"ქართული მარში" სამედიცინო ნიღბებით და პეტარდებით (ფოტორეპორტაჟი)

ირმა მესხია

"მამულის გამყიდველებო თქვენი ადგილი ციხეშია! ქართულ მიწას არ გაგაყიდინებთ! კობახიძე, ჩუგოშვილი, თალაკვაძე, სოროსის მონები!" - ამ ლოზუნგოთ "ქართული მარში"-ს მხარდამჭერებმა ე.წ. სოროსის ფონდთან აქცია გამართეს. ისინი  საქართველოში ფონდის დახურვას მოითოვენ. 

აქციის ორგანოზატორებმა და მხარდამჭერებმა "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს შენობასთან პეტარდებით მისვლა სცადეს, თუმცა პოლიციის კორდონმა მათ ამის უფლება არ მისცა. "სოროსის ფონდთან" საპროტესტო აქცია რამდენიმე წუთში დასრულდა, რის შემდე აქციის მონაწილებმა, მმართველი გუნდის თბილისის მერობის  კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გადაინაცვლეს. 

"არავის გავაყიდინებთ ქართულ მიწას"! დიდება ერს, სიკვდილი მტერს! "დაიხუროს სოროსის ფონდი!" - ამ შეძახილებით აპროტესტებდნენ "ქართული მარში"-ს მხარდამჭერი ახალგაზრდები, რომლებიც სამედიცინო ნიღბებში იყვნენ კალაძის შტაბთან ქართული მიწების უცხოელებზე მიყიდვას. 

მსგავსი სიახლეები
მარინა დარახველიძე წითელას ვირუსის შესახებ – გადაცემაში “იმედის დილა”

19 თებერვალი, 2018

წითელას ვირუსის შესახებ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა დარახველიძემ გადაცემაში “იმედის დილა” ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტრო The post მარინა...

მეტი
ექთნების დეფიციტი

ექთნების დეფიციტი

19 თებერვალი, 2018

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

14 თებერვალი, 2018

„ცოდნის კაფეს“ წარმომადგენლებმა ხუთი მოხუცი წყვილი წნორიდან, ასევე სოფლებიდან ვაქირიდან და ქვემო მაჩხაანიდან კაფეში მიიწვიეს, სადაც მათ რომანტიული გარემო და ვალენტინობისთვის მომზადებული ვახშამი...

მეტი

"ქართული მარში" სამედიცინო ნიღბებით და პეტარდებით (ფოტორეპორტაჟი)

 "ქართული მარში" სამედიცინო ნიღბებით და პეტარდებით (ფოტორეპორტაჟი)
15:40 | 13 სექტემბერი, 2017

აქციის ორგანოზატორებმა და მხარდამჭერებმა "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს შენობასთან პეტარდებით მისვლა სცადეს, თუმცა პოლიციის კორდონმა მათ ამის უფლება არ მისცა. "სოროსის ფონდთან" საპროტესტო აქცია რამდენიმე წუთში დასრულდა, რის შემდე აქციის მონაწილებმა, მმართველი გუნდის თბილისის მერობის  კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გადაინაცვლეს. 

"არავის გავაყიდინებთ ქართულ მიწას"! დიდება ერს, სიკვდილი მტერს! "დაიხუროს სოროსის ფონდი!" - ამ შეძახილებით აპროტესტებდნენ "ქართული მარში"-ს მხარდამჭერი ახალგაზრდები, რომლებიც სამედიცინო ნიღბებში იყვნენ კალაძის შტაბთან ქართული მიწების უცხოელებზე მიყიდვას. 

ავტორი: ირმა მესხია