პოლიციამ ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის ძარცვაში მონაწილე პირები დააკავა

ადმინისტრატორი

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით სამი პირი -1980 წელს დაბადებული ჯ.ჩ, 1989 წელს დაბადებული დ.ქ. და 1986 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს თბილისში, ალექსიძის ქუჩა N1-ში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ხ. გაძარცვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ სამივე ბრალდებული თბილისში დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხის ნაწილი 3550 აშშ დოლარი, 700 ევრო და 550 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

19 სექტემბერი, 2017

20 სექტემბერს, 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ქალაქ სენაკის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

პოლიციამ ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის ძარცვაში მონაწილე პირები დააკავა

პოლიციამ ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის ძარცვაში მონაწილე პირები დააკავა
10:01 | 13 სექტემბერი, 2017

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს თბილისში, ალექსიძის ქუჩა N1-ში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ხ. გაძარცვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ სამივე ბრალდებული თბილისში დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხის ნაწილი 3550 აშშ დოლარი, 700 ევრო და 550 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ავტორი: ადმინისტრატორი