გიორგი გახარია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

გიორგი გახარია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ქვეყანაში დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები იყო საუბრის მთავარი თემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკს შორის გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, შეერთებული შტატები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ერთად, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი ესწრებოდა.

საქართველო ჩინეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა

საქართველო ჩინეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა

9 საათის წინ

საქართველოს სტენდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, Exo Tour; Step in Georgia; Start Travel; Free Spirit Tours; Tkemali Tour; Future Travel; Infinity Trips; Gallery Palace Hotel და Caucasus Travel.   ჩინეთში საქართველოს ტურისტული მიმართულების...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068