დაჭრილი და დაშავებული სამხედროები "ძლიერთა თამაშებში" მონაწილეობისთვის ემზადებიან

ადმინისტრატორი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობისთვის ემზადებიან,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

დღეს, ქართველი სამხედროების ერთ-ერთ ვარჯიშს „ფონდი არველაძის“ წარმომადგენლები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე დაესწრნენ. ტურნირის მონაწილე სპორტსმენების გამხნევების მიზნით, ფონდის დამფუძნებელმა რევაზ არველაძემ მათ საჩუქრად სპორტული ეკიპირება გადასცა.

„ძლიერთა თამაშები“ კანადაში, ქალაქ ტორონტოში 23-30 სექტემბერს გაიმართება. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული 15-კაციანი ნაკრები ინტენსიურ მომზადებას გადის. საერთაშორისო ასპარეზობისთვის, ისინი მჯდომარე ფრენბურთში, მშვილდის სროლაში, ცურვაში, ველორბოლაში და წოლჭიმში გადიან მომზადებას.

კანადაში სამხედრო მოსამსახურეების 15 ოჯახის წევრი სპეციალური პროგრამით გაემგზავრება.
ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. „ძლიერთა თამაშებში“ ქართველი სამხედროები უკვე მესამედ მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან

16 ნოემბერი, 2017

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან imedi.ge The post როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან appeared first on jandacva.ge.

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

17 ნოემბერი, 2017

20 ნოემბრის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ქალაქ გორში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

დაჭრილი და დაშავებული სამხედროები "ძლიერთა თამაშებში" მონაწილეობისთვის ემზადებიან

დაჭრილი და დაშავებული სამხედროები "ძლიერთა თამაშებში" მონაწილეობისთვის ემზადებიან
12:36 | 13 სექტემბერი, 2017

დღეს, ქართველი სამხედროების ერთ-ერთ ვარჯიშს „ფონდი არველაძის“ წარმომადგენლები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე დაესწრნენ. ტურნირის მონაწილე სპორტსმენების გამხნევების მიზნით, ფონდის დამფუძნებელმა რევაზ არველაძემ მათ საჩუქრად სპორტული ეკიპირება გადასცა.

„ძლიერთა თამაშები“ კანადაში, ქალაქ ტორონტოში 23-30 სექტემბერს გაიმართება. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული 15-კაციანი ნაკრები ინტენსიურ მომზადებას გადის. საერთაშორისო ასპარეზობისთვის, ისინი მჯდომარე ფრენბურთში, მშვილდის სროლაში, ცურვაში, ველორბოლაში და წოლჭიმში გადიან მომზადებას.

კანადაში სამხედრო მოსამსახურეების 15 ოჯახის წევრი სპეციალური პროგრამით გაემგზავრება.
ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. „ძლიერთა თამაშებში“ ქართველი სამხედროები უკვე მესამედ მონაწილეობენ.

ავტორი: ადმინისტრატორი