კახეთში, სტიქიის ზონაში ირანის ელჩი იმყოფებოდა

ადმინისტრატორი

თელავის აეროპორტში იმყოფებოდა ირანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, სეიედ ჯავად შაჰიდი. დიპლომატმა საგანგებო შტაბის წევრებთან გამართა შეხვედრა და ვერტმფრენიდან კოხტას მთის ფერდობზე არსებული ცეცხლის კერები დაათვალიერა.

ირანის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, რომ ირანული ავიაცია დაეხმარება ქართველ მაშველებს მანამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება.

,,როდესაც ქართული მხარის თხოვნა მივიღეთ, ჩვენ დაუყოვნებლივ ჩავერთეთ ოპერაციაში. უკვე მეხუთე დღეა, ადგილზე ირანული ავიაცია მუშაობს. ჩვენმა პილოტებმა ამ დროის განმავლობაში 575 ტონა წყალი გადაიტანეს სტიქიის ზონაში.,, - განაცხადა სეიედ ჯავად შაჰიდმა.

ხანძრის ლიკვიდირების სამუშაობს მეტეოროლოგიური პირობები ართულებს, ამ დროისთვის ხეობაში ძლიერი ქარია, თუმცა საგანგებო შტაბში აცხადებენ,რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

საერთაშორისო გამჭვირვალობა: ხულოს მერია საჯარო ინფორმაციას ვებ-გვერდზე  სრულად არ აქვეყნებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა: ხულოს მერია საჯარო ინფორმაციას ვებ-გვერდზე სრულად არ აქვეყნებს

21 თებერვალი, 2018

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დასკვნის მიხედვით ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ვებ-გვერდზე ინფორმაციას სრულად არ აქვეყნებს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ხულოს მერიასა და საკრებულოს...

მეტი

კახეთში, სტიქიის ზონაში ირანის ელჩი იმყოფებოდა

კახეთში, სტიქიის ზონაში ირანის ელჩი იმყოფებოდა
13:44 | 7 სექტემბერი, 2017

ირანის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, რომ ირანული ავიაცია დაეხმარება ქართველ მაშველებს მანამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება.

,,როდესაც ქართული მხარის თხოვნა მივიღეთ, ჩვენ დაუყოვნებლივ ჩავერთეთ ოპერაციაში. უკვე მეხუთე დღეა, ადგილზე ირანული ავიაცია მუშაობს. ჩვენმა პილოტებმა ამ დროის განმავლობაში 575 ტონა წყალი გადაიტანეს სტიქიის ზონაში.,, - განაცხადა სეიედ ჯავად შაჰიდმა.

ხანძრის ლიკვიდირების სამუშაობს მეტეოროლოგიური პირობები ართულებს, ამ დროისთვის ხეობაში ძლიერი ქარია, თუმცა საგანგებო შტაბში აცხადებენ,რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ავტორი: ადმინისტრატორი