სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

ადმინისტრატორი

სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის უსაფრთხოების სფეროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თანათავმჯდომარეები იყვნენ საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ხოლო აშშ-ს მხრიდან სახელმწიფო მდივნის მოქმედი მოადგილე კევინ ოკიფი და თავდაცვის მდივნის მოქმედი მოადგილე ლორა კოპერი.

მხარეებმა განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე აქტიური თანამშრომლობა, საერთაშორისო ტერორიზმის დასამარცხებლად აშშ-საქართველოს მიერ გაწეული კოორდინირებული ქმედებები, რეგიონში და უშუალოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია და ნატო-ს მოკავშირეებთან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის თანხვედრის გაძლიერებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.

ქართულმა მხარემ ამერიკელ კოლეგებს თავდაცვის სფეროში მზაობისა და ქმედითუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და აშშ-სთან ერთობლივი პროექტების მიმდინარე მდგომარეობა გააცნო.

ამერიკულმა მხარემ, თავის მხრივ, თავდაცვა-უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წარმატებულ რეფორმებზე მოწონება გამოთქვა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზე მადლიერება გამოხატა.

პარტნიორებმა მომავალშიც მყარი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის მზაობა გამოთქვეს.

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
14:44 | 9 სექტემბერი, 2017

მხარეებმა განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე აქტიური თანამშრომლობა, საერთაშორისო ტერორიზმის დასამარცხებლად აშშ-საქართველოს მიერ გაწეული კოორდინირებული ქმედებები, რეგიონში და უშუალოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია და ნატო-ს მოკავშირეებთან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის თანხვედრის გაძლიერებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.

ქართულმა მხარემ ამერიკელ კოლეგებს თავდაცვის სფეროში მზაობისა და ქმედითუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და აშშ-სთან ერთობლივი პროექტების მიმდინარე მდგომარეობა გააცნო.

ამერიკულმა მხარემ, თავის მხრივ, თავდაცვა-უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წარმატებულ რეფორმებზე მოწონება გამოთქვა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზე მადლიერება გამოხატა.

პარტნიორებმა მომავალშიც მყარი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის მზაობა გამოთქვეს.

ავტორი: ადმინისტრატორი