საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ რუმინეთს 0:2 ამარცხებს

მაგდა კლდიაშვილი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, პირველი ტაიმის შემდეგ, რუმინეთის ეროვნულ გუნდს, რუმინეთში 0:2 ამარცხებს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი კურტანიძემ დააწინაურა, შემდეგ კი კაკაბაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა და საქართველოს ნაკრებს კომფორტული უპირატესობა მოაპოვებინა.

ტრავმის გამო, საქართველოს მეკარე კუპატაძე აკლია, ხოლო სებისკვერაძე და ჭანუყვაძე მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებენ.

ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 26 სექტემბერს თბილისში შედგება. ფლეიოფში გამარჯვებული ნაკრები 2018 წელს სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

19 სექტემბერი, 2017

20 სექტემბერს, 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ქალაქ სენაკის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ რუმინეთს 0:2 ამარცხებს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ რუმინეთს 0:2 ამარცხებს
20:49 | 12 სექტემბერი, 2017

ავთანდილ ასათიანის გუნდი კურტანიძემ დააწინაურა, შემდეგ კი კაკაბაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა და საქართველოს ნაკრებს კომფორტული უპირატესობა მოაპოვებინა.

ტრავმის გამო, საქართველოს მეკარე კუპატაძე აკლია, ხოლო სებისკვერაძე და ჭანუყვაძე მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებენ.

ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 26 სექტემბერს თბილისში შედგება. ფლეიოფში გამარჯვებული ნაკრები 2018 წელს სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ავტორი: მაგდა კლდიაშვილი