხმამაღალი ტონით უპასუხა. გთავაზობთ ამ ნაწილს ინტერვიუდან:

- ამბობენ, თქვენი წარმომადგენლები მოსახლეობაში აცხადებენ, რომ თქვენ „ქართუს“ კადრი ხართ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით სარგებლობთ...

- ბატონო, ბატონო... არ ვიცი, მე მაგნაირი რამე არ გამიგია და თქვენ საიდან გაიგეთ? შეგიძლიათ თვითონ მოიკითხოთ... თქვენ საიდანაც გაიგეთ, იქედან შეგიძლიათ პასუხი მიიღოთ, მოიკითხოთ, დაადასტუროთ და მოიძიოთ ვინ ასახელებს, სახელი, გვარები... კონკრეტულად ვინ გეუბნებათ, ვინ ამბობს, ხომ შეიძლება დაადასტუროთ?

- საუბრობენ იმაზე, რომ...

- ჰოდა, ვინც საუბრობს იმას შეეკითხეთ, მე საიდან უნდა გაგცე პასუხი ვიღაცა რაღაცას საუბრობს... თქვენ შეგიძლიათ მაგი მოიპოვოთ. თქვენ წყაროს თქვენ თვითონ ასახელებთ და... ამბობენო და ვინც ამბობს? თქვენ თვითონ დაინტერესებული ბრძანდებით და მოიკითხეთ თქვენ თვითონ ვინ ამბობს, ვისი პირიდან ამოდის...

- თქვენ მუშაობდით „ქართუ“-ში და რა არის ამაში გასაკვირი, თუ ეს კითხვა დაისვა?

- თქვენი ჭირიმე, თქვენ შემოგევლეთ, მე ბევრ ადგილას ვმუშაობდი, ძალიან ბევრ სამსახურში ვარ ნამუშევარი.

- რატომ გამოგიშვეს „ქართუდან“ და ხომ არ გახდა ეს თქვენი ოპოზიციაში გადასვლის მიზეზი?

- სად ხედავთ ჩემ ოპოზიციონერობას ერთი მითხარით?! გაგეცით პასუხი - დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ!

- რატომ გადაწყვიტეთ დამოუკიდებელი კანდიდატი ყოფილიყავით?

- რა მნიშვნელობა აქვს რატომ გადავწყვიტე? მე მომცა კანონმა ამის საშუალება, კონსტიტუციამ და საარჩევნო კოდექსმა და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე. სხვა რა უნდა გელაპარაკოთ. თქვენ მისვამთ ისეთ შეკითხვებს, რომელიც მე არ მეხება.

- ბატონო კოტე, წინასაარჩევნი პერიოდი დაიწყო, აბა რაზე უნდა დაგისვათ კითხვები?

თქვენ "ქართული ოცნების" გუნდში იყავით და მათი მხარდაჭერით მოხვდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე. როგორც ჟურნალისტი, მაინტერესებს და გისვამთ კითხვას, რატომ გადაწყვიტეთ დამოუკიდებელ კანდიდატად გეყარათ კენჭი მერობაზე...

- მე ჩემი ბრძოლით და შრომით მოვხდი, სადაც მოვხდი. ყოველთვის ჩემი შრომით და საქმიანობით, ჩემი შრომისმოყვარეობით მოვხდი სადაც მოვხდი.

აქვს თუ არა რამე კავშირი კოტე შარაშენიძეს "ქართუ ჯგუფთან" ან უკავშირდება თუ არა მისი "ქართუდან" წამოსვლა პოლიტიკურ მოტივებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვა "ქართუ ჯგუფი"-ს წარმომადგენლებს: "ბურჯის" დირექტორს გიორგი ქსოვრელს და "ქართუ ჯგუფის" გენერალურ დირექტორს, ნატო ხაინდრავას დავუსვით.

გიორგი ქსოვრელი: კოტე შარაშენიძის დასაქმება ჩვენს კომპანიაში მოხდა 2015 წლის ზაფხულში. ამ პერიოდში ოზურგეთის რაიონში სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობდა და საჭირო იყო ადგილზე კოორდინაცია. მომდევნო პერიოდში, როცა მშენებლობა წავიდა დასასრულისკენ, მისი საჭიროება აღარ არსებობდა და მოხდა მასთან განშორება.

კითხვაზე, ედო თუ არა რამე პოლიტიკური მოტივები კოტე შარაშენიძის ქართუსთან კონტრაქტის არგაგრძელებას, ნატო ხაინდრავა აცხადებს:

"პოლიტიკური ნიშნით არ გაგვიშვია, ის არ იყო ისეთი პროფესიონალი კადრი, რომელიც გამოგვადგებოდა სხვა პროექტებში, საერთოდ გავუშვით სისტემიდან. საქმის მკეთებელი და პროფესიონალი რომ ყოფილიყო, არ გავუშვებდით.

- მას შემდეგ შეხება არ გქონიათ?

- არა, არ გვქონია არანაირი...

- მართალია ამას ბატონი კოტე არ ადასტურებს, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი მხარდამჭერები ხშირად ახსენებენ "ქართუ ჯგუფს" და ბიძინა ივანიშვილს შეხვედრების დროს. თქვენი მხრიდან რაიმე მხარდაჭერა აქვს მას?

- არავითარი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან არ აქვს და თუ ვინმე ამას იყენებს, ვაცხადებ, რომ მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი. ჩვენი მხრიდან არანაირ მხარდაჭერზე საუბარიც კი არ არის. რაც შარაშენიძე სისტემიდან წავიდა, მასთან შეხების წერტილიც კი არ გვაქვს.

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

მაო ძედუნისა და სტალინის მუზეუმებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

23 სექტემბერი, 2017

    გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმსა და ჩინეთის მაო ძედუნის მემორიალურ მუზეუმებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით  მუზეუმების თანამშრომლობას...

მეტი

"ქართუ ჯგუფი": კოტე შარაშენიძე პროფესიონალი და საქმის მკეთებელი რომ ყოფილიყო, არ გავუშვებდით!

"ქართუ ჯგუფი": კოტე შარაშენიძე პროფესიონალი და საქმის მკეთებელი რომ ყოფილიყო, არ გავუშვებდით!
14:24 | 13 სექტემბერი, 2017

ოზურგეთში საარჩევნო კამპანია დაიწყო და გურულებისთვის ჩვეული აქტიური პოლიტიკური ცხოვრება უკვე აქტიურ ფაზაშია შესული.

კოტე შარაშენიძე მთელს გურიაში ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატია და როგორც "აიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, ის ოპოზიციონერი არ არის. 

ოზურგეთში კი საზოგადოების გარკვეული ნაწილი საგონებელშია ჩავარდნილი და იმაზეც კი საუბრობენ, რომ ოცნებას ორი კადრი ჰყავს, ერთი ბეგლარ სიორიძე და მეორე - კოტე შარაშენიძე.

როგორც რამდენიმე ამომრჩეველი აცხადებს, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერები ხშირად ახსენებენ შეხვედრებისას „ქართუ ჯგუფს“, სადაც კოტე შარაშენიძე მუშაობდა და ბიძინა ივანიშვილს.

კოტე შარაშენიძემ გამგებლობის პოსტიდან წასვლის შემდეგ, 2015 წელს მუშაობა დაიწყო „ქართუ ჯგუფში“. გამგებლობამდე ის ქართული ოცნების კადრი იყო და ოზურგეთში 2012 წელს პარტიასაც ხელმძღვანელობდა.

თუმცა, გამგებლობის პერიოდში მას მმართველ გუნდთან სიტუაცია დაეძაბა, რის მიზეზიც მასთან დაკავშირებული არაერთი სკანდალური თემა გახდა, მათ შორის კრიმინალურ ქრონიკაში მისი სახელის გაჟღერება და ადგილობრივი მედიის ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.

იყენებენ თუ არა მმართველი პარტიის სახელს საარჩევნო შეხვედრებისას კოტე შარაშენიძის მხარდამჭერები, ამაზე საუბარი კანდიდატს არ სურს და „აიპრესის“ ჟურნალისტის კითხვას ჩხუბით და ხმამაღალი ტონით უპასუხა. გთავაზობთ ამ ნაწილს ინტერვიუდან:

- ამბობენ, თქვენი წარმომადგენლები მოსახლეობაში აცხადებენ, რომ თქვენ „ქართუს“ კადრი ხართ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით სარგებლობთ...

- ბატონო, ბატონო... არ ვიცი, მე მაგნაირი რამე არ გამიგია და თქვენ საიდან გაიგეთ? შეგიძლიათ თვითონ მოიკითხოთ... თქვენ საიდანაც გაიგეთ, იქედან შეგიძლიათ პასუხი მიიღოთ, მოიკითხოთ, დაადასტუროთ და მოიძიოთ ვინ ასახელებს, სახელი, გვარები... კონკრეტულად ვინ გეუბნებათ, ვინ ამბობს, ხომ შეიძლება დაადასტუროთ?

- საუბრობენ იმაზე, რომ...

- ჰოდა, ვინც საუბრობს იმას შეეკითხეთ, მე საიდან უნდა გაგცე პასუხი ვიღაცა რაღაცას საუბრობს... თქვენ შეგიძლიათ მაგი მოიპოვოთ. თქვენ წყაროს თქვენ თვითონ ასახელებთ და... ამბობენო და ვინც ამბობს? თქვენ თვითონ დაინტერესებული ბრძანდებით და მოიკითხეთ თქვენ თვითონ ვინ ამბობს, ვისი პირიდან ამოდის...

- თქვენ მუშაობდით „ქართუ“-ში და რა არის ამაში გასაკვირი, თუ ეს კითხვა დაისვა?

- თქვენი ჭირიმე, თქვენ შემოგევლეთ, მე ბევრ ადგილას ვმუშაობდი, ძალიან ბევრ სამსახურში ვარ ნამუშევარი.

- რატომ გამოგიშვეს „ქართუდან“ და ხომ არ გახდა ეს თქვენი ოპოზიციაში გადასვლის მიზეზი?

- სად ხედავთ ჩემ ოპოზიციონერობას ერთი მითხარით?! გაგეცით პასუხი - დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ!

- რატომ გადაწყვიტეთ დამოუკიდებელი კანდიდატი ყოფილიყავით?

- რა მნიშვნელობა აქვს რატომ გადავწყვიტე? მე მომცა კანონმა ამის საშუალება, კონსტიტუციამ და საარჩევნო კოდექსმა და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე. სხვა რა უნდა გელაპარაკოთ. თქვენ მისვამთ ისეთ შეკითხვებს, რომელიც მე არ მეხება.

- ბატონო კოტე, წინასაარჩევნი პერიოდი დაიწყო, აბა რაზე უნდა დაგისვათ კითხვები?

თქვენ "ქართული ოცნების" გუნდში იყავით და მათი მხარდაჭერით მოხვდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე. როგორც ჟურნალისტი, მაინტერესებს და გისვამთ კითხვას, რატომ გადაწყვიტეთ დამოუკიდებელ კანდიდატად გეყარათ კენჭი მერობაზე...

- მე ჩემი ბრძოლით და შრომით მოვხდი, სადაც მოვხდი. ყოველთვის ჩემი შრომით და საქმიანობით, ჩემი შრომისმოყვარეობით მოვხდი სადაც მოვხდი.

აქვს თუ არა რამე კავშირი კოტე შარაშენიძეს "ქართუ ჯგუფთან" ან უკავშირდება თუ არა მისი "ქართუდან" წამოსვლა პოლიტიკურ მოტივებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვა "ქართუ ჯგუფი"-ს წარმომადგენლებს: "ბურჯის" დირექტორს გიორგი ქსოვრელს და "ქართუ ჯგუფის" გენერალურ დირექტორს, ნატო ხაინდრავას დავუსვით.

გიორგი ქსოვრელი: კოტე შარაშენიძის დასაქმება ჩვენს კომპანიაში მოხდა 2015 წლის ზაფხულში. ამ პერიოდში ოზურგეთის რაიონში სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობდა და საჭირო იყო ადგილზე კოორდინაცია. მომდევნო პერიოდში, როცა მშენებლობა წავიდა დასასრულისკენ, მისი საჭიროება აღარ არსებობდა და მოხდა მასთან განშორება.

კითხვაზე, ედო თუ არა რამე პოლიტიკური მოტივები კოტე შარაშენიძის ქართუსთან კონტრაქტის არგაგრძელებას, ნატო ხაინდრავა აცხადებს:

"პოლიტიკური ნიშნით არ გაგვიშვია, ის არ იყო ისეთი პროფესიონალი კადრი, რომელიც გამოგვადგებოდა სხვა პროექტებში, საერთოდ გავუშვით სისტემიდან. საქმის მკეთებელი და პროფესიონალი რომ ყოფილიყო, არ გავუშვებდით.

- მას შემდეგ შეხება არ გქონიათ?

- არა, არ გვქონია არანაირი...

- მართალია ამას ბატონი კოტე არ ადასტურებს, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი მხარდამჭერები ხშირად ახსენებენ "ქართუ ჯგუფს" და ბიძინა ივანიშვილს შეხვედრების დროს. თქვენი მხრიდან რაიმე მხარდაჭერა აქვს მას?

- არავითარი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან არ აქვს და თუ ვინმე ამას იყენებს, ვაცხადებ, რომ მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი. ჩვენი მხრიდან არანაირ მხარდაჭერზე საუბარიც კი არ არის. რაც შარაშენიძე სისტემიდან წავიდა, მასთან შეხების წერტილიც კი არ გვაქვს.

ავტორი: ადმინისტრატორი