ელენე ხოშტარია: უგულავას, ბაქრაძისა და ბოკერიას გუნდში ყოფნა ჩემთვის ხელის შემწყობია

იაგო ნაცვლიშვილი

"რა თქმა უნდა, უგულავას მერობისას გარკვეული შეცდომებიც იყო დაშვებული. მათ შორის, ამ მიმართულებით მშენებლობებთან დაკავშირებით, სიმწვანესთან დაკავშირებით და ა.შ. რა თქმა უნდა ჩემი ხედვა გიგისგან განსხვავებულია. ამოცანებიც განსხვავებულია ახლანდელი და მაშინ რაც იყო", - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ „აიპრესის“ კითხვას იმაზე, ხომ არ არის მისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი ის, რომ გიგი უგულავა იყო თბილისის მერი?

"ჩვენი გუნდი ერთადერთია, რომელიც ერთი მხრივ აქვს გამოცდილება კონკრეტული საქმის კეთების. როგორ კრიტიკულადაც არ უნდა იყო განწყობილი გიგი უგულავას მიმართ, ობიექტურად არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, რომელიც არ აღიარებს, რომ მან ქალაქში ძალიან ბევრი რამე გააკეთა. დასუფთავების, ინფრასტრუქტურისა თუ გზების პრობლემების მოგვარებით. ობიექტურად რომ შევხედოთ გვახოსვს ხომ როგორი ვითარება იყო მანამდე.

რა თქმა უნდა, გარკვეული შეცდომებიც იყო დაშვებული. მათ შორის, ამ მიმართულებით მშენებლობებთან დაკავშირებით, სიმწვანესთან დაკავშირებით და ა.შ. რა თქმა უნდა ჩემი ხედვა გიგისგან განსხვავებულია. ამოცანებიც განსხვავებულია ახლანდელი და მაშინ რაც იყო.

ჩვენ გუნდს აქვს უნარი, რომ იმსჯელოს ამ შეცდომებზე, გაანალიზოს ეს შეცდომები და განსხვავებული ხედვის ადამიანს მისცეს საშუალება, რომ ახალი ხედვა წამოსწიოს წინ და ქალაქის განვითარების ახალი ხედვა იყოს. ეს არის სწორედ ჯანსაღი დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი და არა ის, რომ ერთ პარტიაში ყველა ერთ ადამიანს ემორჩილება. ან უუნარობა იმისა, რომ გაკეთებულ საქმესთან ერთად არ აღიარო ის არასწორი რაც შეგეშალა. ეს ჩემთვის არის მთავარი გარანტი იმისა, რომ არათუ ხელის შემშლელი, არამედ პირიქით ხელის შემწყობია იმისა, რომ ვარ იმ იმ გუნდში რომელშიც არიან გიგი უგულავა, დათო ბაქრაძე, გიგა ბოკერია და სხვები რომელთაც შეუძლიათ საქმის კეთება და შეცდომების აღიარება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას "აიპრესი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
წითელას ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა მარნეულში

22 თებერვალი, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში წითელას 4 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ოთხივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოში 7...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

ელენე ხოშტარია: უგულავას, ბაქრაძისა და ბოკერიას გუნდში ყოფნა ჩემთვის ხელის შემწყობია

ელენე ხოშტარია: უგულავას, ბაქრაძისა და ბოკერიას გუნდში ყოფნა ჩემთვის ხელის შემწყობია
20:45 | 12 სექტემბერი, 2017

"ჩვენი გუნდი ერთადერთია, რომელიც ერთი მხრივ აქვს გამოცდილება კონკრეტული საქმის კეთების. როგორ კრიტიკულადაც არ უნდა იყო განწყობილი გიგი უგულავას მიმართ, ობიექტურად არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, რომელიც არ აღიარებს, რომ მან ქალაქში ძალიან ბევრი რამე გააკეთა. დასუფთავების, ინფრასტრუქტურისა თუ გზების პრობლემების მოგვარებით. ობიექტურად რომ შევხედოთ გვახოსვს ხომ როგორი ვითარება იყო მანამდე.

რა თქმა უნდა, გარკვეული შეცდომებიც იყო დაშვებული. მათ შორის, ამ მიმართულებით მშენებლობებთან დაკავშირებით, სიმწვანესთან დაკავშირებით და ა.შ. რა თქმა უნდა ჩემი ხედვა გიგისგან განსხვავებულია. ამოცანებიც განსხვავებულია ახლანდელი და მაშინ რაც იყო.

ჩვენ გუნდს აქვს უნარი, რომ იმსჯელოს ამ შეცდომებზე, გაანალიზოს ეს შეცდომები და განსხვავებული ხედვის ადამიანს მისცეს საშუალება, რომ ახალი ხედვა წამოსწიოს წინ და ქალაქის განვითარების ახალი ხედვა იყოს. ეს არის სწორედ ჯანსაღი დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი და არა ის, რომ ერთ პარტიაში ყველა ერთ ადამიანს ემორჩილება. ან უუნარობა იმისა, რომ გაკეთებულ საქმესთან ერთად არ აღიარო ის არასწორი რაც შეგეშალა. ეს ჩემთვის არის მთავარი გარანტი იმისა, რომ არათუ ხელის შემშლელი, არამედ პირიქით ხელის შემწყობია იმისა, რომ ვარ იმ იმ გუნდში რომელშიც არიან გიგი უგულავა, დათო ბაქრაძე, გიგა ბოკერია და სხვები რომელთაც შეუძლიათ საქმის კეთება და შეცდომების აღიარება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას "აიპრესი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი