ლაშა კომახიძე: გვეგონა თუ ქარხნებს დავანგრევდით, უფრო სწრაფად დავანგრევდით საბჭოთა კავშირს

ადმინისტრატორი

"უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ქალაქის ფუნქციების სწორად დანახვა, გააზრება და მას შემდეგ, როდესაც გავიგებთ რა ფუნქციების მატარებელია ქალაქი და რა ფუნქციები შეიძლება დაემატოს გარდა ტურიზმისა, გადაწყვეტილებების მიღება." - ბათუმის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ თავის პროგრამაში დიდი ადგილი დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიც არის ქალაქის ფუნქციონალური პროფილის განსაზღვრა.

-ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხეთ, ეს არის გენგეგმა, რომელიც არა მარტო ბათუმისთვის, არამედ თბილისისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ ყოველ წელს ხდება ამ გენგეგმების განახლება, თბილისის მაგალითზე ზუსტად შემიძლია ვთქვა ეს. სამაგიეროდ, მუდმივად ჭირს დოკუმენტით მოცემული კონცეფციის აღსრულება და ზუსტი გათვლების გაკეთება, სად რა ჭირდება ქალაქს. როგორ აპირებთ ამ გენგეგმის განხორციელებას, ისევ განახლებას აპირებთ, გადახედვას, თუ რა გაქვთ პრიორიტეტად ?

- გეთანხმებით, რომ გენგეგმა არის ძალიან სერიოზული დოკუმენტი და მე არ მიკვირს თუკი ხშირად ხდება მისი გადახედვა და განახლება, რადგან ეს ალბათ ხდება ერთი სურვილით, შემუშავდეს ისეთი დონის დოკუმენტი, სადაც არაფერი იქნება გამორჩენილი და მთლიანად ასახავს საჭიროებებს. 

რას ვაპირებ მე: პირველ რიგში, დამიჯერეთ, ეს არის ურთულესი პროცესი, ჩემს პროგრამაში დიდი ადგილი ეთმობა ისეთ თემებს, როგორიც არის ქალაქის ფუნქციონალური პროფილის განსაზღვრა. ქალაქი თავისთავად არ არსებობს, ქალაქი არსებობს რაღაც გარკვეული ორგანიზაციების ხარჯზე, რომლებიც განაპირობებენ ქალაქის არსებობას.
მაგალითად, ისტორიულად ბათუმს მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში მთავარი დატვირთვა პორტიდან და ნავთობის გადაზიდვებიდან გამომდინარე ჰქონდა. 

მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის პირობებში, ბათუმს ჰქონდა სამრეწველო ქალაქის ფუნქცია. აქ მუშაობდა ძალიან ბევრი ქარხანა - გემთმშენებელი, ნავთობგადამამუშავებელი, მანქანათმშენებელი, რეზინის ქარხანა, ციტრუსის, თამბაქოს... ბევრი ქარხანა, ბათუმის გარეთ ფუნქციონირებდა და ქალაქს ჰქონდა სამრეწველო დანიშნულება. 

90-იან წლებში ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფრის ნგრევა, რადგან გვეგონა, რომ თუკი ქარხანას დავანგრევდით, უფრო სწრაფად დავანგრევდით საბჭოთა კავშირს ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა იმ დროინდელმა თაობამ, როდესაც პირწმინდად გაანადგურა წარმოების საშუალებები და ჯართად გაყიდა.

ყველაზე დიდი დანაშაული და შეცდომა მაშინ ის იყო, რომ ქალაქმა ამ გზით დაკარგა ფუნქცია, ქალაქმა დაიწყო დაცარიელება სწორედ იმიტომ, რომ მას აღარ ჰქონდა ფუნქცია.
ბათუმიდან იმ დროს წავიდა ძალიან ბევრი ბერძენი, სომეხი, რუსი, მაგრამ მიზეზი ის კი არ იყო, რომ მათ ეთნიკური ნიშნით ვინმე ავიწროვებდა, არამედ ის, რომ ამ ხალხმა დაკარგა სამუშაო ადგილები ქარხნებსა და ორგანიზაციებში. ახალი სამუშაო ადგილების საშოვნელად წავიდნენ.

2004 წლიდან, ცოტა ადრეც, დაიწყო ბათუმისათვის ტურისტული ფუნქციის მინიჭება. დღეს ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როცა ბათუმს აქვს მკვეთრად გამოხატული ტურისტული ფუნქცია, მაგრამ ვერ ვხედავთ მის სხვა მკვეთრად გამოხატულ ფუნქციებს და ამ დროს საჭიროა მათი გამოკვეთა. ჩვენს ქალაქს გააჩნია ბევრი პოტენციალი, საჭიროა ამ პოტენციალის გამოტანა და მისი კარგად გააზრება. საჭიროა ქალაქის დანახვა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში, არამედ რეგიონალურად შეხედვა, იმიტომ, რომ ბათუმის გავლენა, როგორც ქალაქის, ვრცელდება მთელს რეგიონზე, მათ შორის მეზობელ რესპუბლიკებს ვგულისხმობ, კავკასიას და თურქეთსაც. მონო ფუნქციის მატარებელი ქალაქი, მხოლოდ ტურისტული ფუნქციით, ძალიან სახიფათოა და მყარად ვერ იქნება ვერასოდეს. ამიტომ, საჭიროა კარგად დანახვა და სწორად განსაზღვრა, თუ რა ტიპის ფუნქციებში აქვს ბათუმს პერსპექტივა და ამაზე დაყრდნობით შემდეგ ქალაქის გენერალური გეგმის აგება. 

-ანუ თქვენ თვლით, რომ ჯერ საჭიროა სახელმწიფო ბიზნეს-ინვესტიციების მოზიდვა და შემდეგ უკვე განხორციელება?

- ჯერ საჭიროა ქალაქის ფუნქციების სწორად დანახვა, გააზრება და მას შემდეგ, როდესაც გავიგებთ რა ფუნქციების მატარებელია ქალაქი და შეიძლება იყოს დამატებით, გარდა ტურიზმისა, გადაწყვეტილებების მიღება.

მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ეს არის მსუბუქი მრეწველობის მიმართულება. გენერალური გეგმის შემუშავების ბიუჯეტი უკვე ჩადებულია და იმ პერიოდისათვის, როდესაც მის შემუშავებაზე ტენდერი გამოცხადდება, შესაძლოა დავაწიოთ ეს პროცესები და მივიღოთ ძალიან სერიოზული მუშა, ქმედითი გენერალური გეგმა საბოლოოდ, დაახლოებით 2018 წლის ბოლოსთვის.

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

19 სექტემბერი, 2017

20 სექტემბერს, 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ქალაქ სენაკის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

ლაშა კომახიძე: გვეგონა თუ ქარხნებს დავანგრევდით, უფრო სწრაფად დავანგრევდით საბჭოთა კავშირს

ლაშა კომახიძე: გვეგონა თუ ქარხნებს დავანგრევდით, უფრო სწრაფად დავანგრევდით საბჭოთა კავშირს
18:38 | 11 სექტემბერი, 2017

-ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხეთ, ეს არის გენგეგმა, რომელიც არა მარტო ბათუმისთვის, არამედ თბილისისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ ყოველ წელს ხდება ამ გენგეგმების განახლება, თბილისის მაგალითზე ზუსტად შემიძლია ვთქვა ეს. სამაგიეროდ, მუდმივად ჭირს დოკუმენტით მოცემული კონცეფციის აღსრულება და ზუსტი გათვლების გაკეთება, სად რა ჭირდება ქალაქს. როგორ აპირებთ ამ გენგეგმის განხორციელებას, ისევ განახლებას აპირებთ, გადახედვას, თუ რა გაქვთ პრიორიტეტად ?

- გეთანხმებით, რომ გენგეგმა არის ძალიან სერიოზული დოკუმენტი და მე არ მიკვირს თუკი ხშირად ხდება მისი გადახედვა და განახლება, რადგან ეს ალბათ ხდება ერთი სურვილით, შემუშავდეს ისეთი დონის დოკუმენტი, სადაც არაფერი იქნება გამორჩენილი და მთლიანად ასახავს საჭიროებებს. 

რას ვაპირებ მე: პირველ რიგში, დამიჯერეთ, ეს არის ურთულესი პროცესი, ჩემს პროგრამაში დიდი ადგილი ეთმობა ისეთ თემებს, როგორიც არის ქალაქის ფუნქციონალური პროფილის განსაზღვრა. ქალაქი თავისთავად არ არსებობს, ქალაქი არსებობს რაღაც გარკვეული ორგანიზაციების ხარჯზე, რომლებიც განაპირობებენ ქალაქის არსებობას.
მაგალითად, ისტორიულად ბათუმს მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში მთავარი დატვირთვა პორტიდან და ნავთობის გადაზიდვებიდან გამომდინარე ჰქონდა. 

მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის პირობებში, ბათუმს ჰქონდა სამრეწველო ქალაქის ფუნქცია. აქ მუშაობდა ძალიან ბევრი ქარხანა - გემთმშენებელი, ნავთობგადამამუშავებელი, მანქანათმშენებელი, რეზინის ქარხანა, ციტრუსის, თამბაქოს... ბევრი ქარხანა, ბათუმის გარეთ ფუნქციონირებდა და ქალაქს ჰქონდა სამრეწველო დანიშნულება. 

90-იან წლებში ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფრის ნგრევა, რადგან გვეგონა, რომ თუკი ქარხანას დავანგრევდით, უფრო სწრაფად დავანგრევდით საბჭოთა კავშირს ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა იმ დროინდელმა თაობამ, როდესაც პირწმინდად გაანადგურა წარმოების საშუალებები და ჯართად გაყიდა.

ყველაზე დიდი დანაშაული და შეცდომა მაშინ ის იყო, რომ ქალაქმა ამ გზით დაკარგა ფუნქცია, ქალაქმა დაიწყო დაცარიელება სწორედ იმიტომ, რომ მას აღარ ჰქონდა ფუნქცია.
ბათუმიდან იმ დროს წავიდა ძალიან ბევრი ბერძენი, სომეხი, რუსი, მაგრამ მიზეზი ის კი არ იყო, რომ მათ ეთნიკური ნიშნით ვინმე ავიწროვებდა, არამედ ის, რომ ამ ხალხმა დაკარგა სამუშაო ადგილები ქარხნებსა და ორგანიზაციებში. ახალი სამუშაო ადგილების საშოვნელად წავიდნენ.

2004 წლიდან, ცოტა ადრეც, დაიწყო ბათუმისათვის ტურისტული ფუნქციის მინიჭება. დღეს ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როცა ბათუმს აქვს მკვეთრად გამოხატული ტურისტული ფუნქცია, მაგრამ ვერ ვხედავთ მის სხვა მკვეთრად გამოხატულ ფუნქციებს და ამ დროს საჭიროა მათი გამოკვეთა. ჩვენს ქალაქს გააჩნია ბევრი პოტენციალი, საჭიროა ამ პოტენციალის გამოტანა და მისი კარგად გააზრება. საჭიროა ქალაქის დანახვა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში, არამედ რეგიონალურად შეხედვა, იმიტომ, რომ ბათუმის გავლენა, როგორც ქალაქის, ვრცელდება მთელს რეგიონზე, მათ შორის მეზობელ რესპუბლიკებს ვგულისხმობ, კავკასიას და თურქეთსაც. მონო ფუნქციის მატარებელი ქალაქი, მხოლოდ ტურისტული ფუნქციით, ძალიან სახიფათოა და მყარად ვერ იქნება ვერასოდეს. ამიტომ, საჭიროა კარგად დანახვა და სწორად განსაზღვრა, თუ რა ტიპის ფუნქციებში აქვს ბათუმს პერსპექტივა და ამაზე დაყრდნობით შემდეგ ქალაქის გენერალური გეგმის აგება. 

-ანუ თქვენ თვლით, რომ ჯერ საჭიროა სახელმწიფო ბიზნეს-ინვესტიციების მოზიდვა და შემდეგ უკვე განხორციელება?

- ჯერ საჭიროა ქალაქის ფუნქციების სწორად დანახვა, გააზრება და მას შემდეგ, როდესაც გავიგებთ რა ფუნქციების მატარებელია ქალაქი და შეიძლება იყოს დამატებით, გარდა ტურიზმისა, გადაწყვეტილებების მიღება.

მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ეს არის მსუბუქი მრეწველობის მიმართულება. გენერალური გეგმის შემუშავების ბიუჯეტი უკვე ჩადებულია და იმ პერიოდისათვის, როდესაც მის შემუშავებაზე ტენდერი გამოცხადდება, შესაძლოა დავაწიოთ ეს პროცესები და მივიღოთ ძალიან სერიოზული მუშა, ქმედითი გენერალური გეგმა საბოლოოდ, დაახლოებით 2018 წლის ბოლოსთვის.

ავტორი: ადმინისტრატორი