თურქეთში "თბილისის პარკი" გაიხსნა

ადმინისტრატორი

თურქეთში, ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოსა და ანკარას ჩანქაიას რაიონის მერიის თანამშრომლობის შედეგად, ჩანქაიას რაიონის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში "თბილისის პარკი" გაიხსნა და პარკის ტერიტორიაზე სიმბოლურად ნაძვის ხე დარგეს. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, “თბილისის პარკის” გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ ჩანქაიას რაიონის მერი, ალფერ თაშდელენი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე.

ალფერ თაშდელენმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ჩანქაიას რაიონში „თბილისის პარკის“ გახსნა თავის წვლილს შეიტანს თურქი და ქართველი ხალხის მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში.

მიხეილ გიორგაძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ჩანქაიას მერს, მერიისა და საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს პარკის გახსნაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მთელი რეგიონისთვის სამაგალითოა. მან აგრეთვე დიდი მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში გაწეული დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პარკი არის მთლიანად კეთილმოწყობილი, მისი ტერიტორია შეადგენს 4547 კვ. მეტრს, სადაც განთავსებულია სპორტული სავარჯიშო ინვენტარი, ბავშვებისთვის არის გამოყოფილი სათამაშო ტერიტორია, ხოლო მოსახლეობისთვის დასასვენებელი ადგილები. ამასთან, ტერიტორიაზე დარგული არის სხვადასხვა სახეობის ხეები და ყვავილები. ამასთან, უახლოეს მომავალში პარკის ცენტრალურ ნაწილში საქართველო-თურქეთის მეგობრობის ამსახველი მონუმენტის დადგმაც იგეგმება.
„თბილისის პარკის“ გახსნას ასევე ესწრებოდნენ ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მერიის თანამშრომლები, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მასმედიისა და ანკარაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები
წითელას ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა მარნეულში

22 თებერვალი, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში წითელას 4 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ოთხივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოში 7...

მეტი

აჭარის დელეგაცია ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა

აჭარის დელეგაცია ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა

22 თებერვალი, 2018

აჭარის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში გრძელდება. მორიგი შეხვედრა ქალაქ ვროცლავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან გაიმართა.შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმსა და ვროცლავს შორის...

მეტი

თურქეთში "თბილისის პარკი" გაიხსნა

თურქეთში "თბილისის პარკი" გაიხსნა
09:13 | 12 სექტემბერი, 2017

უწყების ცნობით, “თბილისის პარკის” გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ ჩანქაიას რაიონის მერი, ალფერ თაშდელენი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე.

ალფერ თაშდელენმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ჩანქაიას რაიონში „თბილისის პარკის“ გახსნა თავის წვლილს შეიტანს თურქი და ქართველი ხალხის მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში.

მიხეილ გიორგაძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ჩანქაიას მერს, მერიისა და საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს პარკის გახსნაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მთელი რეგიონისთვის სამაგალითოა. მან აგრეთვე დიდი მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში გაწეული დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პარკი არის მთლიანად კეთილმოწყობილი, მისი ტერიტორია შეადგენს 4547 კვ. მეტრს, სადაც განთავსებულია სპორტული სავარჯიშო ინვენტარი, ბავშვებისთვის არის გამოყოფილი სათამაშო ტერიტორია, ხოლო მოსახლეობისთვის დასასვენებელი ადგილები. ამასთან, ტერიტორიაზე დარგული არის სხვადასხვა სახეობის ხეები და ყვავილები. ამასთან, უახლოეს მომავალში პარკის ცენტრალურ ნაწილში საქართველო-თურქეთის მეგობრობის ამსახველი მონუმენტის დადგმაც იგეგმება.
„თბილისის პარკის“ გახსნას ასევე ესწრებოდნენ ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მერიის თანამშრომლები, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მასმედიისა და ანკარაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ავტორი: ადმინისტრატორი