ხოშტარია: თუ II ტურში ვერ გავალ, ნებისმიერ პროდასავლურ ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერ მხარს

იაგო ნაცვლიშვილი

"ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ის იბრძვის მეორე ტურში გასასვლელად, მაგრამ თუ მოხდება ისე, რომ მეორე ტური იქნება, მაგრამ ხოშტარია ვერ მიიღებს მონაწილეობას, მაშინ მხარს ნებისმიერ პროდასავლური ოპოზიციური პარტიის კანდიდატს დაუჭერს მხარს.

როგორც ხოშტარიამ "აიპრესთან" ინტერვიუში განცხადა, თავის მხრივ მოუწოდებს ოპოზიციურ კანდიდატებს, რომ მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს ყველა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭიროს.

"დღეს არის ამოცანა რომ შეიცვალოს „ქართული ოცნება“. როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა არის ოპოზიციური და განსხვავებული ცენტრალური ხელისუფლებისგან, ეს განყენებულად გააძლიერებს ქართულ დემოკრატიას. დღეს არის ამოცანა რომ კალაძე არ გახდეს მერი, ეს კიდევ უფრო მძიმე შედეგებით დამთავრდება, ვიდრე ნარმანიას შემთხვევაში. იმიტომ რომ სამწუხაროდ კალაძე იქნება პროეფექტური ცუდი საქმეების კეთებაში. ამიტომ ოპოზიცია უნდა ვიყოთ ერთიანი.

მე ვიბრძვი რომ მეორე ტურში გავიდე, ყველანაიარი საფუძველია რომ მეორე ტური შედგეს. ყველა ოპოზიციურ პარტიასა და კანდიდატს მოვუწოდებ რომ მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის გარშემო გაერთიანდეს. თუ მე ვერ შევძლებ მეორე ტურში გასვლას, რა თქმა უნდა მხარს დავუჭერ ნებისმიერ პროდასავლურ ოპოზიციურ კანდიდატს, ვინც არ უნდა იყოს ის", - გვითხრა ელენე ხოშტარიამ. 

ინტერვიუს სრულ ვერსიას "აიპრესი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “

19 ოქტომბერი, 2017

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “ სამედიცინო დაწესებულების მისამართები რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას სკრინინგს უფასოდ ჩაუტარებენ იხილეთ...

მეტი

ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით ერთი საჩივარია დაწერილი

21 ოქტომბერი, 2017

ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, ერთი საჩივარია დაწერილი. თელავის №17-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი ,,ევროპულმა საქართველომ,, დაწერა. პარტიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის #29 საარჩევნო უბანზე...

მეტი

ხოშტარია: თუ II ტურში ვერ გავალ, ნებისმიერ პროდასავლურ ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერ მხარს

ხოშტარია: თუ II ტურში ვერ გავალ, ნებისმიერ პროდასავლურ ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერ მხარს
17:46 | 12 სექტემბერი, 2017

როგორც ხოშტარიამ "აიპრესთან" ინტერვიუში განცხადა, თავის მხრივ მოუწოდებს ოპოზიციურ კანდიდატებს, რომ მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს ყველა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭიროს.

"დღეს არის ამოცანა რომ შეიცვალოს „ქართული ოცნება“. როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა არის ოპოზიციური და განსხვავებული ცენტრალური ხელისუფლებისგან, ეს განყენებულად გააძლიერებს ქართულ დემოკრატიას. დღეს არის ამოცანა რომ კალაძე არ გახდეს მერი, ეს კიდევ უფრო მძიმე შედეგებით დამთავრდება, ვიდრე ნარმანიას შემთხვევაში. იმიტომ რომ სამწუხაროდ კალაძე იქნება პროეფექტური ცუდი საქმეების კეთებაში. ამიტომ ოპოზიცია უნდა ვიყოთ ერთიანი.

მე ვიბრძვი რომ მეორე ტურში გავიდე, ყველანაიარი საფუძველია რომ მეორე ტური შედგეს. ყველა ოპოზიციურ პარტიასა და კანდიდატს მოვუწოდებ რომ მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის გარშემო გაერთიანდეს. თუ მე ვერ შევძლებ მეორე ტურში გასვლას, რა თქმა უნდა მხარს დავუჭერ ნებისმიერ პროდასავლურ ოპოზიციურ კანდიდატს, ვინც არ უნდა იყოს ის", - გვითხრა ელენე ხოშტარიამ. 

ინტერვიუს სრულ ვერსიას "აიპრესი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი