გიორგი კვირიკაშვილი: 5 წლის წინ 3 სატელევიზო არხი გვქონდა და ახლა გვაქვს - 13

ადმინისტრატორი

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო მაკკეინის ინსტიტუტისა და EPRC-ის საერთაშორისო კონფერენციაში - “A World in Flux: The Future of Democracy, Europe and the Middle East”. კონფერენციაზე მან საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე ისაუბრა.

 "5 წლის წინ გვქონდა 3 სატელევიზიო არხი, რომელიც მთელ ქვეყანას ფარავდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებად ერთ ნარატივს იმეორებდა, ამჟამად გვაქვს - 13 არხი, რომელიც მთელს საქართველოში მაუწყებლობს, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა,

 "პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა შედარდეს ის, თუ რა გვაქვს ახლა და რა გვქონდა წარსულში. 5 წლის წინ გვქონდა 3 სატელევიზიო არხი, რომელიც მთელ ქვეყანას ფარავდა და ერთ - ცენტრალური ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებად ნარატივს იმეორებდა. ამჟამად, ჩვენ ორჯერ, სამჯერ მეტი  - ჩვენი მონაცემებით, 13 არხი გვაქვს, რომელიც მთელს საქართველოს ფარავს. გარდა ამისა, მოქმედებს 60-ზე მეტი ადგილობრივი არხი. 5 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, ეს უდიდესი ნახტომია. გარდა ამისა, ავამოქმედეთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროექტი, გვაქვს სიხშირეების დიდი რაოდენობა; გარდა ამისა, გავმართეთ და დავაჩქარეთ ახალი არხებისათვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესი. მაუწყებლობის ნებართვის მისაღებად სულ რაღაც 10 კალენდარული დღეა საჭირო. პროცესი ძალიან მოწესრიგებულია.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, როგორც მოგეხსენებათ, ყველასთვის შესამჩნევია, რომ ადგილი არ აქვს ინტერვენციას არხის საქმიანობის კუთხით; სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რასაც, რა თქმა უნდა, ყველა ვცემთ პატივს; შემდეგ მივიღეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც, ჩვენი აზრით, ასევე პატივსაცემია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მას არ ვეთანხმებით.

არხი დღეს ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ დიდი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მუშაობის გაგრძელების საშუალება მიგვეცა არხისთვის მისი ანგარიშების დაყადაღების გარეშე. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა გვეჩვენებინა ხელისუფლების ნება, არ ჩაერიოს თავისუფალ მედიაგარემოში." - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
მარინა დარახველიძე წითელას ვირუსის შესახებ – გადაცემაში “იმედის დილა”

19 თებერვალი, 2018

წითელას ვირუსის შესახებ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა დარახველიძემ გადაცემაში “იმედის დილა” ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტრო The post მარინა...

მეტი
ექთნების დეფიციტი

ექთნების დეფიციტი

19 თებერვალი, 2018

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

14 თებერვალი, 2018

„ცოდნის კაფეს“ წარმომადგენლებმა ხუთი მოხუცი წყვილი წნორიდან, ასევე სოფლებიდან ვაქირიდან და ქვემო მაჩხაანიდან კაფეში მიიწვიეს, სადაც მათ რომანტიული გარემო და ვალენტინობისთვის მომზადებული ვახშამი...

მეტი

გიორგი კვირიკაშვილი: 5 წლის წინ 3 სატელევიზო არხი გვქონდა და ახლა გვაქვს - 13

გიორგი კვირიკაშვილი: 5 წლის წინ 3 სატელევიზო არხი გვქონდა და ახლა გვაქვს - 13
20:52 | 12 სექტემბერი, 2017

 "5 წლის წინ გვქონდა 3 სატელევიზიო არხი, რომელიც მთელ ქვეყანას ფარავდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებად ერთ ნარატივს იმეორებდა, ამჟამად გვაქვს - 13 არხი, რომელიც მთელს საქართველოში მაუწყებლობს, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა,

 "პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა შედარდეს ის, თუ რა გვაქვს ახლა და რა გვქონდა წარსულში. 5 წლის წინ გვქონდა 3 სატელევიზიო არხი, რომელიც მთელ ქვეყანას ფარავდა და ერთ - ცენტრალური ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებად ნარატივს იმეორებდა. ამჟამად, ჩვენ ორჯერ, სამჯერ მეტი  - ჩვენი მონაცემებით, 13 არხი გვაქვს, რომელიც მთელს საქართველოს ფარავს. გარდა ამისა, მოქმედებს 60-ზე მეტი ადგილობრივი არხი. 5 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, ეს უდიდესი ნახტომია. გარდა ამისა, ავამოქმედეთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროექტი, გვაქვს სიხშირეების დიდი რაოდენობა; გარდა ამისა, გავმართეთ და დავაჩქარეთ ახალი არხებისათვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესი. მაუწყებლობის ნებართვის მისაღებად სულ რაღაც 10 კალენდარული დღეა საჭირო. პროცესი ძალიან მოწესრიგებულია.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, როგორც მოგეხსენებათ, ყველასთვის შესამჩნევია, რომ ადგილი არ აქვს ინტერვენციას არხის საქმიანობის კუთხით; სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რასაც, რა თქმა უნდა, ყველა ვცემთ პატივს; შემდეგ მივიღეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც, ჩვენი აზრით, ასევე პატივსაცემია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მას არ ვეთანხმებით.

არხი დღეს ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ დიდი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მუშაობის გაგრძელების საშუალება მიგვეცა არხისთვის მისი ანგარიშების დაყადაღების გარეშე. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა გვეჩვენებინა ხელისუფლების ნება, არ ჩაერიოს თავისუფალ მედიაგარემოში." - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი: ადმინისტრატორი