შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

ადმინისტრატორი

შუახევშის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწყვალთაში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ორსართულიანი შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში "აიპრესს" განუცხადეს ახალი შენობა სრულად დააკმაყოფილებს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის საჭირო ყველა მოთხოვნას. შენობაში მოეწყობა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ადმინისტრაციული ოთახები.

შენობა და სპორტული დარბაზი აღიჭურვება ინვენტარით (მერხები, სკამები, დაფები, კარადები, კალათბურთის ფარები, ფრენბურთის ბადე, ხელბურთის კარები).კეთილმოეწყობა სკოლის ეზო დეკორატიული ფილებით, გაზონებით.

100 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობისთვის აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან 734 444 ლარი დაიხარჯება. მშენებლობა 2018 წლის აგვისტოში დასრულდება. სკოლა, რომელშიც სოფელ მაწყვალთის 50-მდე მოსწავლე სწავლობდა, ავარიულია, ხოლო ტერიტორია ეროზიული. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე ახალი სკოლის მშენებლობა სხვა ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რისთვისაც მიწის ნაკვეთი შუახევის თვითმართველობამ შეისყიდა.

მაწყვალთაში ახალი თანამედროვე სტანდარეტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა ხორციელდება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

20 იანვრის 11:00-დან 21:00 საათამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

19 იანვარი, 2018

20 იანვრის 11:00 საათიდან 21:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით.  ამის შესახებ...

მეტი

შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
10:57 | 13 სექტემბერი, 2017

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში "აიპრესს" განუცხადეს ახალი შენობა სრულად დააკმაყოფილებს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის საჭირო ყველა მოთხოვნას. შენობაში მოეწყობა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ადმინისტრაციული ოთახები.

შენობა და სპორტული დარბაზი აღიჭურვება ინვენტარით (მერხები, სკამები, დაფები, კარადები, კალათბურთის ფარები, ფრენბურთის ბადე, ხელბურთის კარები).კეთილმოეწყობა სკოლის ეზო დეკორატიული ფილებით, გაზონებით.

100 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობისთვის აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან 734 444 ლარი დაიხარჯება. მშენებლობა 2018 წლის აგვისტოში დასრულდება. სკოლა, რომელშიც სოფელ მაწყვალთის 50-მდე მოსწავლე სწავლობდა, ავარიულია, ხოლო ტერიტორია ეროზიული. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე ახალი სკოლის მშენებლობა სხვა ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რისთვისაც მიწის ნაკვეთი შუახევის თვითმართველობამ შეისყიდა.

მაწყვალთაში ახალი თანამედროვე სტანდარეტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა ხორციელდება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

ავტორი: ადმინისტრატორი